პატრიარქს, როგორც იქნა, ვეწვიე. იგი მცირე გალილეაში, საზაფხულო რეზიდენციაში ცხოვრობდა. მითხრა, ქართული მონასტრის ასაშენებლად იორდანეს ნაპირებთან მიწის მიღება ძალიან გაძნელდება, რადგან ქართველებს იერუსალიმში ერთი მონასტერიც არ აქვთ და საქართველოდან მომლოცველები არ ჩამოდიანო. ამიტომ შევეცადე, ამ საკითხს ახლა სხვაგვარად მივდგომოდი: ვუთხარი, რომ ქართველებს აქ, წმინდა მიწაზე, დიდებული წარსული გვქონდა და ამ ძველი სახელისა და ტრადიციების აღსადგენად საბერძნეთის საპატრიარქოს მხრდაჭერა გვჭირდებოდა.
ამიტომ ხელისუფლებისთვის უნდა მიმემართა, რომელიც საპატრიარქოს დიდად აფასებდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ იგი დიდ ტერიტორიას კანონიერად ფლობდა. თუმცაღა, დიდ ტერიტორიას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ერთი პატარა სასოფლო-სამეურნეო რეფორმის შედეგად საპატრიაქო ამ უფლებას დაკარგავდა. მაშინ მათ ვინღა დაეხმარებოდა?
იმ ქალსაც ვეწვიე, ქართველი მეფის ასულის, უკანასკნელი მონაზვნის წიგნები რომ უნდა ჰქონოდა. იგი ხნიერ ქალებთან ერთად რუს მომლოცველთა თავშესაფარში ცხოვრობდა. აქ დაახლოებით ასი ქალი იყო დაბინავებული. ერთ უზარმაზარ საერთო ოთახში თითოეულს თავისი საწოლი ედგა. გარდა ამისა, რამდენიმე განცალკევებული ოთახიც იყო, სადაც დიდგვაროვანი ქალები ცხოვრობდნენ.
იქ გუშინ ვიყავი. შიგნით როცა შევედი, ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდნენ, ერთი ქალი ლოცვას კითხულობდა, სხვები კი გალობდნენ. მძიმე ცხოვრება ეწვიათ, რაც ოი დაიწყო, მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. შვებას მხოლოდ ლოცვაში პოულობენ...
ქალბატონისგან შევიტყვე, რომ წიგნები სასულიერო წარმომაგენლობის ბიბლიოთეკაში წაუღიათ. ბიბლიოთეკართან თავად წამომყვა. სამწუხაროდ, წიგნები ვერ ვიპოვე, თუმცა, რამდენიმე საათს ვეძებდი. იმ ქალისგან ასევე შევიტყვე, რომ ქართველი მონაზვნის მოძღვარი მამა სერაფიმე იყო. იგი უნდა მოვიახულო. იქნებ ხვალ წავიდე.
მამა სერაფიმს ვესტუმრე. სამწუხაროდ, მისი სახელი არც მან იცოდა. მითხრა, მონაზონი როგორი ღვთისმოსავი იყო და რა წმინდად იცხოვრა. ოთხმოცს კარგად ხნის გადაცილებული უნდა ყოფილიყო. ყოველ საღამოს უფლის საფლავზე ლოცვაში ატარებდა. მამა სერაფიმმა იმ ქადაგების ასლი მომცა, რომელიც მონაზვნის დაკრძალვაზე წარმოთქვა.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] ტექსტს აკლია 18-20 აგვისტოს ჩანაწერები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დღეებში, წმინდა გრიგოლ ფერაძე საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მუშაობდა.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•