ქართული საკრავები (ბუკი • Buki)

      ბუკი სპილენძის საყვირს წარმოადგენს. იგი ჩასაბერ საკრავთა ჯგუფს მიეკუთვნება. დამზადებულია თუნუქისაგან. სპილენძის ღეროში ჩასმულია ფართო მუნდშტუკი, ქვევითა მხარე გაგანიერებული აქვს. საყვირის სიმაღლეა 1270 მმ. გამოსცემს მხოლოდ ერთ ბგერას.

      ბუკი ხშირად გვხვდება საერო მწერლობაში - ქართულ ყოფაში: ბრძოლისას - ომის წინ და გამარჯვების შემდეგ, რაინდთა შერკინებისას, ლაშქრის აყრისას, მეფედ კურთხევისას, სასიხარულო ამბის შეტყობინებისას, ნადირობისა და ნადიმობისას, საპატიო სტუმრების მიღებისას.

      დაკვრისას დამკვრელი ბუკს მაღლა აწევდა და მთელი ძალით ჩაბერავდა. ჩაბერვის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული "ბუკს თუ როგორი ხმა უნდა აეღო: მაღალი, დაბალი, წვრილი თუ მსხვილი. დამკვრელი ჩვეულებრივად მაღლობზე დგებოდა და ბუკს სოფლის დასახლებულობის მიხედვით აბრუნებდა".

      საქართველოს ყოფაში ბუკი არ წარმოადგენს სამუსიკო ინსტრუმენტს, რადგან მასზე მხოლოდ ერთი ბგერა მიიღება და აქვს სასიგნალო და არა ესთეტიკური ფუნქცია. იმ წეს-ჩვეულებებში, სადაც გამოიყენებოდა, მხიარულების დროს ხმაურის შექმნის დანიშნულებას ასრულებდა.

      საქართველოში ამ ტიპის საკრავი უკანასკნელ ხანებამდე მხოლოდ სვანეთშია ბუკის სახით შემონახული. სვანურად მას სანკერს უწოდებდნენ. სვანური სანკერის ყოფაში გამოყენების შესახებ უნიკალური ცნობებია შემონახული. ბუკის დაკვრა მოსახლეობის მოსახმობად. მისი ხმის გაგონებაზე სოფლის ყველა მცხოვრები მიდიოდა სასოფლო მოედანზე. ხალხი ბუკის ხმით ხვდებოდა, თუ რა მნიშვნელობის იყო სიგნალი - საგანგაშო თუ რიგითი. საგანგაშოს ადრე დილით ან ღამით უკრავდნენ. ძლიერი და წყვეტილი ბგერების თანმიმდევრობა სოფელზე ან რომელიმე ოჯახზე თავდასხმის მანიშნებელი იყო. მოგვიანებით ბუკის დაკვრას სასოფლო კრებებზე ხალხის მოხმობის მნიშვნელობა მიეცა.

      სამეგრელოში ოყეს (ბუკი) დიდი დღესასწაულების დროს უკრავდნენ. მაგალითად, სააღდგომო ლიტანიას ორი მებუკე მიუძღოდა ხოლმე წინ. იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის ცნობით: "ნათლიღების დღესასწაულის წყალკურთხევის ლიტანიობის დროს წირვა რომ დასრულდება, მთელი პროცესია მახლობელ მდინარეზე მიდის, რათა დიდის ამბით წყალი აკურთხოს. ყველაზე წინ მედროშე მიდის, რომელსაც ხელში დროშა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიც ბუკს უკრავენ და ბოლოს მიდის დანარჩენი ხალხი".

      ბუკი, როგორც სასიგნალო საკრავი, მოწმდება ლეჩხუმშიც.

      ქართლში ბუკი ღოროტოტოს სახელითაა ცნობილი.

      ანალოგიური საკრავის ტრადიცია დასტურდება აგრეთვე აფხაზეთშიც. აქ საკრავი აბიკის სახელითაა ცნობილი და XIX ს. II ნახევრამდე არსებობდა. მასზე უკრავდნენ მესაყვირეები. საკრავის დანიშნულება აქაც სასიგნალოა. აბიკის ხმა შორს წვდებოდა და ამით ცხადდებოდა სამხედრო განგაში, ეძახდნენ თემს ყრილობაზე, მინდვრის სამუშაოზე. ასევე, საყვირში ჩაბერვით წყევლიდნენ საქონლის მომპარავს და ქურდის დამმალავს. აბიკის ხმის გაგონებაზე ხვდებოდნენ, რომ ქურდობა იყო სადღაც ჩადენილი.

      XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ბუკი აღარ გვხვდება ხმარებაში.

ტეგები: Qwelly, folklore, საკრავები, ფოლკლორი, ფოლკლორული_საკრავები, ქართული_საკრავები, ქართული_ფოლკლორი, ქველი, ჩასაბერი_საკრავები

ნახვა: 1373

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters