კაჯა პუნარი. დღეს მე და ჩემმა სომეხმა მეგზურმა „საკვირველი მთის“ საძებნელად გავწიეთ. თუმცა ბატონმა კავუკდიანმა ჩემს მეგზურს გზა დაწვრილებით აღუწერა, ის მაინც ვერ გაერკვა. გზა რამდენჯერმე იკითხა, თუმცა ამაოდ. მგზავრობისას ორ კარგ აღმოსავლურ წესს გავეცანი: მშიერ მოგზაურებს შეუძლიათ გზის პირას მდგარ ხეებზე ხილი თავისუფლად მოკრიფონ და ჭამონ, ხოლო ყოველ სახლში წყალი მოითხოვონ. ჩემმა მეგზურმა ეს წესი ბევრჯერ გამოიყენა. ბოლოს, როგორც იქნა, ორონტესა და ძველ ბიტიასს[1] მივაღწიეთ, რომელიც დღეს პატარა, ღარიბი ქალაქია. ეს ის ადგილია, სადაც იოანე ოქროპირმა და მისმა მოწაფეებმა ზაფხული გაატარეს. იქ ერთი სომეხი ვნახეთ, რომელმაც გზა მიგვასწავლა.
სელევკიის ძველ ქალაქს გავცდით. ახლა ეს ქალაქი სომხურია. შემდეგ ბინძური მდინარე გადავლახეთ, რამდენიმე მინდორი გავიარეთ და პატარა არაბულ სოფელში შევედით, რომელიც „საკვირველი მთის“ ძირშია. ახლა ამ მთას ჯაბალ სემანი (ანუ სვიმეონის მთა) ჰქვია, რადგან აქ ცხოვრობდა უძველესი ეკლესიის სამ უდიდეს წმინდანთაგან ერთ-ერთი, სვიმეონ მესვეტე-უმცროსი (გარდაიცვალა 592 წელს). რადგან მასთან დაკავშირებით ბევრ სასწაულს ყვებიან, ამიტომ მთასაც საკვირველი უწოდეს. მთაზე აღმართული მონასტერი ოსმალოთა შემოჭრის შედეგად დაინგრა. მამა სემერიანი უკვე ათი წელია, იქ არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს.
მამა სემერიანმა გულთბილად მიგვიღო. მან მთელი თავისი ნამუშევარი დამათვალიერებინა და რამდენიმე ქართული წარწერაც მაჩვენა. ერთადერთი ქართული მოზაიკური წარწერა, რომელიც VI-VII საუკუნით თარიღდება, შესაძლებელია აქ იყოს ნაპოვნი. კარავში მეძინა. ღამით საშინელი თავსხმა იყო, ისეთი, წმინდანთა „ცხორებებში“ რომ არის აღწერილი და რომლის დროსაც მონასტრის ავზები წყლით ივსებოდა.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] ბიტიასი - ძველი ქალაქი ანტიოქიის მახლობლად.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•