ოლიმპიური თამაშების მოლოდინში კიდევ უფრო წინ წავიწიოთ და ამჯერად საფეხბურთო მარათონის რეკორდული მაჩვენებელი მოვიგონოთ.

      ადრეული ფეხბურთისთვის, ერთ მატჩში გატანილი 6, 7, 8, 9 გოლი სულაც არ იყო გასაკვირი, მაგრამ 18? და თან ოლიმპიადაზე? ეს უკვე რეკორდია.

      1908 წელს, დიდ ბრიტანეთში, ლონდინში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ფეხბურთში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც დღემდე ამავე სტატუსით სარგებლობს.

      22 ოქტომბერს ჩატარდა ნახევარფინალური თამაშები. იყო ოთხი გუნდი: დიდი ბრიტანეთი, რომელიც ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 4 - 0 დაამარცხა. და დანია, რომელიც საფრანგეთთან არკვევდა ფინალის საგზურის ამბავს და ეს მამლაყინწები 17 - 1 გაანადგურა.


დანიის ნაკრები, 1908 წელი

      საბოლოოდ იმ წელს, ოქროს მედალი დიდ ბრიტანეთს ერგო. ფინალში, 2 - 0 დაამარცხდა დანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და დანიელებს მხოლოდ ვერცხლის რგოლები ჩამოჰკიდე კისერზე. თუმცა ოლიმპიადის ისტორიაში რეკორდსმენების ტიტულით დამკვიდრდნენ.


დიდი ბრიტანეთის ნაკრები, 1908 წელი

      იმავე ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი, ნიდერლანდებისა და შვედეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებ გუნდებს შორის დაპირისპირებაში ჰოლანდიელებს დარჩათ. დიახ, სწორად ამოიკითხეთ და მეც არაფერი შემშლია. მესამე ადგილისთვის არა ჰოლანდიელები და ფრანგები, როგორც წესი მოითხოვდა, არამედ ჰოლანდიელები და შვედები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნახევარფინალში 17 - 1 წაგების შემდეგ საფრანგეთმა უარი განაცხადა ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე და მის ნაცვლად დიდ ბრიტანეთთან, სამი დღით ადრე, მეოთხედფინალში, 12 - 1 დამარცხებული შვედეთი გამოვიდა მწვანე მინდორზე. აქაც არ გაუმართლათ შვედებს და მათმა ნაკრებმა 2 - 0 წააგო.

      ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, დანიისა და საფრანგეთის ნაკრებების გუნდებს შორის დაფიქსურებული ანგარიში 17 - 1 დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. იმ მატჩში, სოფუს ნიელსენმა 10 გოლის გატანა მოახერხა.


დანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირება. დანია 17 - 1 საფრანგეთი

ოლიმპიადის ისტორიიდან, წაიკითხეთ:

ახალგაზდა და მოხუცი ოქროსმედალოსნები

ტეგები: Qwelly, ოლიმპიადა, რეკორდი, საინტერესო, ფაქტები, ფეხბურთი

ნახვა: 613

ბლოგ პოსტები

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters