დასაწყისი...

იმისათვის, რომ ვინმე აღზარდო, უნდა არსებობდეს გარკვეული საგანმანათლებლო სტრატეგია, მიზანი, ჰიპოტეზა საგანმანათლებლო პროცესისა, რომელიც იქნება დაფუძნებული ჭეშმარიტების ძიების გამოკვეთილ იდეაზე და განსაკუთრებით კი ორიენტირებული უნდა იყოს ინდივიდის საგანმანათლებლო მისწრაფებებზე. პოეტმა მიაღწია მოგზაურობის ბოლოს,  მან უკვე იცის თუ რა არის ჭეშმარიტება, წინამძღვრების წყალობით საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა ისწავლა. ვირგილიუსმა, ბეატრიჩემ, წმინდა ბერნარმა ანახეს მას დიდი სიბრძნე, საშუალება მისცეს, რომ გაევლო ათასწლოვანი ტრადიციების მქონე ღირებულებების სხვადასხვა დონე. გაუღრმავეს რა ცოდნა და გამოცდილება იმ კაცს, რომელიც მოწოდებული იყო ჩასწვდომოდა ცხვოვრებისეული ჭეშმარიტების სიღრმეს.

პოეტის სულიერი ზრდის დიალექტიკა (განვითარება), რომელსაც უპირველეს ყოვლისა განიცდის ავტორი, შეიძლება იყოს გადმოცემული წმ. ავგუსტუსის სიტყვებით: „ შენ შეგვქმენი ჩვენ შენთვის, ღმერთო, და ჩვენი გულები ვერ მოისვენებენ, სანამ შენში არ დაივანებენ“. ადამიანური ბუნების, მისი სულიერების, მისი ბედ-იღბლის ამ ცოდნაზე არის დამოკიდებული დანტეს დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო დოქტრინა.

“სიცოცხლე ჩვენი უმეშვეოდ მომდინარეობს

წმინდა მადლლიდან და სიყვარულს ამ მადლისადმი

დაუშრეტელად ჩვენს გულშივე აღმოაცენებს.” (განსაწ. VII. 142-144)

“უფლის მიერ სამყაროსკენ ჩვენ აღგვავლინა

უშრეტმა ნდომამ, შთანერგილმა იე უეცრად...” (განსაწ. II. 19-20)

მოდით ვნახოთ როგორ გადის საკუთარ გზას პოეტი. დანტე, როგორც პერსონაჟი, ნარაწმოების დასაწყისშივე ჩნდება, როგორც ადამინაი, რომელიც აღმოაჩენს („მე შემთხვევით მოვხვდი“) რომ თითქოს დაიკარგა ბნელ, დაბურულ „ტყეში“ ( ტყე - შუასაუკუნეებში გავრცელებული მეტაფორაა, თვით დანტემ გამოიყენა „ნადიმში“/“Convivio“იმის დასანახად, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ცოდვაში, შეცდომებით სავსე „ტყე“-ში, რომელშიც მოზარდი აღმოჩნდებოდა ხოლმე გამოუცდელობის გამო.“mi ritrovai”- „მაშინვე აღმოვჩნდი“, ამით მთხრობელი გადადის საყოველთაო მდგომარეობიდან ინდივიდუალურ, პიროვნულ სამყაროში („მოგზაურობა ჩვენსცხოვრებაში“/“il cammin di nostra vita”). ამავე დროს, როგორც დანტეს მკვლევარი კონტინი სილგნტონის კვლევის საფუძველზე ასკვნის, დანტემ სათავაე დაუდო მთელ რომანულ ლიტერატურაში იმას, რომ პერსონაჟი ამბავს მოგვითხრობს საკუთარ თავზე პირველი პირში, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ და სერიოზულ ნაბიჯს ცნობიერების ნაკადისკენ. ის გრძნობს შიშს, სინდისის ქენჯნას, იტანჯება მარტოობაში, რადგან ხანგრძლივ ძილში (უმოქმედობაში), თავგზააბნეულობის პერიოდში გადაუხვია ჭეშმარიტი გზიდან, იმ გზიდან, რომელიც არის სიკეთის გზა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაკარგა საკუთარი თავის სიღრმისეული აღქმა და ვეღარ ახერხებს იცხოვროს ადამიანისთვის დამახასიათებელ რაციონალურობის ფარგლებში.  დანტეს სჭირდება ვინმე, რათა დაეხმაროს მას საკუთარი თავის პოვნაში და დაანახოს ჭეშმარიტების გზა. მაგრამ ამ ყველაფერს ავტორი მაშინვე ვერ ხვდება; თუმცა ისიც მართალია, რომ მარტო ცდილობს მიაგნოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ ცხოვრების გზას (რომელიც სიმბოლურად აქვს თავად ავტორს გამოხატული მზით გაბრწყინებული მთის სახით). მაგრამ დანტე აღგვიწერს სამ მტაცებელ ცხოველს, ბოროტების დამადასტურებელ ნათელ სიმბოლოებს, რომლებიც მას გზად გადაეღობებიან, რის შემდეგადაც შეშინებული პოეტი სწრაფად გარბის უკან გაუვალი ტყისკენ.

და როდესაც მის წინაშე გამოჩნდება ადამიანური სახება, პოეტი მას თხოვს დახმარებას. ის მიხვდება, რომ მას არ ძალუძს მარტოს თავი გაართვას თავისი ცხოვრების „დიდ უდაბნოს“  და იმას, რომ მას დახმარება სჭირდება.აჩრდილი წარსდგება მის წინაშე და ეს არის ვირგილიუსი, დანტესა და შუასაუკუნეების ყველა პოეტის მიერ აღიარებული ანტიკური ხანის პოეტი, როგორც „ენეას“ ავტორი და ანტიკური ხანის „იმპერიის“ მქადაგებელი და ქრისტეს წინასწარმეტყველი. ვირგილიუსი მას სთავაზობს სხვა მოგზაურობას (altro viaggio), ანუ სხვას იმასთან შედარებით, რომლის გაკეთებაც დანტეს წარმოედგინა, ისეთი მოგზაურობისა, რომლის გაკეთების მცდელობაც გააჩნდა თვით ულისეს; სხვა მოგზაურობა იმიტომ, რომ როგორც თავად პოეტი გვამცნობს II ქებაში - ეს ყველაფერი ღვთის ნება-სურვილი იყო, წინასწარ არის დაგეგმილი მისი გიდის მიერ; ანუ ეს არის სხვა მოგზაურობა იმქვეყნიური სამყაროს სამ დიდ სამეფოში.

დანტე მაშინვე  წყვეტს მიყვეს საყვარელ პოეტსა და  პედაგოგს, მაგრამ ახლა მას ეჭვები გაუჩნდა, მსგავს მოგზაურობაში იყვნენ  S. Paolo და  Enea, ადამიანები, რომლებიც ღმერთმა შეარჩია უდიდესი მისიისვთის;  მაგრამ დანტესთვის  მსგავსი მოგზაურობა არ იქნებოდა   სიგიჟე? როცა მისი მერყეობა და შიში ვირგილიუსმა შეამჩნია, გაუმჟღავნა ზეცაში  სიყვარულის „შეთქმულების“ შესახებ  სამ კურთხეულ ქალს შორის,ღვთისმშობლის, სანტა ლუჩიასა და ბეატრიჩესი; უთხრა, რომ ბეატრიჩე თვითონ ჩავიდა limbo-ში  და ემუდარებოდა მას დანტეს დახმარებას. ამ დროს პოეტის ცნობიერებაში ამოტივტივდა  ბეატრიჩესთან შეხვედრის სცენა, სწორედ აქედან გაჩნდა ახალი გამოცდილება,საკუთარი იდენტობის ძლიერი შეგრძნება და გრძნობა, რომ ის უყვარს ღმერთსდა სე სიყვარული მიეწოდება ბეატრიჩეს მეშვეობით. ამის შემდეგ საბოლოოდ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიყვება ვირგილიუსს, რათა გაიაროს რთული გზა. დანტეს სიდიადე ცხოვრების ამ ეტაპზე  არის ის, რომ იწყებს  უკვე ჭეშმარიტებასთან, დავიწყებულია შეხვედრა, რომელიც წარსულში მოხდა და რის შემოთავაზებასაც იღებს თავიდან. ის პოულობს მხნეობას, რომ ეს შეხვედრა დაუპირისპიროს იმ ცრურწმენებს და შცდომებს, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდნენ; და მაშინვე დანტეს ცნობიერებაში თავს იჩენს პირველი,თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანი ინტუიცია იმ მოწოდებისა, რომელიც დაუწერა განგებამ ადამიანს ცხოვრების მანძილზე და რომელიც წარმოადგენს ადამიანისადმი  სამყაროს მიერ დაწესებულ მოვალეობას.

გაგრძელება...

ტეგები: Qwelly, alighieri, commedia, dante, divina, inferno, qwelly, განხილვა, კომედია, ქართული, მეტი...ღვთაებრივი, ცნობილი_ავტორი, ჯოჯოხეთი

ნახვა: 1946

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Burden of Haunted Souls

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…

გაგრძელება

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters