”ბორჯომი’’ მსოფლიოს საუკეთესო და სასარგებლო მინერალური წყლების ტოპ ათეულში მესამე პოზიციაზე მოხვდა – რეიტინგს კომერციული ვებ გვერდი Top-10-list.org აქვეყნებს.


ამ დროისთავის მინერალური წყლების ჩამოსხმა და რეალიზაციას საერთაშორისო კომპანია ,, IDS Borjomi International’’ ახორცელებს. 2006 წლამდე კომპანიის წარმოებული პროდუქციის 65 პროცენტი რუსეთში გაჰქონდა. ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამჟამად ბორჯომი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში იყიდება, გარდა რუსეთისა.
,,ბორჯომის’’ შესახებ ვებ გვერდზე აღნიშნულია – ,,თუ თქვენ ეროვნებით რუსი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ ,,ბორჯომის’’ გემოს შესახებ, ეს არის ძალიან განსხვავებული, არაამქვეყნიური გემო. არცერთ კომპანიას არ შეუქმნია ასეთი პროდუქტი. ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივი ნახშირორჟანგით გაჯერებული წყლის ბორჯომის სამშობლო საქართველოა, სადაც ასევე ხდება მისი წარმოება. ბორჯომი ეხმარება ადამიანს ქრონიკულ და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, აქვს სამკურნალო თვისებები.
ათეულში პირველ პოზიციაზე მინერალური წყლების მწარმოებელი ცნობილი ფრანგული ბრენდი Evian მოხვდა, რომელიც ფართოდ იყიდება ევროპაში, ამერიკასა და კანადაში. მისი სამშობლო პატარა ფრანგული ქალაქი Évian-les-Bains – ია.
მეორეა ასევე ფრანგული ბრენდი Perrier – ფრანგულ ქალაქ Vergaze-დან მოდის. გამოირჩევა მაღალი ფასითა და განსაკუთრებული პოპულარობით. Perrier-ი ძალზე პრესტიჟულია ჩრდილო ამერიკასა და საფრანგეთში. კომპანია აწარმოებს წყალს სხვადასხვა ქიმიური დანამატების გარეშე, რაც კიბოს გამოწვევის ალბათობას ამცირებს. 1992 წლიდან შეიერთა Nestle-მ. Perrier-ი შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალციუმს, რაც აუცილებელია იდეალური ჯანმრთელობისთვის.
შემდეგ პოზიციებზე არიან:
San Pellegrino – გაზიანი მინერალური წყლების მწარმოებელი იტალიური ბრენდი, რომელიც 600 წელზე მეტს ითვლის. იგი მდიდარია კალციუმითა და მაგნიუმით, რაც ძვლებს სიმტკიცეს უნარჩუნებს. 1988 წელს კომპანია იყიდა Nestle-მ.
Naya – კანადური ნატურალური, სუფთა წყლის მწარმოებელი კომპანია რომლის pH (სიმჟავის მაჩვენებელი) საუკეთესო დონეზეა, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასევე Naya გამოირჩევა ბუნებრივი მინერალების შესანიშნავი ბალანსით. არ შეიცავს ნატრიუმს.
Volvic Water – მოდის ცენტრალური საფრანგეთიდან, ბრენდი პოპულარულია დაახლოებით 60-მდე ქვეყანაში. მათი ბოთლები სპეციალური მასალითაა დამზადებული, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას. წყალი ვულკანურ მინერალებსა და კლდეებში წარმოიქმნება და 6-ჯერ იწმინდება ფოროვან ქანებში.
Aqua Pasific – კომპანია წყალს მოიპოვებს ფიჯის დაუსახლებელი და დაუბინძურებელი ტროპიკული ტყეებიდან, ვულკანური მინერალები კიდევ უფრო ასუფთავებენ წყალს. პროდუქცია არის სხეულის გამაჯანსაღებელი, გლუვი და გემრიელი, გამორჩეულია განსაკუთრებული გემოთი, პოპულარულია მსოფლიო მასშტაბით.
Montclair Water – ექსკლუზიური კანადური ბრენდი, რომლის პროდუქციაც ჩამოსხმულია ბრიტანეთსა და ონტარიოში. დიდი წვლილი შეაქვთ ეკოლოგიური გარემოს გადარჩენაში, ბოთლებს აწარმოებენ გადამუშავებული სპეციალური მასალით.
Kona Deep Sea Mineral Water – კომპანია წყალს მოიპოვებს ოკეანიდან, 2000-3000 ფუტის სიღრმიდან. წყლის დაბინძურების დონე ნოლის ტოლია და მდიდარია ნუტრიენტებითა და ელექტროლიტებით. პროდუქცია ფართოდ იყიდება ჩრდილოეთ ამერიკაში.
Ein Gedi Mineral Water – ებრაული პოპულარული ბრენდის წყლის სამშობლო ისრაელის Ein Gedi-ს ნაკრძალებია. ვინც Ein Gedi-ს წყაროსთან ახლოს იყო დასახლებული, დიდხანს ცხოვრობდა, რადგან იგი მდიდარია მინერალებით, რაც კარგი ჯანმრთელობის განმაპირობებელია.

ნახვა: 358

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters