შტეფან ცვაიგი - ახალი ჰელვეცია
1839 წელია. მდინარე საკრამენტოს აყოლებით ნელა მიიწევს ქარავანი. წინ მიდის ამხედრებული იოჰან ზუტერი, მხარზე თოფგადაგდებული, უკან მიჰყვება ორი-სამი ევროპელი, შემდეგ კი ას ორმოცდაათი მოკლეხალათიანი პოლინეზიელი, ოცდაათი ხარებშებმული ფორანი, დატვირთული საკვები პროდუქტებით, იარაღით, ორმოცდაათი ცხენი, ას ორმოცდაათი ჯორი, ძროხები, ცხვრები, ბოლოს პატარა აირიერგარდი - აი მთელი არმია, რომელსაც ვალად აწევს ახალი ჰელვეციის დაპყრობა. გზის გაკვლევა მიანდვეს უზარმაზარი ცეცხლის ტალღას. ტყეებს წვავენ - ეს უფრო მოხერხებულია, ვიდრე მათი გაკაფვა. და როგორც კი ხარბი ცეცხლის ალი მიწას გაეკრა, ზუტერის ხალხმა დაიწყო მუშაობა - ჯერ კიდევ კვამლში გახვეული ხეების ჭრა. ააგეს საწყობები, ამოთხარეს ჭები, ხორბალი დათესეს ველებზე, რომლებიც არ საჭიროებდნენ დახვნას, შემოღობეს ბაკები უთვალავი საქონლის ჯოგებისათვის. მეზობელი ადგილებიდან, მისიონერების მიერ მიტოვებული სამოსახლოებიდან თანდათან მოდის ცვლა.
წარმატება გიგანტური იყო. პირველივე მოსავალი ექვსმაგი აიღეს. ბეღლები სკდებოდა მარცვლისაგან, ჯოგებში ათასობით თავი პირუტყვი ითვლებოდა და თუმცა ზოგჯერ ჭირდა, - ბევრ დროსა და ენერგიას ითხოვდა ხშირი ლაშქრობა ადგილობრივ მკვიდრთა წინააღმდეგ, რომლებიც ისევ და ისევ იჭრებოდნენ კოლონიაში, - ახალი ჰელვეცია გადაიქცა დედამიწის აყვავებულ წალკოტად. გაჰყავთ არხები, აშენებენ წისქვილებს, იხსნება ფაქტორიები, მდინარეებზე აღმა-დაღმა მიეშურებიან ხომალდები. ზუტერი ამარაგებს არა მარტო ვანკუვერსა და სანდვიჩის კუნძულებს, არამედ ყველა გემსაც, რომელიც ღუზას უშვებს კალიფორნიის ნაპირებზე. მას მოჰყავს შესანიშნავი კალიფორნიული ხილი, რაც ახლა მთელს მსოფლიოშია განთქმული, იწერს ვაზსაც საფრანგეთიდან და რაინიდან. შესანიშნავად ხარობს აქ ვაზი და რამდენიმე წელიწადში ამ შორეული მიწის უზარმაზარი სივრცეები იფარება ვენახით. თავისთვისაც აიშენა სახლი და საუცხოოდ მოწყობილი ფერმები. პლეიელის მარკის როიალმა მისთვის ასოთხმოცდღიანი გზა გაიარა პარიზიდან. ორთქლის მანქანა ნიუ იორკიდან მთელ კონტინენტზე სამოც ხარს გადაჰქონდა. ზუტერს ანგარიში გაუხსნეს ინგლისის და საფრანგეთის უმსხვილესმა ბანკებმა, და აი ახლა, ორმოცდახუთი წლისას, თავისი დიდების მწვერვალზე მყოფს აგონდება, რომ ოდესღაც, თოთხმეტი წლის წინ, სადღაც დატოვა ცოლი და სამი ვაჟიშვილი. წერილსა სწერს, თავისთან იხმობს, თავის სამეფოში. ახლა ძალა ხელში აქვს - ახალი ჰელვეციის ბატონ-პატრონია, ერთი უმდიდრესი ადამიანი მთელ დედამიწაზე, - რას იზამ, ბედი გაეხსნა. დაბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატები ართმევს მექსიკას ამ მივიწყებულ მიწას. ახალ უკვე ყველაფერი საიმედო და ურყევია. კიდევ რამდენიმე წელიც და ზუტერი გახდება ქვეყნად ყველაზე მდიდარი ადამიანი.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•