შიში და ემოცია უხსოვარი დროიდან წარმოადგენს მეცნიერთა ინტერესის საგანს. ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფიზიოლოგები თავისებურად ხსნიან ამ ფენომენს.

შიში და ემოცია

       ფილოსოფოსები შიშსა და ემოციაში ეგზისტენციალურ ძალას ხედავენ, რომელიც ადამიანის სულიერ ევოლუციას განსაზღვრავს. სოციოლოგები და პოლიტოლოგები ემოციებს ადამიანთა - მასებით მანიპულირების საშუალებად აღიქვამენ. ფსიქოლოგები მათში დამცავ ფუნქციას ეძებენ, რომელიც ინდივიდს ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის საშუალებას აძლევს. ფსიქიატრების აზრით, შიში ერთგვარი დაავადებაა, რომლისგანაც აუცილებელია პაციენტის განკურნება. ფიზიოლოგებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფიზიოლოგიური ძვრები, რომლებიც შიშისა და ემოციის აღმოცენებისას ორგანიზმში მიმდინარეობს. შიშის ფიზიოლოგია შიში ადამიანის უძველესი ემოციაა, რომელიც მას გადარჩენის შანსს აძლევს, ამიტომ მასზე პასუხისმგებელი ტვინის სტრუქტურები თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. მათ ერთობლიობას ლიმბურ სისტემას უწოდებენ. თავდაპირველად ეგონათ, რომ ნერვულ სისტემაში ერთი ცენტრი იყო, რომელიც საფრთხის დროს აქტიურდებოდა და ადამიანს თავის გადარჩენისკენ უბიძგებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას ორი სტრუქტურა ემსახურება: ერთი შიშის რეაქციას იწვევს, მეორე - საშიშროებისგან გარიდებისას. რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში იპყრობს? უპირველეს ყოვლისა, აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, ხდება ენერგეტიკული რესურსების მობილიზება და ორგანოთა სისტემები მოქმედების სხვა რეჟიმზე გადადიან. ნერვული სისტემის გააქტიურება იწვევს გულისცემის გაძლიერებას ("შიშისგან გული გამეპარა"), გუგების გაფართოებას ("შიშს დიდი თვალები აქვს"), მუხრუჭდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მოქმედება ("შიშისგან პირი გამიშრა"). პარალელურად აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც საშიშ სიტუაციებში სისხლში გადაისვრის შიშის ჰორმონს - ადრენალინს. სწორედ ადრენალინის დამსახურებაა სისხლძარღვთა სანათურის ძლიერი შევიწროება და სიფითრე, რაც სისხლნაკლებობის ნიშანია ("შიშისგან ფერი დაკარგა"). შიშის ფიზიოლოგიის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, როგორ გავლენას ახდენდა იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაზე. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ შიშის თანამდევი სისხლძარღვების ხანგრძლივი შევიწროება, შესაბამის ორგანოებში სისხლმომარაგების დარღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.

ტეგები: Psychology, Qwelly, ემოცია, ფსიქოლოგია, შიში

ნახვა: 1220

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:08pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters