მოწოწნიკი შინაურულად

      საქართველოში ხშირად ვაწყდებით პრობლემას ძეხვეულთან დაკავშირებით. განსაკუთრებული უნდობლობა კი ყოველთვის სოსისებს (მოწოწნიკებს) უკავშირდება. ზოგი ამბობს მუყაოსგან ამზადებენო, ზოგი ნახერხისგანო, ზოგნი იტყვიან დაბლენდერებული, დაბეგვილი და განადგურებული ხორცისგანო. მართალია ქართველებს სოსისის ჩვენებური, იმერულ-მეგრული ვერსია გვაქვს - კუპატი, მაგრამ კუპატის მომზადება უფრო რთულია ვიდრე სოსისისა, რომელსაც ქველინარია გთავაზობთ!

Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, sausage, რეცეპტი, სოსისი, სოსისი სახლში, სოსისის რეცეპტი, ხორციელი

შემადგენლობა:

  • 2 კგ ღორის ხორცი (მათ შორის მსუქანი, ქონიანი ნაწილიც)
  • 2 ს/კ მარილი
  • ½ ჩ/კ შავი პილპილი
  • ½ ჩ/კ ჯავზი
  • 3 ს/კ აბზინდა
  • 1 ს/კ ქონდარი
  • შეგიძლიათ დაამატოთ სხვა იგრედიენები, სურვილისამებრ.

შენიშვნა: სპეციალურ მაღაზიებში მოიკითხეთ სოსისის შესახვევი პარკი.

მომზადების წესი:

  • დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, რომ შეძლოთ მისი ხორცსაკეპ მანქანაში გატარება.
  • გატარებული ხორცი შეკაზმეთ ზემოთ ჩამოთვლილი იგრედიენტებით, კარგად აურიეთ (ფარში უნდა გააკეთოთ). შეგიძლიათ სურვილისა და გემოვნებისამებრ დაუმატოთ თქვენთვის საყვარელი იგრედიენტები, აჯიკა ან სხვა.
  • ამის შემდეგ, მიღებულ ფარშს კვლავ ვაბრუნებთ ხორცსაკეპ მანქანაში, ოღონდ უფრო წვრილად უნდა გაატაროთ, ძალიან წვრილად რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა (თითქოს დაბლენდერებულიაო).
  • ამის შემდეგ, დეგუსტაციისთვის შეგიძლიათ ცოტაოდენი ფარში შეწვათ და გასინჯოთ, სანელებლები კარგად აქვს თუ არა, რაიმეს დამატება ხომ არ სჭირდება. თუ თქვენს გემოვნებას სრულიად აკმაყოფილებს, მაშინ გადავიდეთ მომდევნო საფეხურზე.
  • ხორცსაკეპი მანქანიდან ამოიღეთ დანისპირი და დანარჩენი დატოვოთ.
  • წინიდან გაუკეთეთ სპეციალური "ძაბრი" და ძაბრზე წამოაცვით სოსისის პარკი.

    Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, sausage, რეცეპტი, სოსისი, სოსისი სახლში, სოსისის რეცეპტი, ხორციელი

  • ფარში ჩადეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაატრიალეთ. როდესაც პარკი შეივსება, ზომების მიხედვით გადაგრიხეთ.

    Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, sausage, რეცეპტი, სოსისი, სოსისი სახლში, სოსისის რეცეპტი, ხორციელი

  • შეინახეთ მაცივარში, მეორე დილამდე.

დაჭერით, შეწვით-მოხარშეთ, გემრიელად და მშვიდად მიირთვით - თქვენ ხომ ნატურალურად დამზადებულ სოსისს მიირთმევთ!

ტეგები: Qwellynaria, კულინარია, რეცეპტი, სოსისი, ქველინარია, ხორციელი

ნახვა: 6066

გამოხმაურებები!

სირთულე არ მაშინებს, უფრო სიფრთხილისკენ მომიწოდებს. როდესაც საქმე კუპატს ეხება, განსაკუთრებული დელიკატურობაა საჭირო :D 

Kakha_მ თქვა:

სირთულე არ უნდა გაშინებდეს :D 

შამფურზე თუ სახლში, ტაფაზე აპირებ?

Kakha_მ თქვა:

მეორე დილამდე რა შემანახინებს :D რამე სხვა უფრო კაი რჩევა მინდა :DD ღამე სიბნელეში როგორ შევწვა :D

  • სალამი

  • ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შევიძინო სოსისის შესახვევი პარკი?სახლის პირობებში რომ შევძლო სოსისის მომზადება

RSS

ბლოგ პოსტები

Inspiring Rap Instrumentals In 2025: The Seem of Willpower, Discipline, and Dreams

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2025.
საათი: 5:41am 0 კომენტარი





Inspiring rap instrumentals have become The most potent tools for inspiration in right now’s quick-going world. In 2025, these beats are now not just history tracks for rappers. They are really soundtracks for ambition, target, and personal transformation. From fitness center headphones to Workplace desks, from Artistic studios to late-evening research classes, inspiring rap instrumentals are everywhere you go, quietly pushing persons ahead.…



გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters