ნაშუადღევს სასეირნოდ იმდენი დრო აღარ მრჩება, რამდენიც ადრე მქონდა: წარმომადგენლობის ბიბლიოთეკაში ვმუშაობ და იერუსალიმიდან მოკითხვის ბარათებს ვაგზავნი. დღეს, ნაშუადღევს, მიძინების ეკლესიას კვლავ ვეწვიე. ფრანცისკელთა ყოფილ ტაძარში, ანუ იმ ოთახში მისვლას ვაპირებდი, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე.
მინდოდა, რომ მცირედი ხანი ბენედიქტელთა სასიამოვნო გარემოცვაში გამეტარებინა. მასპინძლობა ერთმა ბერმა გამიწია, რომელთანაც მეკარემ წარმადგინა. სასაუბრო ბევრი რამ აღმოგვაჩნდა, რადგან გერმანიასა და ბელგიაში ბენედიქტელთა მონასტრებში ვცხოვრობდი. გარდა ამისა, ბევრი საერთო მეგობარიც გვყოლია. ყავაზე მიმიწვია და ძალიან თავაზიანად მეპყრობოდა. შემდეგ უეცრად (ნეტავ რატომ?) მკითხა, რა აღმსარებლობისა ხართო. როცა შეიტყო, რომ მართლმადიდებელი ვიყავი, შეიცვალა, ხმას აუმაღლა და მითხრა: „ქართული ძეგლების კვლევა-ძებას გიჯობთ, ეკლესიის ისტორია შეისწავლოთ და ნახავთ, რომ ჩვენი ეკლესია მართალიაო“.
არ მინდოდა მეპასუხა, რომ პროტესტანტული ეკლესიები სწორედ ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ ჩამოყალიბდა. უმალ ავდექი და გარეთ გამოვედი. საოცარია, კათოლიკე ბერების ახალგაზრდა თაობა ასე ფანატიკური რომ არის. მაშინ, როცა თვით მოკუჭნავე მზად იყო, ემასპინძლა და იღუმენია ხელს მართმევდა, ახალგაზრდა ფრანცისკელები ქუჩაში ან ზურგს შემაქცევდნენ ხოლმე, ან რამეს ჩაიბურტყუნებდნენ. თუმცაღა, უნდა ვაღიარო, რომ სხვა რელიგიების მიმართ დიდად პატივისმცემელნი არც ჩვენი მართლმადიდებელი ძმები არიან.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•