ლარჭემი და სოინარი ჩასაბერ საკრავთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ქართული მრავალღერიანი სალამური გვხვდება დასავლეთ საქართველოს ორ კუთხეში - სამეგრელოსა (ლარჭემი) და გურიაში (სოინარი).
მეგრულ ლარჭემსა და გურულ სოინარს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. ქართული მრავალღერიანი სალამური შედგება სხვადასხვა სიგრძის 6 ლერწმის ღეროსაგან (მილისაგან). თითოეული მილი გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ერთ ბგერას. მილები შეკრულია კანაფით და ხის ქერქით.
მილები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი მილები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით (ასეთი კონსტრუქცია შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ყველა ცნობილ მრავალღერიან სალამურთა შორის, რომელთა მილები თანმიმდევრულად სიგრძის მიხედვით არის დალაგებული).
ლარჭემისა და სოინარის ბგერები არის ძლიერი, ხმამაღალი, გამოკვეთილი, მსტვენავი. ამ საკრავის დიაპაზონია სექსტა.
ლარჭემი (სოინარი) შემსრულებელს უჭირავს ვერტიკალურად. ბგერის გამოცემა ჩაბერვით ხდება. დაკვრამდე საკრავის მილებს ნახევარი საათით წყლით შეავსებენ, რათა საკრავს სუფთა ბგერები ექნეს. წყობას ზოგჯერ არეგულირებენ უძველესი ხერხით: მილებში რაიმე მყარ საგანს ჩაუშვებენ.... სამეგრელოში ქვიშას, გურიაში - ღომის მარცვლებს ყრიან.
ლარჭემისა და სოინარის ბგერების აბსოლუტური სიმაღლე სუფთა წყობასთან ახლოს დგას, მაგრამ ზუსტად მას არ ემთხვევა.
ქართულ მრავალღერიან სალამურზე დაკვრის მანერა მეტად თავისებურია. დაკვრის მთელი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ჩაბერვა ერთდროულად ხდება ორ მილში. ასეთი ჩაბერვით მიიღება ტერციები. ზოგჯერ, დაკვრის გასაადვილებლად ლარჭემს ჰყოფენ შუაზე ორ შემსრულებელს შორის. ეს წესი ხშირია სამეგრელოში, და იშვიათია გურიაში.
მრავალღერიან სალამურზე შემსრულებლებად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები.
ლარჭემსა და სოინარზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები.
სამეგრელოში ლარჭემი მწყემსების საკრავს წარმოადგენს. მწყემსები ლარჭემზე დაკვრით თავიანთ ჯოგს თავს უყრიდნენ. სამეგრელოში არსებობს სამი სხვადასხვაგვარი ჰანგი, ერთი, რომლითაც ჯოგი მიჰყავთ საძოვარზე, მეორე, რომელსაც ასრულებენ დაბრუნებისას და მესამე, რომელსაც მწყემსი ასრულებს, როცა ჯოგს აძოვებს. მწყემსების თქმით, ამ ჰანგის დაკვრაზე ჯოგი უკეთესად ძოვს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ლარჭემზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდება, რომლებიც მწყემსის შრომის სხვადასხვა პროცესთანაა დაკავშირებული. ანალოგიური ფაქტები საქართველოს სხვა კუთხეებშიც დასტურდება.
ქართული მრავალღერიანი სალამური ძირითადად დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან, თუმცა მასზე სამეგრელოში ქორწილებში და ხატობა-დღეობებშიც უკრავდნენ, რომელიც უფრო გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს.
გურიაში სოინარი წარმოადგენდა სასიგნალო საკრავს. ამ საკრავის ხმაზე იკრიბებოდნენ სხვადასხვა სოფლის მონადირეები, რომლებიც კვერნაზე სანადიროდ მიდიოდნენ. გურიაში ყოფილან სოინარზე ისეთი ოსტატი-შემსრულებლები, რომელთაც ბულბული შეჰყავთ შეცდომაში. თურმე ბულბული გამოეპასუხებოდა მათ დაკვრის დროს.
ტეგები: Qwelly, folklore, საკრავები, ფოლკლორი, ფოლკლორული_საკრავები, ქართული_საკრავები, ქართული_ფოლკლორი, ქველი, ჩასაბერი_საკრავები
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•