მაგდალაში ვარ და ვისვენებ. აქ ძალიან პრიმიტიული საცხოვრებელი პირობებია. საწოლი ხის ქვეშ, მინერალური წყაროს გვერდით მოვაწყვე, ისე რომ ან საწოლში ვწევარ ან წყალში. მხოლოდ თევზს ვჭამ.
ტიბერიის ტბასთან რუსული ადგილ-მამულია, სწორედ იმ ადგილას, სადაც სასწაულებრივი თევზაობა გაიმართა[1] და სადაც ქრისტემ წყალზე იე გაიარა, როგორ ხმელეთზე.[2] მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამ ადგილას იგი ბოლოჯერ ესაუბრა თავის მოწაფეებს და აქ გაიმართა ისი მშვნიერი დიალოგი პეტრესთან.[3] აქაური იყო მარიამ მაგდალინელის. აქ სამი მაგდალაა: ერთი - მთაზე შეფენილი არაბული სოფელი, მეორე - ძველი ებრაული კლონიაა, აქედან დაახლოებით სამი კილომეტრის მოშორებით, და ეს მამული. აქ ცხოვრობს ერთი მორჩილი, რომელსაც ნაყოფიერ მიწაზე გრეიპფრუტის პლანტაცია აქვს გაშენებული. მასთან ერთად ერთი მუშაც ცხოვრობს. მორჩილი მაინც უკმაყოფილიოა და სირიაში უნდა წასვლა. აქ კიდევ სამი ხნიერი ქალი ცხოვრობს, რომელთაც პატარა სახლები აუშენებიათ. ალბათ, ებრაელებს ამ ადგილ-მამულის დაუფლება უნდათ. მათ სასამართლოშიც კი უჩივლეს რუსულ წარმომადგენლობას. ეგონათ, რომ წარმომდგენლობა სასამართლო პროცესს წააგებდა, რადგან საბუთები არ ჰქონდთ (ყველა საბუთი ლენინგრადში[4] ინახება). მაგრამ წარმომადგენლობამ ქალების წყალობით, რომელნიც ომის დაწყებიდანვე აქ ცხოვრობენ, შემოღობილი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ღობის გარეთ მიწა, რომელიც სევე წარმომაგენლობას ეკუთვნოდა, ხელისუფლებას გადაეცა. ადრე აქ ტბები ა ჰეროდეს[5] საზაფხულო რეზიდენცია იყო. ეს ადგილი მინერალური წყაროებითაა მდიდარი. ზღვის პირას საუცხოო ბაღებია, სადაც ხეხილი, ბანანის ხშირი ბუჩქები და ფინიკის მაღალი პალმებია გაშენებული. მათი მშურს, ვინც აქ ცხოვრობს. მებაადურებ ყოველდღე ახალი თევზი მოაქვთ. აქედან თოთხმეტ კილომეტრზეა ბეთსაიდა[6], საიდანაც იყო პეტრე. ბეთსაიდასთან ახლოსვეა კაპერნაუმი, რომლის იქითაც „ნეტარებათ მთა“[7] არის აღმართული. იქით, შორს, მთაზე, სეფადი მოჩანს. იქ შუქს ძალიან გვიანაც ვხედავ, როცა უკვე საწოლში ვწევარ. ეს ის ქალაქია, რომელზეც ქრისტემ თქვა, რომ „ვერ დაიმალება ქალაქი, მთი მწვერვალზე გაშენებული“.[8]
მთელი ღამე სროლის ხმა გაისმის. დღისით კი, სეფადისკენ მიმავალ გზატკეცილზე, რომელიც სნახევროდ დანგრეული ღობის გასწვრი გადის, სულ ჯარისკაცებით სავსე მანანები მოჩანს.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] ლუკა 5, 6
[2] მათე 14, 22-23
[3] იოანე 21, 15-17
[4] იგულისხმება დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი).
[5] ჰეროდე I დიდი (ძვ. წ. 73-4) - იუდეის მეფე ძვ. წ. 39-4 წლებში.
[6] ბეთსაიდა (არამ. - ებრ. მეთევზის სახლი) - ქალაქი გალილეაში. ახალი აღთქმის მიხედვით, ეს არის მაცხოვრის სამი მოწაფის, ანდრიას, პეტრესა და ფილიპეს დაბადების ადგილი.
[7] მათე 5, 3-10
[8] მათე 5, 14
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•