შტეფან ცვაიგი - ელდორადოს აღმოჩენა
ადამიანი, რომელსაც ევროპა მობეზრდა
1834 წელი. ამერიკული ხომალდი ჰავრიდან გასულა და გზა ნიუ იორკისაკენ დაუჭერია. ასობით ხიფათისმაძიებელს შორის ხომალდზე იმყოფებოდა იოჰან ავგუსტ ზუტერი. ოცდათერთმეტის წლის კაცია, ბაზელის ახლო მდებარე რიუნენბერგის მკვიდრი, და მოუთმენლად ელის იმ წუთს, როცა მასა და კანონის ევროპელ გუშაგთა შორის ოკეანე დაწვება. გაკოტრებული, ქურდი, თაღლითი კაცია. ადგა, არც აცია, არც აცხელა, ბედის ანაბარა მიატოვა ცოლი და სამი შვილი, ყალბი საბუთით იშოვა პარიზში ცოტაოდენი ფული, და აი, ახლა ახალი ცხოვრების გზას დასდგომია; 7 ივლისს ნიუ იორკში გადავიდა და ორი წელი ეწეოდა იმ საქმეს, რაც ხელში მოხვდებოდა: იყო შემფუთავი, მეაფთიაქე, კბილის ექიმი, ყოველგვარი წამლებით მოვაჭრე, მედუქნე. მერე, ცოტა ფეხი რომ მოიკიდა, სასტუმროც გახსნა, მაგრამ მალე ისევ გაყიდა, დროის ძალუმ ხმას აჰყვა და მისურში გადასახლდა. იქ მიწათმფლობელი გახდა, მოკლე ხანში დიდი შეძლება მოინაგრა და თითქოს უკვე დამშვიდებულად უნდა ეცხოვრა. მაგრამ ხედავს, მისი სახლის ყურესთან ადამიანთა დაუსრულებელი ნაკადი სადღაც მიიჩქარის - ბეწვით მოვაჭრენი, მონადირეები, თავგადასავალთა მაძიებელნი, - დასავლეთიდან მოდიან და დასავლეთისაკენ მიდიან, და ეს სიტყვა „დასავლეთი“ მისთვის თანდათანობით იძენს მაგიურ ძალას. ჯერ - ეს ყველასათვის ცნობილია - გადაჭიმულან პრერიები, პრერიები, სადაც სძოვენ ბიზონების უზარმაზარი ჯოგები, პრერიები, რომელთაც შეიძლება ამხედრებული გაჰყვე, იარო დღე, იარო ღამე, კვირაობით ვერ შევხდები კაცის შვილს, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ ჩაიქროლებენ წითელკანიანი მხედრები; იქით იწყება მთები, მაღალი, მიუვალი მთები, და ბოლოს ის აღთქმული ქვეყანა, უცნობი კალიფორნია. დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, მაგრამ მის საზღაპრო სიმდიდრეზე ზღაპრებს იტყვიან. თაფლის და რძის მდინარეები მტლად დაგედებიან, ოღონდ ისურვე, მაგრამ შორსაა კალიფორნია, ძალიან შორს და თუ კაცმა თავი არ გასწირა, ისე იქით ვერ წავა.
მაგრამ იოჰან ავგუსტ ზუტერის ძარღვებში ავანტურისტული სისხლი ჩქეფს. წყნარად იცხოვრე და მიწა ამუშავეო? არა, ეს საქმე არ იზიდავს. 1837 წელს გაყიდა მთელი თავისი ქონება, აღჭურვა ექსპედიცია, შეიძინა ფორნები, ცხენები, ხარები, გავიდა ინდეპენდანსის ფორტიდან და უცნობი ქვეყნის გზას დაადგა.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•