პროფესორმა დამარწმუნა, მაგდალაში წავსულიყავი და დამესვენა. მითხრა, იქ, რუსთა ადგილ-მამულში, ბევრი სასწაულმოქმედი წყაროა, რომლებიც უმთავრესად თირკმელების დაავადებებს შველისო. თავად იქ რამდენიმე კვირა გაუტარებია და ამბობდა, მაგდალას წყაროები ვიშის წყალივით მარგებელიაო. იქ წასვლა გადავწყვიტე. საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მუშაობა თითქმის დასრულებული მქონდა, პატრიარქი კი იერუსალიმში ჯერაც არ დაბრუნებულიყო. ვფიქრობდი, გალილეაში ვიხეტიალებდი, თუკი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა.
ხაიფასკენ მიმავალი მატარებელი მგზავრებით იყო სავსე და ლოდშიც ბევრი ებრაელი ამოვიდა. ჩემ წინ არაბი იჯდა. იერუსალიმიდანვე ერთად ვმგზავრობდით და იცოდა, რომ ქართველი ვიყავი. ებრაელებს ძალიან გულღიად დახვდა. მათ ჩემი სადაურობა მისგან შეიტყვეს. უეცრად ორი ბიჭი მომიახლოვდა, რომელთაც ებრაელ სკაუტთა ფორმა ეცვათ. ერთი ბიჭი ქართულად გამომელაპარაკა. დასავლური კილო ჰქონდა. წმინდა მიწაზე ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი იყო. თელ-ავივში საკუთარი უბანი ჰქონდათ, ხოლო ხაიფასკენ მიმავალ გზაზე ქართველი ებრაელებით ასახლებული ერთი სოფელიც კი გახლდათ: ბენიამინო. შემომთავაზეს, რომ სოფელშიც ვწვეოდი და თელ-ავივშიც.
ჩვენმა ქართულმა საუბარმა სხვა მგზავრების ყურადღება მიიპყრო. როცა ერთ-ერთმა შეიტყო, რომ ქართველი ებრაელები საქართველოში თავს კარგად გრძნობდნენ და საქართველო ენატრებოდათ, ასეთი რამ თქვა: „ებრაელები თავს ყველგან ცუდად თუ იგრძნობენ, მხოლოდ მაშინ დაიწყებენ პალესტინაში დაბრუნებასო“.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•