დღეს, 22 აპრილს, გამომცემლობა "ლოგოს პრესმა" სამხატვრო აკადემიის სააქტო დარბაზში მორიგი წიგნის პრეზენტაცია გამართა. ამჯერად მან საზოგადოებას სერ ერნესტ გომბრიხის წიგნის "ხელოვნების ამბავი" მეთექვსმეტე გადამუშავებული ვერსია წარუდგინა. გამოცემას, რომელიც უძველესი მღვიმის ფერწერიდან უახლეს ექსპერიმენტალურ ხელოვნებამდე გვაწვდის ინფორმაციას, თამამად შეიძლება ეწოდოს ხელოვნების მატიანე.

      ნიუ ორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰ.კ. ჯენსონმა ამ წიგნს "წმინდა სიამოვნება - სულისა და ხორცისათვის" უწოდა. "ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია-მთელი თაობის აზროვნების შეცვლა. გომბრიხის სტილი სასაუბრო და ინტიმურია, ის რამდენიმე სიტყვით მთელი პერიოდის ატმოსფეროს გადმოგვცემს" - ვკითხულობთ "თაიმზის" ლიტერატურული დამატების 1-ლი გამოცემის რეცენზიაში (1950წ. 27 იანვარი).

      - "ბედნიერებაა, გვქონდეს ეს გამოცემა ქართულ ენაზე. ის რთული ხელოვნების ნიუანსებს მარტივად აღსაქმელი ენით გვიყვება. გომბრიხი არის კლასიკა!" განაცხადა ხელოვნებათმცოდნე ანი კლდიაშვილმა.

      - "წიგნი განსაკუთრებულია იმით, რომ დაწერილია პოპულარული მკითხველებისთვის. გომბრიხი - ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგიყვეთ ხელოვნების შესახებ ისე, რომ თქვენ ვერ იგრძნოთ, რომ არ ხართ პროფესიონალი ამ დარგში და არ გყოფნით ცოდნა. გომბრიხი ახერხებს, გვიჩვენოს ხელოვანები, მათი ნამუშევრები და შემდეგ უკვე ამ ნამუშევრების ისტორიული და კულტურული კონტექსი გაგვაცნოს. ამ წიგნიდან გაიგებთ, რისთვის ხატავდნენ და რისი თქმა სურდათ მხატვრებს უძველესი მღვიმის ფერწერიდან მოყოლებული. სწორედ ეს არის ამ წიგნის გასაკუთრებული თავისებურება.

      როდესაც ფოტოგრაფ ანრი-კარტიე ბრესონს გომბრიხის დახასიათება სთხოვეს, მან "ამოუხსნა" განტოლება: "ცოდნა+თვალი=გომბრიხს"

ტეგები: Qwelly, გომბერიხი, ე.ჰ.გომბრიხი, ხელოვნება, ხელოვნების_ამბავი

ნახვა: 1714

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Burden of Haunted Souls

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…

გაგრძელება

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters