მრავალი ქალბატონი ღრმადაა დარწმუნებული, რომ მამაკაცი მისთვის - გადაშლილი წიგნია. ერთხელ შექმნა რაღაც შეხედულება მამაკაცის ფსიქოლოგიის შესახებ, შეუპოვრად იცავს, სასურველს რეალობად წარმოსახავს, ცდილობს, საქმის რეალური მდგომარეობა საკუთარ სტერეოტიპებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მაგალითად, არსებობს შეხედულება, რომ მამაკაცები მთელი ცხოვრება პირადი თავისუფლებისაკენ ისწრაფიან, თუმცა, სინამდვილეში, ნებისმიერ ნამდვილ მამაკაცს უდგება მომენტი, როდესაც ძალიან სურს ოჯახის შექმნა, მეორე ნახევრის პოვნა, უნდა, რომ "დარგოს ხე, ააშენოს სახლი და გაზარდოს შვილი."
მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა მამაკაცს რჩება მისწრაფება, სამუდამოდ თავისუფალი იყოს ქალური პრეტენზიებისაგან, ჩუმი ან ხმამაღალი ისტერიკებისა და მითითებებისაგან, თუ როგორ უნდა იცხოვროს. საქმეთა ასეთი ვითარების გათვალისწინებითა და მამაკაცისათვის პირადი სივრცის უფლების უზრუნველყოფით, ქალი იქცევა ბრძნულად და ხელს უწყობს მშვიდი და ბედნიერი ატმოსფეროს შექმნას ოჯახში.
ქალების ლამის ყველაზე დიდი შეცდომაა შეხედულება, რომ მამაკაცისათვის ინტიმური ცხოვრება აუცილებელია როგორც ფიზიოლოგიური აქტი, ხოლო სულიერი სიახლოვე მნიშვნელოვანია მხოლოდ ქალებისათვის. არადა კაცს სწორად ისევე უნდა, უყვარდეთ, ესმოდეთ მისი, აფასებდნენ მის ღირსებებს, როგორც ქალს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მამაკაცებს ნამდვილად უყვარდებათ ქალი ფიზიკური სიახლოვის შემდეგ. არიან ისეთებიც, რომელთაც არ უნდათ ხორციელი სიახლოვე მათთან, ვინც ნამდვილად უყვართ (რადგან ეშინიათ ყველაფრის გაფუჭების) და არ უყვართ ისინი, ვისთანაც წვებიან. ქალს კი ისღა დარჩენია, გაარკვიოს, როგორ მამაკაცთან აქვს საქმე.
საყოველთაოდ მიღებულია, რომ ქალები უფრო მეტად ემოციურები არიან. ეს ნამდვილად ასეა, თუ საქმე ეხება ემოციების გამოხატვას. მაგრამ ვინ თქვა, რომ მამაკაცები - უგრძნობელნი და არაემოციურნი არიან? უბრალოდ მამაკაცები უფრო თავშეკავებულნი არიან გრძნობების გამოხატვისას და ხშირად მალავენ მათ.ერთხელ გაიგეს რა სენტენცია, რომ გზა მამაკაცის გულისკენ გადის კუჭზე, ქალბოტონები ისე შეიარაღდნენ ამ მტკიცებით, რომ წამითაც არ ეპარებათ ეჭვი მის სისწორეში. რა ხდება სინამდვილეში? მამაკაცები ასეთი პრიმიტიულები ნამდვილად არ არიან! ყველა გამოკითხვის მიხედვით, რომელიც მიეძღვნა თემას, რა მოსწონს ყველაზე მეტად მამაკაცს ქალში, მზარეულობის უნარი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ასე რომ, ღირს შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
ქალები ზოგჯერ იმ სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ, რომ მამაკაცებს უყვართ ქალიშვილები და უკარებები. თვითონ მამაკაცები კი ამას ცოტა სხვა ფორმულირებას აძლევენ – ისინი აფასებენ მიუწვდომლობას. რაც უფრო მიუწვდომელია ქალი, მონადირის ინსტინქტი კაცში უფრო ძლიერდება. თუმცა აქაც ზომაა საჭირო, მამაკაცს არ შეუძლია დაუსრულებლად ინადიროს - ის უბრალოდ დაიღლება. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად მონადირული ინსტიქტებისა, მამაკაცებს მოსწონთ ქალის პირველი ნაბიჯი. ასე თავმოყვარეობას აამებენ.
აზრი, რომ მამაკაცი შეიძლება ბავშვით შეცდომაა "დააბა" და მსგავსი შეცდომის წყალობით უკვე მრავალმა ქალმა დაკარგა ბედნიერება. კაცის ქალთან "დააბმას", თუ მაინცდამაინც ამ ტერმინით ვისარგებლებთ, შეუძლია მხოლოდ თვითონ ამ ქალს.
ასეთი სტერეოტიპი კიდევ ბევრია, ცხოვრება ზოგიერთს ადასტურებს, ზოგს ანგრევს. ასე რომ, თუ ოჯახში მშვიდობა გინდათ და საყვარელი მამაკაცი გვერდით - არ არის საჭირო, გამოიყენოთ გადაუმოწმებელი "ჭეშმარიტებები". უმჯობესია, ბედნიერების მოპოვების საშუალებები საკუთარ თავში ეძებოთ.
ტეგები: advice, psycholog_mans, psychology, qwelly, კაცების_ფსიქოლოგია, კაცის_ფსიქოლოგია, მამაკაცის_ფსიქოლოგია, მამაკაცის_ფსიქოლოგიის_შესახებ, რჩევა, რჩევები, მეტი...რჩევები_ქალები, სახითხავი, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია
(მეთიუ კელლი)
ჯერ მხოლოდ გადავხედე და საინტერესო ჩანს.
წიგნი ეხება ადამიანთა ურთიერთობაში სიახლოვის სხვადასხვა დონეებსა და მათი გადალახვის საშუალებებს.
(ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა)
ჩამოტვირთვის საშუალება ვერ ვნახე. თუ PDF ფორმატში ნახავთ, ატვირთეთ.
ვფიქრობ, ეს წიგნი სასარგებლო იქნება ზოგიერთი სტერეოტიპის "განაღმისთვის". :)
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:08pm
0 კომენტარი
0 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•