კარავი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, მით უმეტეს, თუ გიწევთ რამდენიმედღიანი გასვლები ბუნებაში.
დღეს ბაზარზე უამრავი კომპანიის უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათში გარკვევა ადვილი საქმე არაა, მით უმტეს, გამოუცდელისათვის. თანაც, ერთი შეხედვით ერთნაირ საქონელზე ფასები იმდენად განსხვავებულია, რომ კაცი ადვილად შეიძლება დაიბნეს.
რა იქნება ოპტიმალური არჩევნი?
კარავი მარტივი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე პარამეტრით ხასიათდება და ყველა ამ პარამეტრის მიხედვით უნდა იყოს წაყენებული გარკვეული მოთხოვნა.
კარვის სახეები
კარვები, რომლებიც მასიური მოხმარებისათვის იწარმოება, შეიძლება დაიყოს 4 მსხვილ, პირობით კატეგორიად:
ძირითადი პარამეტრები
პირველ რიგში, ეს არის დაცვა წყლისგან, ქარისაგან, სიცივისა და მწერებისაგან. ასევე, კარვის წონა, კომფორტის დონე, გაშლისა და დაკეცვის სიმარტივე, გამძლეობა და, რა თქმა უნდა, ფასი.
უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. მაგალითად, თუ თქვენ ფეხით უნდა იაროთ, მაშინ პირველ პლანზე გამოდის წონა, ხოლო თუ მანქანით მგზავრობთ, მაშინ კარვის კომფრტის დონე უფრო მნიშვნელოვანია.
კონსტრუქცია
კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახე შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა ტენტების მიხედვით – ერთტენტიანი და ორტენტიანი, ან სხვანაირად ერთ– ან ორშრიანსაც უწოდებენ.
ერთტენტიანი არის წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული კარავი, რომელსაც ზემოდან სხვა ტენტი გადაფარებული არ აქვს. ასეთი ტენტები, როგორც წესი, მსუბუქია, ადვილია მათი გაშლა და შედარებით იაფი ღირს. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს სუსტი ვენტილაცია და აქედან გამომდიანრე, კარვის შიდა ზედაპირზე კონდენსატის წარმოქმნა.
მსუბუქია მაგრამ ღამის გასათევად არ გამოდგება..
მეორე ტიპია ორტენტიანი კარვები. ეს არის ჩვეულებრივი კარავი, რომლებასც ზემოდან კიდევ ეფარება მეორე ტენტი (კონსტრუქციული გადაწყვეტა სხვადასხვანაირი შიძლება არსებობდეს), რომელიც იმეორებს ქვედას ფორმას და ამ ორ ტენტს შორის იქმნება ჰაერის საიზოლაციო შრე.
ამ კონსტრუქციაში, თითქოს, ერთი კარავი დგას მეორეს შიგნით. შიდა სათავსოს აქვს ძირი და კარგი ვენტილაცია, ხოლო გარეთა ტენტი წარმოადგენს „ფუტლიარს“, რომელიც შიდა კარავს იცავს წვიმისა და ქარისაგან.
ფორმა
არჩევენ სამ ტიპს:
ნახევრადსფეროს („გუმბათი“),
ნახევრადკასრს („ცილინდრი“, „ანგარი“) და
ორმხრივად დახრილ ფორმას(ჩვენთან საკმაოდ იშვიათია)
ამათშორის ყველაზე მოსახერხებელია ნახევრადსფერული, მრგვალი ფორმა.
ისინი მსუბუქია, კომპაქტური და ადვილად გასაშლელი.გასაშლელი ფართი მას ნაკლები სჭირდება.მათი ხმარება ადვილი და მოსახერხებელია. ასეთი კონსტრუქციის გამო მათი დადგმა შესაძლებელია ნებისმიერი სიმყარის გრუნტზე და ამასთან, შესაძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ისე, რომ არ დაშალოს.
მასალა
თანამედროვე კარვების წარმოებაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ქსოვილები, რომლებიც დამზადებულია პოლიამიდისა და პოლიეთერის ბოჭკოებისაგან.
პირველს განეკუთვნება კაპრონი, ნეილონი (nylon), ხოლო მეორეს – ლავსანი, პოლიესტერი (polyester). ორივეს დადებით მხარედ მიიჩნევა დაბალი წონა, მაღალი სიმტკიცე და დაბალი ჰიგროსკოპიულობა (წყლით გაჟღენთვა). მაგრამ პოლიამიდური ქსოვილები დასველებისას იწელება, რაც, მაგალითად, წვიმის დროს იწვევს ტენტის ჩაზნექვას.
გარე ტენტი
კარვის ეს ნაწილი იღებს თავის თავზე მთელ დატვირთვას: წვიმას, სეტყვას, ქარს, ტემპარატურის ცვალებადობას, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ გამოსხივებას. შესაბამისად ტენტი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად მტკიცე, გამძლე და არ უნდა სველდებოდეს. მაგრამ ამ თვისებების გაზრდა იწვევევს წონის მატებას, დაკეცვისა და გაშლის გაძნელებას, ან ფასის კატასტროფულ ზრდას და ა. შ. ამიტომ ყველა ეს მონაცემი უნდა შეირჩეს გონივრული საკმარისობის პრინციპით.
შიდა კარავი (შიდა ტენტი)
მისი ძირითადი დანიშნულებაა იყოს კომფორტული და მშრალი საცხოვრებელი. ამისათვის იგი უნდა „სუნთქავდეს“, ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, დაცული იყოს კონდენსატის გაჩენისაგან და ამასთან იყოს მტკიცე და მსუბუქი.
როგორც წესი, შიდა ტენტის წყალგაუმტარობა უფრო დაბალია, ვიდრე გარე ტენტის. მისთვის უფრო ხშირად ხმარობენ ნეილონის ქსოვლს, რომლების კარგად იცავენ შიდა სივრცეს ქარისგან და გარეთ ადვილად გამოაქვთ ჰაერი და ორთქლი.
ძირი
წყალგაუმტარობის და სიმტკიცის მხრივ, კარვის ძირს ყველზე მეტი მოთხოვნა წაეყენება. ის შიგნიდან უნდა უძლებდეს ადამიანის მუხლებისა და იდაყვების ზეწოლას, ხოლო გარედან იცავდეს წყლის ნაკადისაგან, რომლის გზაზეც შეიძლება კარავი აღმოჩნდეს უამინდობის დროს. თუმცა, მეორეს მხრივ, ამის გამო არ შეიძლება უსაშველოდ გაიზარდოს კარვის წონა და მოცულობა.
სასურველია, რომ ძირის წყალგაუმტარობა იყოს მინიმუმ 3000 – 50000 მმ, რადგან ძლიერი ზეწოლისას მან წყალი არ გააპაროს.
მნიშვნელოვანი წვრილმანები
შესასვლელები მჭიდროდ უნდა იკეტებოდეს ელვაშესაკრავით. თან „კარი“ უნდა იხსნებოდეს ისე, რომ მისი ახვევა მოხდეს ზემოთ ან გვერდზე. თუ „კარი“ იხსნება ზემოდან – არ ვარგა, რადგან ამ დროს ადამიანის კარავში შესვლა გაძნელებულია, ხოლო კოღოების გაიოლებული))))
კარვების დამატებით დეტალები:
ზომები
ნორმალური მწარმოებლის ნაკეთობებზე მითითებულია როგორც ზომები, ასევე საწოლი ადგილების რაოდენობა. მაგ. ორადგილიანი ან სამადგილიანი.
ზოგადი წარმოდგენისთვის ადგილებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც აბსოლუტური ზომებია, რადგან სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა სტანდარტს იყენებს.
ითვლება, რომ საშუალოდ ერთი ადამიანისათვის საჭიროა 50 სმ, ხოლო კომფორტული ძილისათვის სჯობს 60 სმ.
ფასი
ევროპელი მწარმოებლის, 1500 მმ–იანი წყალმედეგობის გარე ტენტის, 3000 მმ–იანი ძირისა და მინაქსოვილის კარკასიანი კარვის სავარაუდო ფასი 180-220 ლარია)))))
ტეგები: Qwelly, კარავი, ლაშქრობა, მოლაშქრე, ტენტი, ფორმა
მსუბუქი იყოს და კარვის გადასაფარებელ ცელოფანშიც შეიძლება ღამის გათევა.. რამდენი დაუწერია ვიღაცას ]]
მარა ოთხ სეზონიან 2 ტენტიან კარავს რა ჯობია <3
იყოს დაბალ ფასში და იყოს 10 კილო... თუნდაც
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•