ტკბილი ფლავს ყველა თავმომწონე თუ დამწყები დიასახლისი ამზადებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ტკბილი ფლავი ანანასში მოთავსებული განუმეორებლად გემრიელია...

         მითუმეტეს თუ ყველა იმ წესს ზედმიწევნით შეასრულებთ, რომელსაც QwellyNaRiA გთავაზობთ:

 

შემადგენლობა: 

ერთი ანანასის ამოსავსებად დაგვჭირდება:

  • 200 გრამი ბრინჯი - მოხარშული;
  • 2 ჩაის კოვზი თაფლი;
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი (ეს გემოვნებით შეიძლება);
  • 2 ჩაის კოვზი ქიშმიში;
  • 2 ჩაის კოვზი დაჭრილი თხილი;
  • 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ანანასის შიგთავსი;
  • 30-50 გრამი კარაქი ან ერბო;
  • დამატებით გამომშრალი ხილი გემოვნებით.

 

მომზადება: 

1. ჭიქანახევარ წყალში მოხარშეთ ბრინჯი, ისე რომ კარგად შესქელდეს. 

2. ანანასს მოაჭერით თავი (ფოთლებიანი მხარე) ისე რომ გამოვიდეს მოჭრილი თავსახურად გამოდგეს. შემდეგ სპეციალური საჭრელით ან სხვა მარჯვე ხერხებით ამოჭერით შიგთავსი (გამოქუდნეთ, გამოშიგნეთ).

3. ამის შემდეგ სიროფი უნდა მოამზადოთ - თაფლი და შაქარი მოათავსეთ ჯამში და შედგით დაბალ ცეხლზე, ურიეთ და როცა შაქარი გაიხსნება - დაუმატეთ ხილი და თხილეული.

ახლა იწყება ამოვსების პროცესი.

4. ბრინჯი, კარაქი და მიღებული სიროფი აურიეთ ერთმანეთში ან შეგიძლიათ ფენა-ფენად ჩააწყეთ ანანასში - ბრინჯი და სიროფი, დროდადრო დაუფინეთ კარაქის თხელი ფენებიც.

5. ანანასის ამოვსებულ "სტომაქს" დაახურეთ ანანასისავე თავსახური, რომლის ფოთლებიანი ნაწილიც გახვეული იქნება ვერცხლის ქაღალდში - რომ არ დაიწვეს. ეს ყველაფერი მოათავსეთ პატარა ზომის ცეცხლგამძლე კონტეინერზე და შედგით გახურებულ ღუმელში 15-25 წუთი. თუ ანანასი იმდენად მაღალია, რომ თავისივე თავსახურით არ ეტევა ღუმელში, მაშინ "სტომაქს" გადააფარეთ ვერცხლის ქაღალდი, ან ანანასის ნაჭრები და ისე შედგით.

6. 15-20 წუთის შემდეგ თქვენ გელით ნამდვილი სიამოვნება...

თუ გნებავ ვინმეს გაუნაწილოთ, შეგიძლია ანანასი გადააწვინოთ და ყორიზონტალურად გაჭრათ, ეცადეთ შიგთავსი ძალიან არ მიმოფანტოთ...

 

ტეგები: Qwellynaria, ანანასი, ბრინჯიანი, კულინარია, რეცეპტი, ტკბილეული, ფლავი, ქიშმიში

ნახვა: 622

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters