მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, კიევო-პეჩორის მონასტერის წინამძღვარი იყო ღირსი თეოდოსი (იხსენიება 16 მაისს). იმ ხანად მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი გრიგოლი, განდეგილი ბერი, რომელიც თავისი გამორჩეული მოღვაწეობითა და ლოცვით, სულ მალე გაითქვამს სახელს. წმინდა მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ასკეტური კვების რაციონით - ის მხოლოდ უმ ბალახს მიირთმევდა და თუ ვინმე მასთან სნეულებისგან განსაკურნავად თხოვნით მოვიდოდა, მათაც ბალახს სთავაზობდა. მის ერთადერთ ქონებას კი წიგნები წარმოადგენდა.
ღირსი გრიგოლი, გამორჩეული იყო იმითაც, რომ ხშირად ქურდებსა და მძარცველებს მოაქცევდა ხოლმე. იყო შემთხვევები როდესაც, მონასტერში მძარცველები შეიპარნებოდნენ, წმინდა გრიგოლთან საუბრის შემდეგ კი დიდი სინანულით ბრუნდებოდნენ უკან. იყო შემთხვევა, როდესაც წმინდა მამა დნეპრზე წყლის ამოსატანად ჩავიდა და იქვე მთავარი როსტისლავის ახალგაზრდა, ომში მიმავალმა მეომრებმა ჩამოიარეს, ბერი დაინახეს და სიცილი დაიწყეს. წმინდა მამამ უწინასწარმეტყველა მათ ბრძოლაში დაღუპვა, თავადს კი წყალში დახრჩობა. ამის გამგონე მეომრებმა წმინდა ბერს ხელ-ფეხი შეუკრეს და დნეპრში ჩააგდეს. წმინდა მამა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება მეომრებთან და თავადთან დაკავშირებით ზედმიწევნით შესრულდა. XI საუკუნის მიწურულს, 1093 წელს წმინდა ბერი გარდაიცვალა. დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.
ტეგები: 21 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or Memory Wave max out your computer's drive, but can you utilize up all…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•