კვლევებმა „სოკოს ენის“ შესახებ დაადგინეს, რომ ყველაზე მოსაუბრე სოკო — სოკო-ფიჩხაა (Schizophyllum commune).საინტერესოა, რომ სწორედ ამ, თითქოს „ჩვეულებრივ“ სოკოს ეკუთვნის ყველაზე მეტი საოცარი რეკორდი:
1. ის არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სოკო.
2. სოკო-ფიჩხას აქვს 23 328 სქესი და იმდენივე ტიპის გამრავლების ხერხი. ჩვეულებრივ, სქესს განსაზღვრავს ერთი გენეტიკური ლოკუსი. ამ ლოკუსის ალელების რაოდენობა და მათი კომბინაციები განსაზღვრავს სქესების რაოდენობას (ჩვეულებრივ 1-დან რამდენიმემდე — მაგალითად, ამებას აქვს 3 სქესი, ზოგიერთ ინფუზორიას კი — 13-მდე).მაგრამ სოკო-ფიჩხაში სქესს ორი ლოკუსი განსაზღვრავს: ერთს აქვს 288 ალელი, მეორეს — 81. მათი კომბინაცია ქმნის 23 328 სქესს, რომელთაგან თითოეული თავსებადია 22 960 სხვასთან.იმისთვის, რომ ორი მიცელიუმი წარმატებით შეერწყას ერთმანეთს და სპორებით ნაყოფიერი სხეული ჩამოყალიბდეს, ისინი უნდა განსხვავდებოდნენ ორივე ლოკუსით. რას იძლევა ეს? ერთი მხრივ —  ახლო ნათესავთან შეჯვარებისგან აბსოლუტურ დაცვას, მეორე მხრივ — ორი შემთხვევით შეხვედრილი მიცელიუმის 99%-ზე მეტი ალბათობით სხვადასხვა სქესისაა.თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სქესი ჩვეული გაგებით. ცხოველებსა და მცენარეებში სქესი გამეტების განსხვავებასთან არის დაკავშირებული — დიდი უძრავი კვერცხუჯრედი და პატარა მოუსვენარი სპერმატოზოიდები. სოკო-ფიჩხაში გამეტები მორფოლოგიურად იდენტურნი არიან, ხოლო განსხვავება მხოლოდ გენეტიკური თავსებადობის მარკერებით განისაზღვრება.
3. სოკო-ფიჩხა გამოიმუშავებს ფერმენტების უზარმაზარ ასორტიმენტს, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან გრძელი მოლეკულების „დაშლაში“ და დაჭრაში.
ბევრი სოკოს მსგავსად, ის იზრდება ხეზე და აქცევს მას ნიადაგად (სოკოები ზოგადად მკვდარი ორგანიზმების გადამუშავებაზე სპეციალისტობენ).
სხვადასხვა სოკოს აქვს სხვადასხვა ფერმენტები მყარი ორგანული ნივთიერებების დაშლისთვის, რომლებსაც ვერცერთი ცხოველი ვერ უმკლავდება.
ზოგს — ფერმენტები, რომლებიც ანადგურებენ ცელულოზის გრძელ მოლეკულებს. ამისთვის საჭიროა მთელი „კოქტეილი“: ერთი ნელ-ნელა არღვევს კავშირებს, მეორე ამზადებს ადგილს მესამესთვის, მესამე კი ანადგურებს თავად ნახშირბადის ჯაჭვს და  ურღვევ ცელულოზას მარტივ შაქრად აქცევს.
სხვა სოკოებმა ევოლუციის განმავლობაში შეიძინეს ფერმენტები ხის „ცემენტის“ — ლიგნინის — დაშლისთვის. ლიგნინი საკმაოდ არეული მოლეკულაა, რომელიც ძირითადად ნახშირბადის ჯაჭვებისგან, ჟანგბადისა და ბენზოლის რგოლებისგან შედგება; მისი ფორმულაც კი სათანადოდ არაა დადგენილი. ფიჩხა- უნიკალური უნივერსალია : შეუძლია გაანადგუროს როგორც ცელულოზა, ისე ლიგნინი (ხის „ცემენტი“), რაც უიშვიათესი თვისებაა.

4. სოკო-ფიჩხა — რეკორდსმენია მუტაციების დაგროვების სიჩქარით ყველა იმ სახეობათა შორის, რომლებშიც ეს სიჩქარე გაზომილია. ნებისმიერი ორი ფიჩხის ინდივიდი გენეტიკურად ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც, პირობითად, ადამიანი და ციყვი.

5. სოკო-ფიჩხა (ლათინურად — შიზოფილუმი) — ყველაზე მდიდარია ისეთი ცილებით, რომლებიც ერთი გენის ექსპრესიის შედეგად წარმოიქმნება. უნარი, ერთი გენის სხვადასხვა ნაწილების განსხვავებული შეერთებით სხვადასხვა ცილები წარმოქმნას, ძალიან სასარგებლოა და მას მეცნიერებაში ალტერნატიულ სპლაისინგს უწოდებენ. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმი  არანაკლებ 100 000 სხვადასხვა ცილას ასინთეზებს, თუმცა მათი მაკოდირებული გენების რაოდენობა 20 000 არ აღემატება. შიზოფილუმს კი ეს უნარი ნებისმიერ სხვა სოკოზე უკეთესად აქვს განვითარებული. სავარაუდოდ, სწორედ ამის წყალობით შეუძლია თითქმის ნებისმიერი ხე „შეჭამოს“.

6. სოკო-ფიჩხა შესაძლოა ყველაზე გემრიელი სოკო არ იყოს, მაგრამ, არსებული მონაცემებით, მას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მიირთმევენ ადამიანები — მისი კვალი  ნეანდერტალელთა კბილის კენჭებში აღმოაჩინეს, რომლებიც ესპანეთის ტერიტორიაზე ~50 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვჭამთ სოკოებს, არამედ ისინიც *ჭამენ* ადამიანებს. თუ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანი შეისუნთქავს შიზოფილუმის სპორებს, ისინი ამოზრდებიან ფილტვებში, ხოლო იქიდან ტვინამდე არც თუ ისე შორია...

ტეგები: Qwellyland, ბუნება, მეცნიერება, ქველი

ნახვა: 30

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters