დაირა დასარტყამ საკრავთა ჯგუფს განეკუთვნება. საკრავის ფუნქციას შეადგენს ცეკვის თანხლება და ცეკვის დროს რიტმის ხაზგასმა. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, თუშეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. გარეგნული ფორმით სხვადასხვა კუთხის დაირებს შორის განსხვავება არ არის.
დაირის რკალი ხისაა. გადაკრული აქვს ტყავის თხელი აპკი.
რკალზე შიგნიდან ჩამოკიდებულია საჩხარუნებლები _ თხელი და მრგვალი პატარა ფირფიტები და ეჟვნები. რკალი ინკუსტრირებულია თეთრი და შავი ძვლით.
დაკვრის დროს დაირა უჭირავთ ორივე ხელით. ცერა თითებზე მიყრდნობილია დაირის რკალი. დანარჩენი თითები დევს მემბრანაზე და ამ თითებით აჟღერებენ მას. მარცხენა ხელის თითები უფრო ხშირად გაუნძრევლად დევს. უკრავენ მარჯვენა ხელის თითებით, ზოგჯერ მთელ ხელსაც არტყამენ მემბრანაზე.
თუშეთში დაირისათვის ცხვრის ტყავს იყენებდნენ და რკალზე ფულებს ჰკიდებდნენ, კახეთში კი - ხარის ფაშვს.
დაირაზე უკრავენ ძირითადად ქალები, ცეკვის დროს. საკრავი გამოიყენება ინსტრუმენტულ ანსამბლებში. მაგალითად, სამეგრელოში - მრავალღერიან სალამურთან ერთად, კახეთში - ფანდურთან ერთად. რამდენიმე დაირა ერთად არ გამოიყენება.
რაჭაში დაირაზე უკრავენ "ცხენკაცობას" თამაშის დროს: სამი-ოთხი ბიჭი თამაშობს, ერთ-ერთი მათგანი ხის "ცხენზე" ზის, დადიან სოფელში და უკრავენ დაირაზე.
განახლებები აქ: "ქართული საკრავები"
ტეგები: Qwelly, folklore, დასარტყამი_საკრავები, საკრავები, ფოლკლორი, ფოლკლორული_საკრავები, ქართული_საკრავები, ქართული_ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•