ორაგული ბოსტნეულით, ეს არის კერძი რომლსაც დღეს ნახავთ ყველაგან (ცივილიზებულ საზოგადოებაში) სადაც ნამდვილი გურმანები არიან, მის მომზადების რეცეპტს კი გთავაზობთ Qwellynaria
შემადგენლობა:
მომზადება:
კარტოფილი და სტაფილო გაფცქვენით, გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში და 0,5-1 სმ. სისქის რგოლებად დაჭერით. ხახვი გაფცქვენით და თხელ რგოლებად (ან ნახევარრგოლებად) დაჭერით. პომიდორი გარეცხეთ და 0,5 სმ. სისქის რგოლებად დაჭერით.
გაარჩიეთ მწვანილი და საგულდაგულოდ გარეცხეთ ცივ წყალში. რამოდენიმე ღერო გადაკიდეთ კერძის მოსართავად, დანარჩენი მწვანილი წვრილად დაჭერით. იმისათვის, რომ უფრო მძაფრი გემო მიიღოთ შეგიძლიათ დაამატოთ წვრილად დაჭრილი ან გაჭყლეტილი ნივრის კბილი.
გამოსაცხობი ფორმის ფსკერზე (უმჯობესია გამოიყენოთ არა ლითონის, არამედ კერამიკის ან ცეცხლგამძლე მინისაგან დამზადებული ფორმა) დადეთ დაფნის ფოთოლი, შემდგომ მჭიდროდ, რგოლი რგოლთან, დააწყეთ დაჭრილი კარტოფილის ნახევარი. ოდნავ დაამარილეთ. ზემოდან დადოთ 2 ცალი დაჭრილი სტაფილო და ნახევარი თავი დაჭრილი ხახვი. მომდევნო ფენად დაწყოთ დაჭრილი პომიდორის და მწვანილის ნახევარი.
თევზის ფილე საგულდაგულოდ გარეცხეთ ცივ წყალში. შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით ან მიტკლის ტილოთი და დავჭრათ 5 სმ-ს სიგანის ნაჭრებად. შეამოწმოთ მოცილებულია თუ არა ძვალი და ფარფლი, თუ არა, მოაცილოთ ბასრი დანით.
თევზის ნაჭრები დალაგოთ ბოსტნეულზე ისე, რომ კერძის მირთმევისას ულუფები გამოვიდეს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. შემდეგ თევზზე განალაგოთ ბოსტნეული ფენა ფენად შემდეგი განლაგებით: პომიდორი და მწვანილი, სტაფილო და ხახვი. ამ კერძში ყველაზე ზედა ფენა არის მკვრივად რგოლი რგოლთან დაწყობილი კარტოფილი. რადგანაც ამ კერძში კარტოფილი ყველაზე დიდ ხანს მზადდება, იგი ოდნავ უნდა დავამარილოთ.
ფქვილი მოხალეთ ტაფაზე ოქროს ფერის მიღებამდე. ყველი დავხეხოთ მსხვილ სახეხზე. არაჟანში ან ნაღებში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ დახეხილი ყველის ნახევარი, დამარილოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილი უკვე ოდნავ დამარილებულია. პილპილი გემოვნებით. კარგად მოურიეთ.
მიღებული მასა მოასხით ფორმაში მოთავსებულ თევზსა და ბოსტნეულს. ზედაპირი გაასწორეთ. დარჩენილი გახეხილი ყველი თანაბრად მოაყარეთ კერძის ზედაპირს.
გაახურეთ ღუმელი 220°-მდე და შედგით მასში ფორმა. როგორც კი ყველი შეიბრაწება, ტემპერატურა დააკლეთ 150°-მდე. კერძი მზად არის, როდესაც მზად იქნება კარტოფილი და სტაფილი.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•