26 აგვისტო, ოთხშაბათი

      ბერძნულ საპატრიარქოში ვიყავი, ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ძველი კალენდრით ხვალ ღვთისმშობლის მიძინების დღეა. გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავთან საგანგებო წირვა-ლოცვა გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად მე ოფიციალურად მიმიწვიეს.

      საპატრიარქო ახლა დიდ გასაჭირშია. მას მერე, რაც კონფლიქტი დაიწყო, ყველა მაღაზია დაიკეტა, ხოლო მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო მაღაზიების გაქირავება იყო.

      მამა ნიკლასმა დღეს ჩვენთან ერთად ისადილა. მერე შინ გავაცილე. იგი წმინდა მიწიდან მალე აპირებდა გამგზავრებას და იქ, ინგლისში, პატარა მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება ჰქონდა განზახული.[1] მანვე მითხა, რომ ხვალ პოლონეთის გენერალური კონსულის შემწეობით უნიკალური შანსი მომეცემოდა, ინგლისელი მაღალჩინოსნისთვის მეკითხა, შესაძლო იყო თუ არა იორდანესთან ქართული მონასტრის დაარსება. „ღვთისმშობელი, საქართველოს მფარველი, ჯენტლმენს შთააგონებს, რომ თქვენ სასარგებლოდ იმოქმედოს“ - მითხრა მამა ნიკოლასმა.

      სუვენირებზეც უნდა მეზრუნა. მინდოდა, რომ წმინდა მიწიდან ჩემი მეგობრებისთვის სამახსოვროდ რამე ჩამეტანა. მამა ნიკოლასმა მირჩია, ძალიან ძვირფასს ან დიდი ზომისას ნურაფერს იყიდიო. მიუხედავად იმისა, რომ იგი სადღაც, შორეულ აღმოსავლეთში თავადაც მუშაობა მებაჟედ იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორის ოჯახს თავს დაატყდა, მებაჟეები მაინც არ უყვარდა.

      სახლამდე მივაცილე, შემდეგ კი იერუსალიმის მეორე ბოლოში წავედი უზარმაზარი YMCA-ს შენობისკენ, რომელიც იმ ადგილას იდგა, სადაც ოდესღაც ქართული სასაფლაო იყო.[2]

      იერუსალიმის YMCA მასონური დაწესებულებაა. ეს დაფარული არ არის და ამის გამო იერუსალიმელ ქრისტიანებში მას ცუდი რეპუტაცია აქვს. თითქოს ჯიბრზე, ორ რუს მონაზონს გადავაწყდი, რომელნიც ამ შენობის წინ ავტობუსს ელოდნენ. ხან ერი შემომხედავდა, ხან მეორე. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ შესაძლოა, მეცნიერებს ურთიერთობა (ან უბრალოდ, საერთო ინტერესები) ჰქონდეთ. თუმცაღა, დიდად არ მანაღვლებდა, ისინი ჩემზე რა აზრისანი იქნებოდნენ.

      YMCA-ს მდივანმა ძალიან თავაზიანად მიმიღო და გამიყვანა ბაღში, სადაც ის საფლავის ქვა იპოვეს, ახლა პალესტინის მუზეუმში რომ ინახება. პატარა, საუცხოო მუზეუმი მათაც აქვთ.

      შინისაკენ მიმავალ გზაზე ბატონ სიკსეკს შევხვდი, რომელიც დიდი ხანია, არ მენახა. მან მითხრა, წმინდა ჯვრის მონასტრის მიდამოებში ვილის მშენებლობისას ქვა აღმოჩნდა, რომელზეც ქართული წარწერა არისო. შემპირდა, რომ ამ აღმოჩენაზე მერე დაწვრილებით მიამბობდა, ახლა კი რაღაცის თხოვნა სურდა. მისი თხოვნა უცნაურად მეჩვენა. მითხრა, რომ მისი წინაპარი, ვინმე სიმონ მდივანი კატამონში ქართულ სასაფლაოზე იყო დაკრძალული. მის საფლავს ქართული წარწერა ჰქონდა გარდაცვლილის სახელითა და გვარით. საუკუნეთა შემდეგ ბერძნებმა მხოლოდ მისი სახელის, „სიმონის“, წაკითხვა შეძლეს. ამის გამო მიიჩნევს, რომ აქ ბიბლიური სიმონის საფლავი და მისი საცხოვრებელი ადგილი იყო. ეს ის სიმონია, რომელმაც ქრისტე გულში ჩაიკრა და უთხრა: „აწ განუტევებ მონას შენსას მეუფე, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით“.[3] დავპირდი, რომ ხვალ იქ მივიდოდი და წარწერას შევამოწმებდი. თუ გვარის ამოკითხვას შევძლებდი, იგი მყისვე ამ გვარზე დაეწერებოდა. თუმცაღა დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერს მივაღწევდი.

      სხვათა შორის, მდივნების ოჯახური კავშირები ძალიან საინტერესოა. ისინი დაკავშირებული არიან არა მხოლოდ თავადებთან და რუსეთის იმპერატორის ოჯახთან, არამედ კინოვარსკვლავებთანაც. ალბათ, ამ მდივნის სახელი, რომელიც მრავალი საუკუნის წინ ცხოვრობდა, სახარების ერთ ყველაზე დიდებულ სახესთან გააიგივეს...

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] მამა ნიკოლას გიბსმა ინგლისში დაბრუნების შემდეგ სამლოცველო დააარსა რუსეთის იმპერატორის ბილშევიკების მიერ ამოხიცილი ოჯახის სახელზე ოქსფორდში, მარსტონ სტრიტზე.

[2] იგულისხმება ძველი ქალაქის კედლის გარეთ არსებული ქრისტიანული სასაფლაო, სადაც ქართველი ეპისკოპოსი, სამუელია (VI ს.) დაკრძალული.

[3] ლუკა 2, 28-29.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 369

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters