ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებას ორ პერიოდად ყოფენ. ერთი პერიოდი მოიცავს 1901-1903 წლებს, ხოლო მეორე პერიოდი - 1907-1914 წლებს. მეორე პერიოდი არის საპყრობილის პერიოდი , როდესაც შეიქმნა ჭოლას ყველაზე მთავრი ნაწარმოებები.
პირველ პერიოდში შემქნილი ნაწარმოებები მართალია არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ სწორედ ამ ხანაში შემუშავდა მისი სხვა ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი იდეა და აზრი. მაგალითად, მატლში გატარებულია ის ძირითადი აზრი და შეხედულებები ადამიანებზე, რომლებიც შემდგომ თავს იჩენს სახრჩობელის წინაშეში , საპყრობილეში , უსათაუროში და სხვა თხზულებებში. მატლში ერთი მეგობარი ეუბნება მეორეს, რომ დაჭკვიანება ადამიანის სულის სიკვდილს ნიშნავს. იგი ხდება უსულო, ცოცოხალი მიცვალებული. ადამიანმა კუჭი არასდროს უნდა გააძღოს, რადგან ის ვერ იბრძოლებს გავსებული კუჭით. დაჭკვიანებულთა საპირისპიროდ, ჭოლას მოჰყავს უცენზურო ადამიანები , რომელთა კრედოც ბრძოლა და იმედია . ეს ადამიანები დაჭკვიანებულ საზოგადოებას ებრძვიან, მაგრამ რადგანაც ისინი ყველგან არიან და თანაც ბევრნი, ხშირად მარცხდებიან.
ჭოლა ლომთათიძე თავის ნაწარმოებებში მოგვითხრობს უსამართლობასთან მებრძოლ რევოლუციონერებზე, რომლებსაც რთული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ. ზოგი უძლებს ჭკვიანთა წნეხს, ხოლო ზოგს საბოლოოდ აჩოქებენ. ჭოლა არ კიცხავს ამ ადამიანებს, პირიქით, ის თანაგრძნობით არის მათდამი განწყობილი. მან იცის, რომ ყველას არ შეუძლია გაუძლოს ზეწოლას. დაჩოქებული რევოლუვციონერის სახის გამოყვანა სჭირდება იმისათვის, რომ მასში მკითხველს უარყოფითი დაანახოს და ამგვარი ფაქტები არ განმეორდეს.
ჭოლას თავისი პერსონაჟების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი აინტერესებს.
სახრჩობელის წინაშე არის ნაწარმოები, რომელიც ჯეირან ვარდოსანიძის შესახებ მოგვითხრობს. იგი ახალგაზრდა, ჯანსაღი ყმაწვილია. წერს ლექსებს, ფაქიზი სულის პატრონია და სწყურია სიცოცხლე. იგი სასიკვდილოს საქმეებზე უშიშრად წასულა და ვერფერმა დააბრკოლა. რეაქციამ მოახერხა მისი დაპატიმრება, გაიმართა სასამართო და ჯეირანს სახრჩობელაზე სიკვდილი არგუნა.
სიკვდილით დასჯამდე ორი დღეა დარჩენილი. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ვეცნობით ჯეირანს, მის შინაგან ბრძოლებს. მოთხრობა აღსარების ფორმითაა დაწერილი. აღმსარებელი არის ჯეირან ვარდოსანიძე, რომელსაც საკუთარი სულიერი მოძრაობა სააშკარაოზე აქვს გამოტანილი. მართალია, ჯეირანი მტკიცე სულის პატრონია, ბევრ დაბრკოლებასა თუ სირთულეს მამაცად შეხვდა, მაგრამ მასში მაინც მიმდინარეობს ბრძოლა სიკვიდილის შიშთან. მას შეგნებული აქვს, რომ გმირულად უნდა მოკვდეს, თუმცა სიკვდილის მოშინაურებას ვერაფრით ახერხებს. როდესაც მან ფეხის ხმა გაიგო, ეგონა მასთან მოდიოდნენ და საწოლის ქვეშ დამალვა გადაწყვიტა. არ დაიმალა მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდა ამით თავს ვერ იხსნიდა.
საკმაოდ მნიშვნელოვანია ჯეირანის სიზმარი. მას გმირულად დაღუპული მეგობარი ესიზმრება, რომელიც ეუბნება, რომ მისგან არ მოელოდა ამგვარ ზრახვას. გაღვიძებულმა ჯეირანმა წააქეზა მისი მეორე მე . გაითავისა აზრი იმის შესახებ, რომ იგი სხვებისთვის უნდა მომკვდარიყო და მისი სიკვდილით უნდა ეჩვენებინა მაგალითი. შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ ასულიყო სახრჩობელაზე, რადგან ისინი დაფიქრდებოდნენ მას დამჭკნარს რომ იხილავდნენ. ეს აზრი იმდენად გაიშინაგანა, რომ, შეიძლება ითქვას, შინაგან სრულყოფასაც მიაღწია. თუმცა სიკვდილი მაინც მისტიკურ იდუმალებად რჩებოდა. ჯეირანმა მოახერხა ღირსეულად სიკვდილი. ჭკვიანებისგან განსხვავებით მათ ფუჭ სიცოცხლეს საკუთარი იდეისთვის, პრინციპებისთვის სიკვდილი არჩია.
ჯეირან ვარდოსანიძისნაირი ძლიერი ხასიათის გმირია მცირიშვილი საპყრობილეში . იგი რევოლუციური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და დარჩენილი დროის აქ გატარება უწევს. მიუხედავად ამისა, ის მაინც იდეის ერთგული რჩება და ინარჩუნებს გაძლების უნარს, თუმცა იგი უკვე ჭლექითაა დაავადებული.
უსათაუროც ჭკვიანებისა და ინტელიგენტი რევოლუციონერების ბრძოლას გვისურათებს. იგი სხვა ამ სახის ნაწარმოებებისგან განსხვავდება იმით, რომ ჭოლა ლომთათიძეს დახატული აქვს გმირი ქალის სახეც. იგი ქმარსაც კი არ პატიობს იმას, რომ მას მოექცა როგორც ქალს და არა, როგორც თანამებრძოლს.
ტეგები: Qwelly, literature, ლიტერატურა, ლომთათიძე, შემოქმედება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•