ნასადილევს ძველ ქალაქში „ვია დოლოროსას“[1] გავუყევი. იქ ქუჩები საოცრად ვიწროა. მარცხნივ გზა წმინდა სტეფანეს კარიბჭისკენ მიდიოდა, მაგრამ მე პირდაპირ გავემართე. ქუჩის მარცხენა მხარეს, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, დიდი და უსუფთაო პასაჟი იყო ორივე მხარეს ჩარიგებული, დაკეტილი მაღაზიებით. პასაჟში საკმაოდ ბნელოდა. სადღაც შორს შუქი მოჩანდა. შესასვლელთან რამდენიმე შავკანიანი ქალი იდგა. მეგონა, რომ ამ პასაჟის იქით ქუჩა გრძელდებოდა, გული გავიმაგრე და პასაჟში შევაბიჯე. სიბნელეში არავინ შემიმჩნევია. რაღაც კიბეს გადავაწყდი. ძალიან გამიკვირდა, როცა ქუჩას კი არა ომარის მეჩეთის შესასვლელს მივადექი. სანამ ვითარებაში გავერკვეოდი, ვიღაც ბიჭი სიბნელიდან გამოხდა და მტკივნეულად ჩამცხო, თან რაღაცას გაჰყვიროდა. მის ყვირილზე რამდენიმე კაცმა კიბეზე ჩამოირბინა. ვიფიქრე, ამათ, ალბათ ებრაელი ვგონივარ და ჩამქოლავენ-მეთქი. საბედნიეროდ, თავი გავიმხნევე და იმის თქმა მოვახერხე, რომ მღვდელი ვიყავი. ერთმა მათგანმა მანიშნა, რომ გავყოლოდი, დამცინავად მომღიმარე შავკანიან ქალებს შორის გამატარა და გასასვლელთან მიმიყვანა.
დღეს წარმომადგენლობაში მაგდალადან[2] ხნიერი კაცი, მოსკოვის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ სოლოვცევი მოვიდა. იგი ალექსანდრიაში ცხოვრობდა და თავის პროფესიულ საქმიანობას მისდევდა. როგორც შევიტყვე, მისი პაციენტი თვით ეგვიპტის დედოფალი[3] გახლდათ. წარმომადგენლობაში როგორც ექიმი, ისე იყო მოწვეული და პალესტინაში დარჩენა ექვსი კვირის მანძილზე შეეძლო. თვით არქიმადრიტი ზრუნავდა, რომ ინგლისელ ხელისუფალთ მისთვის უფრო დიდხანს დარჩენის ნება დაერთოთ.
ჩემი თანამემამულე მედიცინის მოყვარულია.[4] პროფესორი უნდა გავაცნო. ეს მისთვისაც სასარგებლო იქნება და პროფესორსაც თანაშემწე ეყოლება.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] „ვია დოლოროსა“ (ლათ. „თმენის გზა“) - ქუჩა ძველი იერუსალიმში. იგი მიჰყვება მაცხოვრის გზას, რომელიც მან გაიარა გოლგოთამდე.
[2] მაგდალა (არამ.-ებრ. ციხე) უძველესი ადგილი, რომელიც მდებარეობს ტიბერიიდან 6 კმ-ის დაშორებით, ტიბერიის ტბის დასავლეთ სანაპიროზე, გალილეაში, ჩრდილოეთ ისრაელში. მაგდალას უძველესი ნაშთის გვერდით მდებარეობს თანამედროვე ქალაქი მაგდალი.
[3] ნაზლი საბრი (1894-1978) - ეგვიპტისა და სუდანის დედოფალი 1919-1936 წლებში.
[4] იგულისხმება დიმო ცხონდია.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•