11 სექტემბერი, პარასკევი

      ალეპო. დღეს ალეპოდან ანტიოქიაში მივდივარ. სომეხი ეპისკოპოსის მდივანმა მითხრა, რომ კაჯა პუნარისკენ მიმავალი უმოკლესი გზა ანტიოქიაზე გადიოდა. ჩემდა გასაოცრად სომხებმა კაჯა პუნარზე არაფერი იციან. დილით გავისეირნებ და მაღაზიებში გამოვიკითხე, კაჯა პუნარზე რამე თუ იცოდნენ, თუმცაღა ვერაფერი შევიტყვეთ. იეზუიტ პრეფექტს ვეწვიე. სტუმრობა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა. იქ გავიგე, რომ მამა მესერიანს, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, ანტიოქიის ახლოს ვნახავდი. უნდა მეჩქარა, რადგან ბეირუთში დაბრუნებას აპირებდა. პატარა ქარავანს უნდა გავყოლოდი, რომელსაც მისთვის საჭმელი და ფოსტა ანტიოქიიდან კვირაში ერთხელ მიჰქონდა.

      ანტიოქია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ოდესღაც აქ, ორონტეს ნაპირებთან, დიდი კულტურა ყვაოდა. აქ იყო არა მარტო ძლევამოსილი რომის იმპერიის პრეფექტებისა და კონსულების, არამედ იმპერატორებისა და მაღალი რანგის სასულიერო პირების (მაგალითად, იოანე ოქროპირის[1]) რეზიდენციები. ქალაქის ბინადართა ნახევარი სომეხია. ანტიოქია თანამედროვე გზებიდან ძალიან მოშორებულია და ამის გამო ამ ქალაქით მხოლოდ დიდი თავგადასავლების მაძიებელნი ინტერესდებიან. იმ ადგილებში ვერსად ნახავთ პალმირას[2] ან ბაალბეკის[3] მსგავს გიგანტურ ნანგრევებს, დამასკოს ელეგანტურობას ან ბეირუთის ცხოვრების დახვეწილ ხიბლს. ვისაც ძველი ისტორიული ადგილები არ აინტერესებს, აქ საყურადღებოს ვერაფერს ნახავს სუფთა და ლამაზი ქუჩების, მშვენიერი ხეების, ძველი ოქროს მონეტებითა და სამკაულებით სავსე საიუველირო სავაჭროებისა და მღვრიე ორონტეს გარდა.

      თავდაპირველად კაპუცინებს ვეწვიე. ეს აქ კათოლიკეების ერთადერთი ორდენია. მათი მისამართი ალეპოში მომცეს. კაპუცინებს ობოლთა თავშესაფარიც აქვთ სომეხი ბავშვებისთვის. წინამძღვარმა თავაზიანად მიიღო და დამპირდა, რომ იმ ქარავანს გამაყოლებდა, რომელიც აქედან მამა მესერიანთან მიდიოდა საკვირველ მთაზე. ერთი ობოლი იმ სასტუმროსკენ გამიძღვა, წინამძღვარმა რომ მირჩია. ძალიან გავოცდი, როცა შევიტყვე, რომ ბატონი ანტრანიგ კავუკდიანი, დოქტორ ლიფსიუსის ობოლთა თავშესაფრის დირექტორი, დღეს აქ მოვიდოდა. ბატონი კავუკდიანი, რომელიც თვეში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიოდა ქალაქში, ამავე სასტუმროში აპირებდა დაბინავებას. ძალიან გამიმართლა. გეგმა უმალ შევცვალე და გადავწყვიტე, ბატონ კავუკდიანს დავლოდებოდი და მასთან ერთად კაჯა პუნარში წავსულიყავი. იქ მონასტრის ნანგრევებს ვნახავდი.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] წმინდა იოანე ოქროპირი (347-407) - ეკლესიის ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა, კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი 397 წლიდან, 404 წელს განდევნეს ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი პონტოში (ბიჭვინთაში).

[2] პალმირა - უძველესი აღმოსავლური ქალაქი, რომელიც სირიის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში, ოაზისზეა დაარსებული.

[3] ბაალბეკი, ბალაბაკი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბანში.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 255

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters