საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მომავალ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის დაზუსტებული თარიღები გამოფინა.
შეგახსენებთ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში 35 ქართველიც ჩაერთვება, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში არიან გადანაწილებულნი.
აქვე ქართული ოლიმპიური განრიგის თითქმის სრული ვერსიაც:
27 ივლისი
16:00 - ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) - კვალიფიკაცია
28 ივლისი
11:15–14:00 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური) – კვალიფიკაცია და ფინალი
12:30-19:10 – ბეთქილ შუკვანი (ძიუდო, 60 კგ)
13:00 - გიორგი ნადირაძე (ველოსპორტი, საგზატკეცილო) – კვალიფიკაცია და ფინალი
14:30 – ანა ტატიშვილი (ჩოგბურთი) – I წრე
16:20 – მერაბ თურქაძე (კრივი) – 1/16-ფინალი
ანა ტატიშვილი/მაკა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი) – წყვილთა ტურნირის I წრე
29 ივლისი
12:30 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 66 კგ)
12:00–14:45 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური) – კვალიფიკაცია და ფინალი
30 ივლისი
12:30-19:10 – ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო, 73 კგ)
16:00 – მშვილდოსნობა – 1/32-ფინალი და 1/16-ფინალი
ჩოგბურთი (ერთეულები და წყვილები) – II წრე
31 ივლისი
12:30-19:10 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ)
14:14 – ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა, 200 მეტრი, ბრასი) – საკვალიფიკაციო ეტაპი
ჩოგბურთი – 1/4-ფინალი
1 აგვისტო
12:00-19:10 – ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ)
16:20 – კრივი – 1/8-ფინალი
22:30 – ცურვა (ბრასი, 200 მეტრი) – ფინალი
2 აგვისტო
12:00-19:10 – ლევან ჟორჟოლიანი (ძიუდო, 100 კგ)
16:00 – მშვილდოსნობა – 1/8-ფინალი
3 აგვისტო
12:00-19:10 – ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო, +100 კგ)
13:00 – რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა, 85 კგ)
22:50 – ბოლესლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა) – კვალიფიკაცია
ჩოგბურთი
4 აგვისტო
17:00 ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) – კვალიფიკაცია და ფინალი
15:00 – ჩოგბურთი, ერთეულთა შეჯიბრის ფინალი.
22:55 – სიგრძეზე ხტომა. ფინალი
5 აგვისტო
16:00 – ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74 კგ)
კრივი – 1/4-ფინალი
6 აგვისტო
16:00-დან - რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) – სამივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
18:30 – გია მაჭავარიანი (ძალოსნობა, 105 კგ)
7 აგვისტო
13:10 – მაია გოგოლაძე (სიგრძეზე ხტომა) – საკვალიფიკაციო ეტაპი
13:10 – დავით ილარიანი (110 მეტრი თარჯრბენი) – საკვალიფიკაციო ეტაპი
16:00 – მანუჩარ ცხადაია (66 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ)
18:30 – ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა, 105 კგ)
8 აგვისტო
23:05 – მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომისა და 110 მეტრზე თარჯრბენის ფინალები)
9 აგვისტო
უქართველებო დღე
10 აგვისტო
16:00 – ლადო ხინჩეგაშვილი და დავით ხუციშვილი (ორივე - თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 55 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში)
11 აგვისტო
16:00-დან – მალხაზ ზარქუას (60 კგ), დავით მარსაგიშვილისა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილის (120 კგ) – ყველა თავისუფალი ჭიდაობა
17:00 – კრივის ფინალი
12 აგვისტო
16:00-დან – ოთარ თუშიშვილი (66 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) – ორივე თავისუფალი ჭიდაობა
ტეგები: Qwelly, Qwellyland, ოლიმპიადა, ქართველები

ლონდონის ოლიმპიადის პირველ რაუნდში ანა ტატიშვილის მეტოქე ლიხტენშტეინელი შტეფანი ვოგტი იქნება, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში საკუთარი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ტატიშვილს, რომელიც მომავალ მოწინააღმდეგეზე 12 დღით უფროსია, კლასიფიკაციაში 792 ქულით 84-ე ადგილი უკავია, ვოგტი კი 246 ქულით 233-ეა. ვინაიდან უიმლბდონის კორტებზე დაგეგმილ საჩოგბურთო ტურნირზე მსოფლიოს 64 უძლიერესი ჩოგბურთელი ითამაშებს, შეიძლება ითქვას, რომ ანას აშკარად გაუმართლა, რადგანაც ოლიმპიადაზე სპეციალური მიწვევით გასული მეტოქე ერგო.
თუკი ტატიშვილი შანსს გამოიყენებს და 28 ივლისს დაგეგმილ მატჩში ლიხტენშტეინელს დაამარცხებს, რეიტინგს 55 ქულას შემატებს, 1/16-ფინალში კი ჩინელ ჟი ჟენგსა და რუს ნადია პეტროვას შორის უმჯობესს დაელოდება. აქვე ვთქვათ, რომ ოლიმპიადის გამარჯვებული მარაგს 685 ქულით გაიმდიდრებს.
უკვე დასრულდა წყვილთა ტურნირის კენჭისყრაც, სადაც საქართველოს ღირსებას ტატიშვილისა და მაკა ჩახნაშვილის დუეტი დაიცავს. საწყის რაუნდში ქართველი გოგონები სლოვენიელებს – კლეპაჩსა და სრებოტნიკს ეთამაშებიან.
27 ივლისს ლონდონში მშვილდოსან ქალთა საკვალიფიკაციო შეჯიბრება გაიმართა, რომელიც ქრისტინე ესებუამ 642 ქულით და 34-ე ადგილით დაასრულა.
მან შეჯიბრების მეორე ნახევარი პირველზე ცოტა უკეთ ჩაატარა და 64-კაციანი სიის შუაში დამკვიდრდა.
ამ შედეგით პლეი ოფის პირველივე წრეში - 1/32-ედ ფინალში საინტერესო წყვილი მივიღეთ - ესებუა ჩილელ მსოფლიოს ჩემპიონ დენისე ასტრიდ ვან ლემოენს ხვდება ანუ მსოფლიოს პირველობის ფინალი მეორდება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მას შარშან მსოფლიოს პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში შეხვდა და დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ ესებუამ პეკინის ოლიმპიადაზეც ლამის ასეთი შედეგი აჩვენა - საკვალიფიკაციო ეტაპი 643 ქულით დაასრულა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•