მოვა მაისი, მოვა კორონას შეზღუდვებით, მაგრამ ეს უკანასკნელი სულაც არ ეხება ბუნებას, პირიქით - ახლა, როგორც არასდროს (ბოლო საუკუნეში) უფრო ცოცხალია გარემო და უფრო პროდუქტიულიც. მარწყვის კარგი მოსავალი თუ იქნება, ალბათ, მაისში ბევრი მარწყვის ტორტიც გაკეთდება, სწორედ ამიტომ ქველინარია, ტრადიციულად საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ.
მარწყვი კარგად გარეცხეთ, მოაყარეთ 1 ს.კ. შაქარი და გააჩერეთ 1 საათი (სანამ წვენს არ გამოყოფს).
ბისკვიტის მომზადება: კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეათქვიფეთ კვერცხის გულები, შაქრის ფხვნილი, ფქვილი, დაუმატეთ ვანილი, ჩაასხით პერგამენტგადაფარებულ ცხიმწასმულ ფორმაში და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
კრემის მომზადება: ორი კვერცხის გულისა და ერთი მთლიანი კვერცხისაგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, აურიეთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი, ვანილი, დაასხით 500 მლ. ცხელი რძე, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როდესაც მიღებული მასა გაცივდება, მიქსერით შეათქვიფეთ 200 გრამი კარაქი.
ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. დანამეთ მარწყვის წვენით, წაუსვით კრემი, მოაწყეთ ხილი (მარწყვი და სურვილისამებრ შეგიძლიათ შეურიოთ ალუბალი და მალინა, ცოტ-ცოტა) და დააფარეთ მეორე ნაწილი. ტორტს ზემოდან წაუსვით კრემი და მორთეთ ხილით.
გემრიელად მიირთვით.
ტეგები: Qwellynaria, დესერტი, მარწყვი, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•