14 სექტემბერი, ორშაბათი

      კაჯა პუნარი. დღეს დილით საოცარ ექსკურსიაზე ვიყავით ჯაბალ კასიუსზე. ბატონი დემნიცი და ქალბატონი სტილიც წამოგვყვნენ. ერთი ცხენი წავიყვანეთ და ცოტა საჭმელი წავიღეთ. იქ წმინდა ბარლაამის მონასტრის ნანგრევებია,[1] ამიტომაც ჰქვია ჯაბალ ბალუმი. აღსანიშნავია, რომ ამ წმინდანის ცხოვრების აღწერა მხოლოდ ქართულადაა შემორჩენილი. იგი პროფესორმა ნიკო მარმა გამოსცა.[2] მე ბრიტანეთის მუზეუმში უფრო ძველ ხელნაწერს მივაკვლიე და ამის თაობაზე დავწერე კიდეც,[3] ასე რომ, ამ მხარეს ვიცნობდი. რატომ შემორჩა მხოლოდ ქართული ვერსია? ეს ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს იმდაგვარად ავხსნათ, რომ სიტყვა „კასიუსი“ საქართველოში „კავკასიად“ იქცა და ამის შედეგად დაიბადა ქართული ლეგენდა სირიის კავკასიაზე. უცხო ქვეყანაში მშობლიურ ჰაერს ვსუნთქავდი.

      სამწუხაროდ, ნანგრევები შემორჩენილი აღარ იყო. თუმცაღა, როგორც შევიტყვე, მამა მესერიანი გათხრების ჩატარებას აქაც აპირებდა.

      მთის წვერიდან მშვენიერი გადასახედია. ჩვენგან სამი საათის სავალზე ჯაბალ ელ ატრას ამაყი მწვერვალია აღმართული. ხოლო უკან მოჩანს ანტიოქიის ძველი სანაპირო, სადაც უწინ სელევკიის სახელგანთქმული საპორტო ქალაქი ყვაოდა, ახლა კი მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] კასიუსის მთა (ბერძნ., არაბ., „ჯაბალ ალ-აკრა“), ადგილობრივი სახელწოდება - ჯაბალ ბალუმი, იალა დაგი - 1759 მეტრის სიმაღლის მთა სამხრეთ-დასავლეთ ანტიოქიაში, ცნობილია დაახლოებით 500 წელს წმინდა ბარლაამის მიერ აგებული მონასტრით. 1960-70-იან წლებში ანტიოქიასა და მის შემოგარენში არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლებს იკვლევდა და არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი ემიგრანტი ვახტანგ ჯობაძე (1917-2007)

[2] Н. Марр,. Житие Св. Варлаама Цирокавказсково, Агиографические материалы по грузинским рукописям Ивера, ч. 2, Санкт-Петербург, 1901.

[3] საუბარია ბრიტანეთის მუზეუმის ხელნაწერის n. 11 281, გვ. 228v - 245v. შესახებ. იხ. Gr. Peradze, Georgian manuscripts in Englan, Georgica, 1935, vol.1, n.1, გვ. 80-88..

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 384

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters