კაკლის მურაბა რატომ არის ყველაზე ელიტარული და გემრიელი მურაბა იცით? იმიტომ რომ დიდი დრო უნდა მის მომზადებას, რეცხოთ-ხეხოთ, ხარშოთ, სული და გული უნდა ჩადოთ მის კეთებაში, სამზარეულოს კედლები გაჟღინთოთ მისი სურნელით და მხოლოდ ამის შემდეგ ისიამოვნოთ.

      აბა, ორი კვირა რომ მურაბის გაკეთებას მოანდომებ, როგორი საქმეა? დიახ, დიახ, არ მოგეჩვენათ. თითქმის ორი კვირა მზადდება. ქველინარია გთავაზობთ, ათასგზის გამოცდილ რეცეპტს. ფოტოც, წლევანდელი მომზადებული კაკლის მურაბისაა.

კაკლის მურაბა, კაკლის მურაბის რეცეპტი, კაკალი, მურაბა, ნიგოზის მურაბა, kaklis muraba, kakali, muraba, nigozi, Qwellynaria, ქველინარია, რეცეპტი, ტკბილეული, კულინარიული რეცეპტები

შემადგენლობა:

  • ჭყინტი კაკალი, ახალშემოსული - 100 ცალი;
  • კირი - 500 გრამი;
  • თეთრი შაბი - 1 ს/კ;
  • შაქარი - 2 კგ. და 1 ჩ/ჭ;
  • მიხაკ-დარიჩინი, ილი, ვანილი - გემოვნებით.

მომზადება:

      გაფრცქვენით კაკალი. ჩაყარე სუფთა წყალში, ისე რომ წყალმა კარგად დაფაროს ის. გააჩერეთ წყალში 3 დღის განმავლობაში. დღეში სამჯერ უნდა გამოუცვალეთ წყალი.

      მეოთხე დღეს, გადაღვარეთ წყალი და კაკალი კიდევ ერთხელ გარეცხეთ.

      იმავე ჭურჭელში, სადაც კაკალი გქონდათ მოთავსებული, გახსენით კირი წყალში. წყალში ჩაყრისას, კირი დაიწყებს ამოჩუხჩუხებას/ადუღებას (თუ კირი ახალია), დაელოდეთ, რომ კარგად გაიხსნას, დაიწვას კირი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ კაკალი. დატოვეთ კირში 5 დღის განმავლობაში. დღეში სამჯერ მოურიეთ ხის ჯოხით.

      მეცხრე დღეს (ანუ 3 დღე წყალში და 5 დღე კირში), გადმოიღეთ კაკალი კირიდან და კარგად გარეცხეთ, დატოვეთ გამდინარე წყალშიც რამდენიმე საათით. შემდეგ ჩაყარეთ ისევ სუფთა წყალში. დატოვეთ იქ 3 დღის განმავლობაში. კვლავ - დღეში სამჯერ შეუცვალეთ წყალი.

      მეთორმეტე დღეს, ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში კაკალი. ადუღეთ 15 წუთით. გადაწურეთ.

      კვლავ - ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი და წამოადუღეთ. ჩაყარეთ შაბი და მოურიეთ. ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 15 წუთი. გადაწურეთ.

      დაასხით კაკალს მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ.

      ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი, ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი (შესაძლებელია თაფლის გამოყენებაც - 2-3 ს/კ), მოურიეთ, ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ.

      სუფთა ქვაბში, ჩაასხით წყალი, წამოადუღეთ. ადუღებისთანავე ჩაყარეთ 2 კგ. შაქარი და განაგრძეთ დუღილი. ჩაყარეთ კაკალი.

      ხარშვის დროს, ჩაამატეთ დანაყილი დარიჩინი, მიხაკი, ილი და განაგრძეთ ხარშვა იქამდე, ვიდრე კაკალი მზად არ იქნება (კაკალი შავად უნდა ბრწყინავდეს). ასევე, სიროფიც ცოტა უნდა შესქელდეს.

      როცა მურაბა მზად იქნება, შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაუმატოთ ვანილი.

გემრილად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, მურაბა, რეცეპტი, ტკბილეული

ნახვა: 21045

გამოხმაურებები!

მთელი სამზარეულო არ მინდა, მაიკო, მოდი ასე შევთანხმდეთ - ერთი ქვაბი თაშმჯაბი მე - ერთი ქილა კაკლის მურაბა შენ;

მერე, ერთი ცომის მოზელა კუბდარი მე - ერთი ქილა კაკლის მურაბა შენ და ა.შ. ))

Maiko_მ თქვა:

ამ მურაბაში მთელ სვანურ სამზარეულოს გავცვლიდი((

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters