თურქი მწერალი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს ქალაქ ყარსის შესახებ. ერთ - ერთი მთავარი პრობლემა კი ეს არის თვითმკვლელობა, რომელსაც ქალაქ ყარსში უფრო მეტად მიმართავდნენ ქალები, რომლებიც ძირითადად რელიგიური დოგმების მსხვერპლნი გახდნენ, ანუ იმ ვალდებულებების , რომლებიც თავსაფრის, გრძელი კაბის ტარებას და სხვადასხვა ტრადიციებს სავალდებულოს, აუცილებელს ხდიდა, მათი დარღვევის შემთხვევაში კი ისინი უდიდეს ზეწოლას განიცდიდნენ, იმდენად დიდს, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც კი ამთავრებდნენ. რა თქმა უნდა, სუიციდი ყველა დროის, ყველა ქალაქის, სოფლის თუ ქვეყნის პრობლემაა, უბრალოდ ავტორმა, ჩემი აზრით, ერთი კონკრეტული ადგილიდან კიდევ ერთხელ დაგვანახა თვითმკვლელობის ის გზები და მეთოდები, რასაც სასოწარკვეთილი მანდილოსნები მიმართავდნენ, თუმცა საკმაოდ შეუმჩნევლად, ისე გაატარებდნენ მთელ დღეს ოჯახის წევრებთად ერთად, ზოგჯერ მხიარულადაც, რომ საეჭვოს ვერაფერს შეამჩნევდით, თუმცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შემდეგ, საკუთარ თავს ანადგურებდნენ. როგორც ავტორი აღნიშნავს, სუსტი სქესის წარმომადგენლები ზოგჯერ სიკვდილის ერთნაირ გზებსაც კი მიმართავდნენ, რომელიც ითვალისწინებდა თავის ჩამოხრჩობას, წამლების დიდი დოზით მიღებას და სხვა.

      "თოვლის" ერთ - ერთი მთავარი პერსონაჟი ქადიფე , რომელიც ერთ დროს თავადაც ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, ქალების ამ ნაბიჯს მიაწერდა მათსავე სიამაყეს, ანუ ისინი თითქოს ამით ამტკიცებდნენ სიძლიერეს და დაუმორჩილებლობას.       არამარტო მანდილოსნების, არამედ ნებისმიერი პიროვნების სუიციდის მიზეზი, ფსიქიატრიული პრობლემების გარდა, მიმაჩნია ის აუტანელი გარემო, რომელსაც ადამიანები ზოგჯერ სრულიად გაუცნობიერებლად ქმნიან. მათი უაზრო შეგონებები, ამბიციები, აბსურდული დოგმები შეიძლება არაერთი სუსტი პიროვნების სიკვდილის მიზეზი გახდეს. რაც შეეხება თვითმკვლელობით სიძლიერის დამტკიცება საკმაოდ პარადოქსული მგონია, სიძლიერე ისაა, როდესაც უძლებ სამყაროს ურთულეს გამოცდებს, არ აძლევ საშუალებას ბრბოს, რომ მათი მსხვერპლი გახდე, მოქმედებ შენი წარმატებისთვის, ნაკლებ ყურადღებას აქცევ იმას თუ შენზე რას ამბობენ, სიძლიერე სწორედ ცხოვრებაა, ისეთი არსებობა, როცა ბევრი განსაცდელი გაქვს, მაგრამ მაინც ცდილობ ბედნიერების შენარჩუნებას.

"არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!"

Orhan Pamuk, Qwelly, literature, განხილვა, თვითმკვლელობა, თოვლი, ლიტერატურა, ორჰან ფამუქი, სუიციდი, სხვადასხვა, ქველი

ტეგები: Orhan_Pamuk, თვითმკვლელობა, თოვლი, ლიტერატურა, ორჰან_ფამუქი

ნახვა: 931

ბლოგ პოსტები

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters