მოგენატრები კი ოდესმე...
ვიცი, ვიცი, რომ მოგენატრები, მაგრამ შორს იქნება სული ჩემი... შორს, სადღაც, ვარსკვლავებს შორის... იმდენად შორს, რომ იქნებ ვერც კი დაინახო ჩემი ვარსკვლავის ჩუმი ციალი.
და მაინც...
თუ ოდესმე იგრძნობ, რომ მოგაკლდა ჩემი სითბო და სიყვარული, რომ შენ მე გჭირდები შენს გვერდით, მინატრე... მინატრე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგარმა...
ცას ამოხედე!
ხედავ, როგორ გაბრწყინდა ერთ-ერთი ვარსკვლავი ეს მე ვარ!
გავიგებ, ვიგრძნობ, რომ მიხმე და მეც მაშინვე შენთან გავჩნდები, მაგრამ... შენ ვერ დამინახავ მე! ვერ დამინახავ ისეთს, როგორიც გახსოვდი!...
შენ უნდა შემიგრძნო...
და თუ შენიშნავ, რომ შენი ბაღის ერთ-ერთი ყვავილი შენ გიყურებს და თავისთან გიხმობს, იცოდე, იმ ყვავილში ვარ!...
თუ გაიგებ, რომ ღამის სიმყუდროვეში შენი ბაღის ერთ-ერთი ხე აშრიალდა, იცოდე, იმ ხის შრიალით გესაუბრები...
იასამნის ყვავილებიც ყოველთვის გაგახსენებს ჩემს სიყვარულს. და თუ იასამნის ყვავილთა გულში ნამის წვეთებს შენიშნავ, იცოდე, ეს ჩემი ცრემლებია, შენთან განშორების ცრემლები!...
ზღვის ტალღებს მიუგდე ყური, როცა ზღვის ნაპირას აღმოჩნდები. იქ გაიგონებ ჩურჩულით წარმოთქმულ სახელს შენსას!... ეს მე გეძახი!!!... მაგრამ, ყოველთვის ხომ არ ხარ ზღვის ნაპირას!
მაშინ...
როცა მწყურვალი წყაროს წყალს დაეწაფები, დააკვირდი, წყურვილს ერთ-ერთი ყლუპი მოგიკლავს!... ეს მე ვიქნები!... სული ჩემი შენს სულს დაარწყულებს და ამით მიცნობ...
თუ ცივ ზამთარში თოვლის ფიფქები ტუჩებზე დაგადნება და წამწამებიდან ცრემლებად ჩამოგადნება, იცოდე, მე გეამბორე და იმ ცრემლებშიც მე ვიყავი ჩამდნარი...
თუ დილით მზის ათინათი, ცელქი მზის ბაჭია სახეზე დაგასკუპდა, ნუ განდევნი, ფარდას ნუ ჩამოაფარებ... ეს ჩემი თითები გეფერებოდა და ჩუმად გაღვიძებდა... ჰო, მინდოდა, თვალი გაგეხილა, რომ შენს თვალებში ჩავღვრილიყავი!
შენს ფანჯარაში შემთხვევით შემოფრენილი ჩიტი არ დააფრთხო მოქნეული ხელით, ეს ხომ მე ვარ, შენთან და შენთვის მოფრენილი!..
გცივა მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!...
გტკივა მიხმე და მოვალ! თვალი დახუჭე და წარმომიდგინე შენს გვერდით მდგარი!... ახლა ჩემი მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანე და წარბებს შორის, მესამე თვალზე დაიდე... მოგირჩა ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ!!!
მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!!
თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას!!
ტეგები: Qwelly, ამონარიდები, უცნობი_ავტორი, ფრაგმენტები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•