14 აპრილს (ძვ. სტ. 1 აპრილს) და დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს, ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მარიამ მეგვიპტელს

მარიამ მეგვიპტელი, mariam megvipteli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

      წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება, იორდანის ნაპირას, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწე მამებისგან არის შემონახული და პირველად სოფრონ იერუსალიმელის მიერ ჩაიწერა.

      მარიამ ეგვიპტელი, თავის ცხოვრებას გაანდობს უდაბნოში საცხონებლად გასულ ბერს - ზოსიმეს, რომელიც იქამდე პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში სიყრმის ასაკიდან მოღვაწეობდა და უკვე 53 წლის იყო, როდესაც იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადავიდა და მეუდაბნოებას შეუდგა. სწორედ, ამ ბერს შეხვდება მარიამ მეგვიპტელი უდაბნოში. თავდაპირველად შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, პირჯვარი გადაისახა, ლოცვა განაგრძო და დამთავრების შემდეგ იქითკენ გაიხედა და დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები კრავის მატყლივით გათეთრებოდა. ადამიანის ხილვით გახარებული ზოსიმე, გამოედევნება და როდესაც მის დევნით დაღლილი დაემხობა და გამოლაპარაკებას შეევედრება, მარიამი პირველად მოსასხამს სთხოვს, რადგან მრავალწლიანი მეუდაბნოებოს გამო ტანისამოსი შემოძარცვოდა და შიშველი იყო. შემდეგ კი, ურთიერთკურთხევის გამოთხოვის შემდეგ უამბობს თავის ცხოვრებას.

      დაიბადა ეგვიპტეში. მშობლები ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა, როდესაც 14 წლის ასაკში ალექსანდრიაში გაიქცევა. როგორც მარიამ ეგვიპტელი უამბობდა: "აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ სიძვისას ვნებას." 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამ მძიმე ცოდვასა და უღირს საქმეში. თან ამ ყველაფერს უფულოდ აკეთებდა, არა იმიტომ რომ მდიდარი იყო და სარჩო საბადებლისთვის ფული არ სჭირდებოდა, არამედ ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ფიქრობდა ცხოვრების აზრი ხორციელი სიამოვნების მიღებაში იყო. ერთ დღესაც, დაინახა უამრავი ადამიანი, რომელიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმში მიემგზავრებოდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მარიამმაც გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა, თუმცა არა როგორც მედღესასწაულე და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის საპატივცემოდ წასული, არამედ როგორც ახალი ადამიანების გაცნობის, ცოდვით დაცემისთვის. "მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას". - ღირს ზოსიმესთან საუბარში იხსენებს მარიამ მეგვიპტელი. იერუსალიმში ჩასული, დღესასწაულის დადგომამდე მრავალ ბილწ საქმეს იქმოდა. როდესაც ჯვართამაღლების დღე დადგა და მრევლი ტაძრისკენ გაემართა, მარიამსაც მოუნდა ტაძარში შესვლა, თუმცა კართა მისული, უხილავმა ძალამ არ შეუშვა შიგნით. ეცადა შესულიყო, შეებრძოლა, მაგრამ ამაოდ - არაფერი გამოსდიოდა. ღონემიხდილი იქვე ჩამოჯდა და თვალი მოკრა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატს. მიხვდა, რომ ტაძარი შესვლა მისი ცოდვილი ცხოვრების გამო ვერ შეძლო. მივიდა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს შეევედრა, შეწევნა სთხოვა და აღთქმა დაუდო, სულის საცხონებლად იმას გააკეთებდა, რასაც ის ეტყოდა. ამის შემდეგ, ტაძარში შესვლა და სიწმინდეების მოლოცვა შეძლო, უკან გამოსულმა კი დედა ღვთისას წინამძღოლობა იგრძნო და მის ხმას გაჰყვა - იორდანის მეორე ნაპირას გადასულიყო და იქ იპოვიდა ცხონების საშუალებას. იმ დღეს, ვიღაცამ რამდენიმე დინარი მისცა, რომლითაც 3 პურის ყიდვა შეძლო. დაღამებამდე, უკვე იორდანის ნაპირას იყო, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საღამოს ლოცვას დაესწრო, შემდეგ იორდანეში პირი დაიბანა, წყალი მოსვა, ერთი პურის ნახევარი შეჭამა და დაიძინა. მეორე დღის კი მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა და იმ დღის შემდეგ უდაბნოში ცხოვრობდა. როგორც მარიამ ეგვიპტელი იხსენებს, ამ დღიდან ალბათ 47 წელი გავიდა, უკვე ღრმადმოხუცებული იყო, დაახლ. 78 წლისა. უდაბნოში ცხოვრების პირველ წლებში დარჩენილი 2 პურით საზრდოობდა. გამომხარი პირის მცირეოდენი ნაწილით იკვებებოდა, შემდეგ კი მცენარეთა ფესვებით, ტანისამოსი დროთა განმავლობაში სრულიად დაეხა, დღეებს შიმშილსა და წყურვილში, ცხელ მზესა და ყინვიან ღამეებში გაუსაძლის მდგომარეობაში ატარებდა, მაგრამ მთავარი საზრუნავი მაინც ვნებებისგან, ბილწი ფიქრებისა და სურვილებისგან სხეულის სრული გათავისუფლება იყო. სწორედ ამის ვედრებაში განვლო მან მრავალი წელი. ამის შემდეგ იწყება უფალთნ მყოფობის ბედნიერება - როდესაც თავისუფლდებოდა სიბილწისგან, მაშინ უფლის ნათელს ხედავდა და უდაბნოს ქარიშხალი მყუდროებად გადაიქცეოდა.

      საუბარში, ბერმა ზოსიმემ შეატყო რომ მარიამ წმინდა წერილში განსწავლული იყო და ჰკითხა, თუ სად ისწავლა. მარიამმა კი მიუგო - "მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს". ღირსი ზოსიმე სთხოვდა, რომ მიეცა უფლება მისი ამბავი მამებისთვის მოეყოლა, მარიამმა უთხრა "ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს".

      საუბრის ბოლოს, მარიამ ეგვიპტელმა სთხოვა, მომდევნო წელს, აღდგომის მარხვაში, უდაბნოში არ გასულიყო მონაზვური წესის თანახმად, არამედ დიდ ხუთშაბათს, უფლის სისხლი და ხორცი მიეტანა მასთან იორდანის ნაპირას და ეზიარებინა. 1 წლის შემდეგ, მარხვის დასაწყისში ღირსი ზოსიმე ავად გახდა და უდაბნოში სამოღვაწეოდ გასვლა ვერ მოახერხა. დიდ ხუთშაბათს კი, მასთან სასწაულებრივად მისული მარიამ ეგვიპტელი, რომელმაც იორდანეზე ფეხით გადაირბინა, აზიარა. მარიამმა კიდევ სთხოვა: "მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის".

      ერთი წლის შემდეგ, მათი პირველადშეხვედრის ადგილას მისულ ღირს ზოსიმეს, მარიამ მეგვიპტელი გარდაცვლილი დახვდა. შუბლზე კი ეწერა "მამაო ზოსიმე, აქ დამარხე ცოდვილი მარიამის ცხედარი. ევედრე უფალს ჩემი ცოდვილი სულისთვის აპრილის პირველ დღეს". ნიჩაბი არ ჰქონდა ამოსათხრელად, შორიხლოს ხის ტოტი იპოვა და იმითი სცადა ამოეთხარა, მაგრამ ვერ მოახერხა, ვინადან მიწა გამომხმარიყო. წყლის მოსატანად წასვლა დააპირა და როდესაც მობრუნდა, მარიამის ფეხებთან ლომი დაიანხა. თავდაპირველად შეშინდა, თუმცა უფალს მიენდო და ლომს საფლავის გათხრა უბრძანა. დაკრძალა მარიამ მეგვიპტელი. მონასტრის ძმობას მისი ამბავი უამბო და ხსენების დღედ, ანდერძის თანახმად, 1 აპრილი (14 აპრილი ახალ სტილით) დაადგინეს. მარიამ ეგვიპტელის ხსენება მეორედ აღინიშნება დიდმარხვის მეხუთე კვირას.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 14 აპრილი, 6 აპრილი, Qwellyland, აპრილი, თვენი, მარიამ_ეგვიპტელი, მეუდაბნოე

ნახვა: 10421

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters