ტვიაგაუმტარი ბერი ასახავს ბერის ცხოვრებას, რომელიც საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. იგი წლების განმავლობაში იცავს რელიქვიას, რომელიც შეიცავს გასაღებს უსაზღვრო ძალაუფლებისთვის. მის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც შეძლებს შემდგომში ამ რელიქვიის დაცვას. ერთხელაც ბერი აღმოაჩენს, მისი ვარაუდით, პოზიციისთვის შესაფერის ადამიანს, ქურდს, სახელად კარს. ამის შემდეგ ისინი ერთიანი ძალებით ებრძვიან ადამიანს, რომელიც სამოცი წლის განმავლობაში ცდილობდა რელიქვიის ხელში ჩაგდებას. კარის გაწვრთნის მომენტში ბერი მას ბევრ რამეს ასწავლის. მით უმეტეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ კარი ქურდია და მას ნამდვილად სჭირდება ბერის რჩევები და სწორ გზაზე დაყენება. პირველ რიგში, კარისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის საჭიროა სულიერ მდგომარეობაზე ფიქრი. მხოლოდ ფული არ უნდა გვაინტერესებდეს და სულიერ ცხონებაზე უნდა ვიზრუნოთ. ფული ხომ უბრალოდ ხელის ჭუჭყია და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ შევძლებთ მის იმქვეყნად წაღებას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოსაზრება ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელს.მან სიკვდილის წინ სარდალს სამი სურვილი გაანდო, რომელთა ახსნაც შემდეგი იყო: „საუკეთესო მკურნალებმა უნდა წაიღონ ჩემი ცხედარი,რომ ყველამ ნახოს სიკვდილის წინაშე საუკეთესო მკურნალებიც კი უძლურები არიან. უამრავი ოქრო უნდა მიმოიფანტოს გზაზე, დაე ყველამ ნახოს, რომ რასაც ამქვეყნად ვშოულობთ, ის ამქვეყნადვე რჩება. ყველამ უნდა ნახოს ჩემი ცარიელი ხელები, ყველამ გაიგოს, რომ მსოფიოლს მბრძანებლებიც კი იმქვეყნად ხელცარიელი წავედი.“
ბერი ერთ - ერთ სცენაში კარს გაანდობს, რომ დანაშაულს ვერ ეგუება. ყველა მისნაირად, რომ ფიქრობდეს ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა. დანაშაული ხომ სისუსტეს წარმოადგენს. მაგრამ მთავარია, რომ პატიება შევძლოთ. ვინ ვართ ჩენ, რომ სხვას არ ვაპატიოთ. როგორც უფალი ქადაგებს, ერთმანეთს არა შვიდჯერ, არამედ სამოცდაათჯერ შვიდჯერ უნდა შევუნდოთ.
„ერიდე მრისხანებას და ესწრაფე მშვიდობას.“ - ეს ფრაზა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გამოგვადგება. მშვიდობის მეშვეობით ყველაფერი გაცილებით მარტივია. გადაწყვეტილებაც ხომ ასევეა, არასდროს უნდა მივიღოთ ცხელ გულზე, განრისხებულმა. მოვიშველიოთ ჯონ ლენონის ციტატა: „თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ სიყვარული და მშვიდობა ის მოძველებული კლიშეებია, რომლებიც სამოციანებში უნდა დარჩნენ, ეს მისი პრობლემაა. სიყვარული და მშვიდობა მარადიულია.“ ტოლერანტობა, კანონები... ეს ყველაფერი ხომ ზუსტადაც ადამიანთა მშვიდობიანი ცხოვრებისთვისაა მოგონილი. ამქვეყნად მთავარი ძალა კი არა ძალა არამედ ლმობიერებაა.
ფილმში „ტყვიაგაუმტარი ბერი“ კიდევ ერთხელაა ხაზი გასმული მეგობრობასა და მის მნიშვნელობაზე. თავდაპირველად კარს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ბერისადმი. ის მას აგდებულად უყურებდა და აინტერესებდა ბერს მისი გამოსწორების მეტი საქმე ჰქონდა თუ არ ჰქონდა. ბოლოს კარი მიხვდა, რომ ბერს ვერსად წაუვიდოდა და მას საკუთარი, პირადი დაცვაც კი უწოდა. მაგრამ მოკლე ხანში, პირიქით, ბერის მოსაზრება იცვლება. ის, როდესაც მიხვდა, რომ კარი დიდ უსიამოვნებაში გახვია, გადაწყვიტა, რომ მარტო ემოქმედა, რაზეც ცივი უარი მიიღო. კარის აზრით, ბერს მარტო გაუჭირდებოდა. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც მათ ერთად გადაიტანეს შეუძლებელი იყო მისი მარტო დატოვება. ასე და ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ რომ მეგობრობისა და ერთიანობის ხარჯზე ყველაფერი ძალზედ მარტივი მისაღწევია. ერთიანობაზე საუბრობს სულხან - საბა ორბელიანიც. მისი აზრით, თუ ადამიანთა ჯგუფი ერთიანია, მათი დაშლა ძალიან რთულია ისევე, როგორც ერთად შეკრული ისრების კონისა. ხოლო დაქსაქსულების მორევა კი არაფერს წარმოადგენს ისევე, როგორც ცალკე აღებული ერთი ისრისა.
დრო ერთადერთი რამეა რაც ბერს არ ყოფნიდა. მართლაც, დრო ხომ მიფრინავს უკანმოუხედავად. ჩვენ, ადამიანები, კი უნდა ვეცადოთ მის ნაყოფიერად გამოყენებას და მაქსიმალური სარგებელის მიღებას. დღევანდელი დღე მეორედ აღარ დაბრუნდება და განმეორდება. ამიტომაც, დასახული მიზნებისთვის ყოველ წუთს უნდა ვიბრძოლოთ. ზოგიერთს მხოლოდ და მხოლოდ ლაყბობა ეხერხება. ზოგიერთი კი დროს თავის სასარგებლოდ მოიხმარს, როგორც ამას მარტინ იდენი აკეთებდა. „რაც მეტს კითხულობდა, უფრო მეტად ვერ მოესვენა. ყოველი წიგნის ყოვლი გვერდი თითქოს სათვალთვალო ჭუჭრუტუნად იქცა, საიდანაც ცოდნის სამყაროს ჭვრეტდა. კითხვით იკლავდა ცოდნის შიმშილს, მაგრამ სულ უფრო და უფრო შივდებოდა.“
საიდუმლო ადვილად ინახება თავში, როგორც ეს მოხდა ბერის შემთხვევაში. მეხისერება ხომ დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ის არის ყველაზე სანდო ადგილი. ცოდნა, რომელსაც ადამიანი იღებს და აგროვებს ერთადერთი რამეა, რასაც სხვა ვერავინ წაართმევს მას. „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების, /აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;/ არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების.“
თავდაჯერება და საკუთარი თავის რწენა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ამქვეყნად. ამას ასწავლიდა ბერი კარს მთელი დროის განმავლობაში. „მთავარია თავდაჯერება: მაღლა ახტომა. ჰაერზე ისე უნდა დადგა ფეხი როგორც ქვაზე და ისე გაცურო, როგორც წყალში.“ ბალზაკიც იზიარებდა ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას. „რწმენას საკუთარ თავში ისეთივე სასწაულების მოხდენა შეუძლია, როგორც რწმენას უფალი ღმრთისადმი.“ მას შემდეგ რაც კარმა ირწმუნა საკუთარი თავის, მას ყველაფერი გამოუვიდა. ისეთ ადამიანს ყოველთვის ძალიან ბევრი შეუძლია, ვინც საკუთარ თავზე ბევრ იმედს ამყარებს.
ტეგები: განხილვა, თავდაჯერება, რწმენა, ფილმი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
© 2025 George.
•