გმადლობ შენ უფალო, რამეთუ ადამიანად მოხვედ იმისთვის, რომ მე ქარბუქიდან გამოგეყვანე!

   ცხოვრობდა ქვეყანაზე ერთი კაცი, რომელსაც ღმერთის არ სწამდა და ყველას მოურიდებლად ესაუბრებოდა რელიგიასთან თავის დამოკიდებულებაზე. მისი ცოლი კი მორწმუნე იყო და მიუხედავად ქმრის ქილიკისა, შვილებს ქრისტიანულად ზრდიდა. ერთ ზამთრის საღამოს ცოლ-შვილი სოფლის ეკლესიაში ლოცვაზე წასასვლელად გაემზადა, სადაც ქრისტეს შობაზე ქადაგებას უნდა დასწრებოდნენ. ცოლმა ქმარს გაყოლა თხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო.

   მთელი ეს ისტორია სისულელეა!-თქვა მან.-ვითომ რატომ უნდა დაემდაბლებინა თავი ღმერთს, რომ დედამიწაზე ადამიანად მოსულიყო? ეს ხომ სასაცილოა!

   აი, ცოლ-შვილი ეკლესიაში წავიდა, ის კი სახლში მარტო დარჩა. ცოტა ხანში ქარბუქი ამოვარდა და ძლიერი თოვა დაიწყო. კაცმა ფანჯარაში გაიხედა, მაგრამ თოვლის ნამქერის გარდა ვერაფერი დაინახა. მაშინ ის ბუხართან სავარძელში მოკალათდა და გადაწყვიტა საღამო ასე გაეტარებინა. უცებ ძლიერი ბრახუნი გაიგონა, თითქოს ფანჯარას რაღაც მოაწყდაო. კაცი ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ისევ ვერაფერი დაინახა. როცა ნამქერმა ოდნავ დაიკლო ის გარეთ გამოვიდა, უნდოდა გაეგო-რა დაეჯახა ფანჯარას.

   სახლთან მან გარეული ბატების გუნდი დაინახა. როგორც ჩანდა ისინი გამოსაზამთრებლად სამხრეთისკენ მიფრინავდნენ, მაგრამ ქარბუქის გამო გზის გაგრძელება ვერ შეძლეს და ფერმასთან თავშესაფარისა და საკვების გარეშე დარჩნენ. თოვლით დაბრმავებულები, ფრთების ფრთხიალით მინდვრის თავზე დაბლა წრიულად დაფრინავდნენ. ადამიანს შეეცოდა ბატები და გადაწყვიტა დახმარებოდა. მან იფიქრა, რომ ფარდული მათთვის შესაფერისი და უსაფრთხო ადგილი იყო, რადგან ფარდულში თბილოდა; გარეულ ბატებს შეეძლოთ ღამე იქ გაეტარებინათ და თან გამოდარებას დალოდებოდნენ. მან ფარდულის კარი ფართოდ გააღო და დაელოდა, რომ ისინი დაინახავდნენ ღია კარს და შიგ შეფრინდებოდნენ. 

   ბატები კი უაზრო ფრენას განაგრძობდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა უნდა ექნათ. კაცმა მოინდომა მათი ყურადღების მიპყრობა, მაგრამ ამით ბატები დააფრთხო და ისინი უფრო შორს გაფრინდნენ. მაშინ ადამიანმა სახლიდან პური გამოიტანა, დააქუცმაცა და მისგან ფარდულში მიმავალი ბილიკი გააკეთა, ამანაც არ გაჭრა. 

   კაცი სასოწარკვეთამ შეიპყრო, მან უკნიდან მოუარა ბატებს და მათი ფარდულისკენ გარეკვა სცადა, ამან კიდევ უფრო შეაშინა ბატები და მათ ყველა მიმართულებით დაიწყეს ფრენა გარდა ფარდულისა. ვერაფერმა ვერ აიძულა ბატები შესულიყვნენ იქ, სადაც მათ სითბო და უსაფრთხოება ელოდათ. 

   „რატომ არ მომყვებიან ბატები“-შესძახა კაცმა-„ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ იქ გადარჩებიან?“ იგი დაფიქრდა და მიხვდა, რომ მათ არ სურდათ ადამიანს გაყოლოდნენ. „მე რომ ბატი ვიყო, შევძლებდი მათ გადარჩენას“ - თქვა მან ხმამაღლა. ამ დროს მას აზრი მოუვიდა. ის ფარდულში შევიდა, აიყვანა თავისი ბატი, მინდორში გაიყვანა და გაუშვა. შინაური ბატი გარეულებში გაერია და უკან ფარდულში დაბრუნდა, მას კი გარეული ბატების გუნდი შეჰყვა თავშესაფარში და ამით ყველა გადარჩა. 

   კაცი ცოტა ხანს გარინდული იდგა, მის გონებაში იმ სიტყვებმა გაიჟღერა, რომელიც მან ცოტა ხნის წინ თქვა: „მე რომ ბატი ვიყო, შევძლებდი მათ გადარჩენას“. ამან კი ის გაახსენა, რაც ცოლს წასვლის წინ უთხრა: „რატომ უნდა მონდომებოდა ღმერთს ჩვენ დაგვმსგავსებოდა? ეს ხომ სასაცილოა“! და უცებ ყველაფერს მიხვდა. ზუსტად ეს გააკეთა უფალმა! ჩვენ ამ ბატებს ვგავდით-დაბრმავებულებს, თავგზა აბნეულებს და დაღუპვისთვის განწირულებს. ღმერთმა კი ჩვენთვის ჩვენი მსგავსი თავისი შვილი გამოაგზავნა-შვილი. რომელსაც შეეძლო ჩვენი სწორ გზაზე დაყენება და გადარჩენა! როდესაც ქარბუქი ჩადგა, ამ მშვენიერი დასკვნით დამშვიდებული კაცის სულიც დაოკდა. იგი უეცრად მიხვდა, რისთვის მოვიდა ქრისტე. ურწმუნოებასა და ეჭვებში გატარებული წლები ქარბუქს გაჰყვა. ის თოვლში მუხლებზე დაეცა და თავის სიცოცხლეში პირველი ლოცვა წარმოსთქვა: „გმადლობ შენ უფალო, რამეთუ ადამიანად მოხვედ იმისთვის, რომ მე ქარბუქიდან გამოგეყვანე!“

ტეგები: Qwelly, Qwellyland

ნახვა: 333

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters