ნიკო მარისა და ალექსანდრე ცაგარელის ნაშრომებს ამაოდ დავეძებდი. მათ გარეშე კი ჩემი მუშაობა ნაყოფიერი ვერ იქნებოდა.
სასულიერო წარმომადგენლობის ბიბლიოთეკა ძალიან მდიდარი იყო. მას რამდენიმე შენობა ეჭირა. ერთი მათგანი მხოლოდ რუსული გამოცემების საცავი გახლდათ, მეორე კი უცხო ენებზე გამოქვეყნებული ნაშრომებისთვის დაეთმოთ. რუსულ განყოფილებაში ვერა და ვერ შევაღწიე. მითხრეს, წიგნები იქ ძალიან კარგად არის კატალოგიზირებულიო, მე კი კატალოგის ნახვაც ვერ შევძელი. იქ ჩემთვის საინტერესო წიგნები უნდა ჰქონოდათ, რადგან პალესტინის საზოგადოების გამოქვეყნებული გახლდათ. მეორე ბიბლიოთეკა, სადაც უცხოური წიგნები ინახებოდა, უკიდურესად არეულ-დარეული იყო: თაროები მტვერს დაეფარა, წიგნები კატალოგში არ ჰქონდათ აღნუსხული და ალაგ-ალაგ ჩრჩილებისგანაც იყო დაჭმული. ამ ფასდაუდებელ კოლექციას გულდამძიმებული ვათვალიერებდი. ერთ კარადა არაბული ხელნაწერებით იყო სავსე. იქვე ეწყო "Acta Santorum"-ის[1] თითქმის ყველა ტომი და მსოფლიო ომის გაჩაღებამდე შეგროვებული ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგიური ჟურნალები. თუმცაღა, ბიბლიოთეკაში იმ პერიოდის გამოცემათა გარდა, სხვა არაფერი იყო. დავასკვენი, რომ მეცნიერებისადმი მისწრაფება მაშინ გაუქრათ, ანდა, უფრო სწორად, იმჟამად სახსრები გამოელიათ.
რა დასანანია, რომ ვარშავაში ამგვარი ბიბლიოთეკა არ გვაქვს! როცა საღამოთი რამდენიმე ბერს ვუთხარი, ბიბლიოთეკას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და ბიბლიოთეკარი იყოლიოთ-მეთქი, მათ მიპასუხეს, გუნდის მგალობლები არ გვყოფნის, ხოლო ბიბლიოთეკიდან არანაირი შემოსავალი არ გვაქვსო.
წინამძღვარმა განკარგულება გასცა, რომ ბიბლიოთეკაში დეზინფექცია ჩაეტარებინათ, თორემ აქ კაცს ტუბერკულოზი შეეყრებაო. დეზინფექციის გამო ბიბლიოთეკას რამდენიმე დღით დაკეტავდნენ. რა სამწუხაროა!
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] Acta Sanctorum (ლათ. „წმინდათა საქმენი“) - აგიოგრაფიული ტექსტების ერია, რომლის გამოცემა დაიწყო მე-17 საუკუნეში.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•