3 ივლისს (ძვ. სტ. 20 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ვრუნტისიოპოლის (ბრინდიზი) ეპისკოპოსს ლევკის

წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july
ყოველთა წმინდათა კრება (სინაქსი)

      ალექსანდრიაში, ერთ კეთილმსახურ ევდოკისა და ევფროსინიას ოჯახში, ვაჟი დაიბადა, რომელსაც მშობლებმა ევტროპი დაარქვეს. დედა მალევე გარდაიცვალა, როცა ევტროპი ჯერ კიდევ 11 წლის იყო, ხოლო მამამ მონაზვნობა გადაწყვიტა და წმინდა ერმის ტაძარში აღიკვეცა, შვილიც თან წაიყვანა. მონასტრის ყველაზე პატარა წევრზე ზრუნვა იღუმენტა ნიკიტამ და უხუცესმა ბერებმა ითავეს. ერთგული და ღმრთსმოშიში ევტროპი ყველაფერს მეტისმეტი გულმოდგინებით ითვისებდა და სწავლობდა, წმინდა წერილის კითხვა და დასწავლაც მალევე მოახერხა, მორჩილებითა და თავმდაბლობით კი, მონასტრის გამოცდილ მამებს უტოლდებოდა. როდესაც იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ევტროპი ჯერ კიდევ არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია. ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ევდოკიმ თავის ძესთან ერთად ალექსანდრიის მახლობლად მდებარე მიძინების ტაძრის მოლოცვა გადაწყვიტა. ღამე მათ მონასტერში გაათიეს, რომელსაც იღუმენი თეოდორე წინამძღვრობდა. აქ ევდოკის უფალმა აუწყა, რომ მალე გარდაიცვლებოდა, მისი შვილი კი მღვდელმთავარი შეიქნებოდა და ქრისტეს ნათლით გაანათლებდა იტალიის ქალაქ ვრუნტისიოპოლს (ბრინდიზი, დღეს ამ ადგილას არის იტალიის ამავე სახელწოდების პრობინცია). მამას ვაჟიშვილის ახალი სახელიც გაუცხადდა - ლუციუსი (ლეუკიოსი, ლევკი), რაც ნიშნავს: „სული ღვთისა სუფევდეს მას ზედა“. სადღესასწაულო წირვაზე ელიოპოლელ ეპისკოპოს ელის ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც ლევკის სამღვდელმთავრო ღვაწლზე აკურთხებდა.

      ერმის მონასტრის ბერები ეპისკოპოსს დაჟინებით სთხოვდნენ, წმიდანი სავანის იღუმენად დაედგინა. მოსაგრეს თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ ეპისკოპოსის ნებას წინ ვერ აღუდგა. ჯერ მას მღვდლად დაასხეს ხელი, შემდეგ კი წინამძღვრადაც აკურთხეს. ლევკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა.

      იმ ხანად ალექსანდრიის ეპისკოპოსი გახლდათ ფილიპე, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა და მის ნაცვლად, სწორედ წმინდა ლეუკიოსი გამოარჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში ჩასულმაც განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქისთავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: „თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს“. წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს - იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.

      მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

      წმინდა ლევკის ხსენება აღესრულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში 20 ივნისს (ახ. სტ. 3 ივლისი), ხოლო კათოლიკურ ეკლესიაში 11 იანვარს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 3 ივლისი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 571

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters