ანტიდეპრესანტები ანტიდეპრესანტებს ეფექტურად იყენებენ დიდი დეპრესიის მწვავე ფაზის სამკურნალოდ. პლაცებოსთან შედარებით, ანტიდეპრესანტები ყველაზე ეფექტურია იმ დეპრესიული პაციენტებისთვის, რომლებსაც, სულ მცირე, ზომიერი დეპრესია აღენიშნებათ. კონტროლირებადი კვლევების თანახმად, ხანმოკლე დადებითი პასუხი აქტიურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 60%-ს, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 30%-ს აღენიშნება (მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობა [NNT] = 4-5) (იხ. Anderson et al 2003). ეფექტურობის თვალსაზრისით, სხვადასხვა ანტიდეპრესანტებს შორის არჩევანის გაკეთება ძნელია, თუმცა, გარკვეულ სიტუაციაში რომელიმეს გამოყენება, შესაძლებელია, უფრო მიზანშეწონილი იყოს (იხ. ქვემოთ). დისთიმიის შემთხვევაშიც მსგავსი კლინიკური მონაცემები მიიღეს. ნახეს, რომ დისთიმიის დროსაც სხვადასხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტები როგორც ტრიციკლური, ასევე სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები), ეფექტურად მოქმედებს. ჩატარებული მეტაანალიზის, აქტიურ მკურნალობაზე მყოფი პირების 55%-ს, ხოლო პლაცებოს მიღებისას 30%-ს დადებითი პასუხი აღენიშნა (NNT = 4) (Lima et al., 1999). არ არის დადგენილი, თუ რამდენად მიზანშეწონილია იოლი ფორმის დეპრესიული აშლილობების დროს, როგორიცაა მსუბუქი დეპრესია ან შერეული შფოთვითდეპრესიული მდგომარეობა, ანტიდეპრესანტების გამოყენება. ზოგადად მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის დარღვევების დროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენება შედარებით არაეფექტურია. შესაძლოა, რომ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით მკურნალობა უფრო შედეგიანი იყოს, თუმცა, მათი კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის (Judd et al., 2004).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები

      ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებით ბევრჯერ შეუდარეს პლაცებოს და ნახეს, რომ ყველა, განსაკუთრებით კი მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტების შემთხვევაში, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, პლაცებოსთან შედარებით, აშკარა უპირატესობა აქვს (Morris da Beck, 1974). ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად განსხვავდება კლინიკური ეფექტურობის თვალსაზრისით სხვადასხვა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ძალიან მწირია, ამასთან, მათ განსხვავებული გვერდითი მოვლენები აქვთ ლოფეპრამინი შედარებით უსაფრთხოა ზედოზირების შემთხვევაში. ანტიდეპრესანტების სხვა ჯგუფებთან შედარებით, ტრიციკლურები ყველაზე ეფექტურია, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა სხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტებითაცაა შესაძლებელი. პასუხი მკურნალობაზე სხვადასხვა კლინიკურ ქვეჯგუფებში

      ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ნაკლებად ეფექტურია შემდეგი დიაგნოზის დროს:

  • დეპრესია ფსიქოზური სიმპტომებით (როგორც მონოთერაპია);
  • შედარებით მსუბუქი დეპრესიული მდგომარეობა (ჰამილტონის დეპრესიის შეფასების სკალით 14-ზე ნაკლები ქულა);
  • ატიპიური დეპრესია.

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები

      არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურია დიდი დეპრესიის (განსაკუთრებით, მელანქოლიური დეპრესიის) მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაო-ს ინჰიბიტორები) მკურნალობა. პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ მაო-ს ინჰიბიტორები ეფექტური ანტიდეპრესანტებია და საშუალო და მძიმე დეპრესიის დროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მსგავსი თერაპიული ეფექტი აქვს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მაო-ს ინჰიბიტორები ბევრ წამალსა და საკვებთან შეუთავსებელია და, შესაძლოა, მძიმე გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ, ისინი არ წარმოადგენენ პირველი არჩევის ანტიდეპრესანტებს. კონტროლირებადი კვლევების თანახმად მაო-ს ინჰიბიტორებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, გარკვეული უპირატესობა ენიჭებათ შემდეგი მდგომარების დროს:

  • ატიპიური დეპრესია;
  • ასთენიური ბიპოლარული დეპრესია (შემდეგი მახასიათებლებით: დაღლილობა, რეტარდაცია, მომატებული მადა და ძილი);
  • ტცა-სა და სუსი-ების მიმართ რეზისტენტული დეპრესია. მაო-ს შექცევადი A-ტიპის ინჰიბიტორი მაკლობემიდი,

      გარკვეული უპირატესობით გამოირჩევა. მისი დანიშვნისას არ არის საჭირო თირამინის დაბალი შემცველობის დიეტის დანიშვნა. თუმცა, სხვა წამლებთან ურთიერთქმედებისას შესაძლოა გართულებების განვითარება . კონტროლირებადი კვლევებით დადგინდა, რომ, პლაცებოსთან შედარებით, მაკლობემიდი ეფექტურია გართულებების გარეშე მიმდინარე დიდი დეპრესიის შემთხვევაში. დღეისათვის არ არის დამტკიცებული, რომ მაკლობემიდის სტანდარტული დოზებით გამოყენება ისეთივე ეფექტურია, როგორც ტიპური მაოი-ებისა ისეთი დეპრესიის დროს, რომელიც რეზისტენტულია ტცა-სა და სუსი-ების მიმართ (იხ. Cowen, 2005).

მაო-ს ინჰიბიტორებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კომბინაცია

      არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ მაო-ს ინჰიბიტორებითა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურნალობის მიმართ რეზისტენტულ შემთხვევებში, ამ ორი მედიკამენტის კომბინაცია უფრო შედეგის მომცემია, ვიდრე შესაბამისი დოზებით მათი ცალ-ცალკე მიღება. ეს ვარაუდი არ არის დადასტურებული; ორჯერ ჩატარებული კლინიკური ცდით ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა (იხ. Cowen, 2005). თუმცა, შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ კლევები არ ჩატარდა რომელიმე პრეპარატის მიმართ რეზისტენტულ პაციენტებზე (ანუ პაციენტთა იმ ჯგუფზე, რომელთაც კომბინირებული მკურნალობა უფრო ხშირად ენიშნებათ).

      სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები) და სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (სნუსი-ები) სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები)

      საფუძვლიანად შეისწავლეს პლაცებოსა და სხვა ანტიდეპრესანტებთან შედარების გზით. დადასტურებულია, რომ უმეტეს წილად მათ ტრიციკლურების მსგავსი ეფექტი აქვთ, მაგრამ არა სტაციონარული პაციენტებისთვის. ვენლაფაქსინი, რომელიც სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორია, მძიმე დეპრესიის დროს სუსი-ებზე უფრო ეფექტურია (Smith et al., 2002). ობსესიურ-კომპულსური დარღვევების თანმხლები დეპრესიის სამკურნალოდ სუს-ები, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (ქლოროპამინის გარდა) შედარებით, გაცილებით უკეთესია (იხ. Anderson et al., 2000).. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან დაკავშირებული ტოლერანტობა ხანმოკლე კლინიკური კვლევების მეშვეობით დადგინდა, რომ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, მათი გამოხატული გვერდითი მოვლენების გამო, თავს უფრო მეტი პაციენტი ანებებს, ვიდრე ეს ხდება სუსი-ების შემთხვევაში (გვერდითი მოვლენებით განპირობებული მკურნალობიდან "ამოვარდნის" რისკის შედარებითი მაჩვენებელია: 0.73, NNT=33). რუტინულ კლინიკურ სიტუაციებში, განსაკუთრებით ორ კვირაზე მეტი მკურნალობის დროს, მონაცემები სუსი-ების სასარგებლოდ იზრდება (Anderson et al., 2000). ამასთან, სუსი-ების გადაჭარბებული დოზით (მაგალითად, თვითმკვლელობის მიზნით) მიღება შედარებით უსაფრთხოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზედოზირებისას ვენლაფაქსინი სუსი-ებზე ნაკლებად უსაფრთხოა (Cheeta et al., 2004).

სხვა ანტიდეპრესანტები

      ამჟამად ხელმისაწვდომია ანტიდეპრესანტების ფართო სპექტრი. ყველა მათგანის ეფექტურობა, პლაცებოსთან შედარებით, კარგადაა შესწავლილი. მედიკამენტებს შორის ძირითად სხვაობას მათი რამდენიმე გვერდითი ეფექტი გვაძლევს რებოქსეტინის გარდა, ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები ანტიდეპრესანტებს იშვიათად ახლავს. ტრაზოდონი და მირტაზაპინი მეტი სედაციურობით გამოირჩევა. სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორს დულოქსეტინს, სუსი-ების მსგავსი გვერდითი მოვლენები აქვს. ზედოზირების შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილი ანტიდეპრესანტი, ტრიციკლურებთან შედარებით, უფრო უსაფრთხოა.

ნახვა: 2696

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters