(გაკვეთილი 1)

სექტანტებთან (და მწვალებლებთან) პოლემიკისას

სახელმძღვანელო ბიბლიური პრინციპები

  • "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მრ. 12:30,31)

ღვთისადმი სიყვარულის მცნება მოგვიწოდებს და გვავალდებულებს საღმრთო მოძღვრების მუდმივი შესწავლის, მისდამი ერთგულების, დაცვის და მართებულად მისი გადმოცემისაკენ; ხოლო მოყვასისადმი სიყვარულის მცნება გვავალდებულებს არ მოვიძულოთ არ გადავემტეროთ ადამიანს, პატივი ვცეთ მის ადაამიანურ ღირსებას, მიუხედავად მისი სარწმუნოებრივი გაუკუღმართებულობისა.

 

  • "სიტყუა იგი ქრისტესი დამკვიდრებულ-იყავნ თქუენ თანა, მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა" (კოლ. 3:16)

უნდა კარგად ვიცოდეთ წმიდა წერილის ტექსტი და მისი საეკლესიო განმარტებება.  

  

  • "შეგაგონებთ იღვწიდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცა" (იუდა 1:3)

სამოციქულო რწმენა უცვალებელია, და მართლმადიდებლები უნდა ვიცავდეთ მას შერყვნისა და გაუკუღმართებისაგან.

 

  • "გამზადებულ-იყუენით მარადის სიტყუვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა, თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდითა და შიშით [ღვთისადმი]" (Iპეტ. 3:15)

ქრისტიანმა ისე კარგად უნდა იცოდეს სარწმუნოება, რომ ყოველთვის მზად იყოს სიმშვიდითა და ღვთისადმი კრძალულებით პასუხი გასცეს ნებისმიერს ვინც შეეკითხება მას მისი სარწმუნოების შესახებ.

  • "ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჯამსა შინა, რასა-იგი იტყოდით" (მათ. 10:19,20||ლუკ. 21:14,15) 

  • "ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ". (გალ. 5:19-21) 

მოციქული პავლე გვაუწყებს მწვალებლებსა და სექტანტებზე საღმრთო განაჩენის შესახებ: შეუნანებელი მწვალებლები ვერ ცხონდებიან.

  • "იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა. და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის. და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულის". (Iპერ. 2:1-3)

მოციქული პეტრე გვაუწყებს მწვალებლებსა და სექტანტებზე საღმრთო განაჩენის შესახებ: მწვალებლობის შეუნანებლობა წარწყმედს ადამიანს.

  • "თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა, სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად [ზღვარგადასულად] შემწყნარებელნი იქნებოდით" (IIკორ. 11:4)

მწვალებლები და სექტანტები სინამდვილეში ქადაგებენ სხვა იესოს (მაგ.: იესოს რომელიც არ არის ხილული ეკლესიის თავი, იესოს რომელსაც აქვს ერთი შერთებული ბუნება და ერთი ნება, იესო რომელიც არ არის ღმერთი განკაცებული, იესო რომლის, პირველ საუკუნეებში დაარსებული, ეკლესია წახდა და გაუქმდა, და ა.შ.) მათი გაუკუღმართებული რწმენა შეგნებულად თუ შეუგნებლად დამცირებაა და შეურაცხყოფაა უფლისა. 

  • "მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითავწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი". (მთ, 7:22,23)

უფალი მოწმობს შეუნანებელი მწვალებელების და სექტანტების ხვედრის შესახებ.

  

  • “რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდესნუ შეიწყნარებთ მასსახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა”. (IIიოან. 1:10,11)

მწვალებელი და სექტანტი ადამიანი თუ კი იგი თავს გვახვევს ჩვენ ან სხვებს თავის სარწმუნოებას სახლში არ უნდა შევუშვათ, და გამარჯობა არ უნდა ვუთხრათ.

  • "დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ! ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ! აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ." (გალ. 1:8-10)

ამგელოზმაც რომ გვიქადაგოს იესო ქტისტე არა ისე როგორც ამას სამოციქულო რწმენა გასწავლის შეჩვენებულ იყოს! ანათემა ამას!

 

  • "ხოლო სიცოფისათა მათ უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვიან ლალვანი; ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვა, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო, მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა." (IIტიმ. 2:23-25)

მონა ღვისა არ უნდა სექტანტებთან პაექრობისას არ უნდა ყვიროს და  ჩხუბოს, არამედ უმანკოდ მშვიდან თავმდაბლად ასწავლოს მათ თუ როგორ და რაში ატყუებენ მათ ცრუ რელიგიური ორგანიზაციები, იქნებ ღმრთმა მისცეთ სინანული და ჭეშმარიტი შემეცნება

  • "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ" (ტიტ. 3:10,11)

რომელიმე კონკრეტულ მწვლებელთან და სექტანტთან, თუკი იგი გამოხატავს სურვილს, შეიძლება ერთი-ერთზე პაექერობა და ესეც ერთხელ ან ორჯერ. თუ არ შეიგნებს, უნდა შევწყვიტოთ მასთან ერთი-ერთზე რელიგიური საუბრები. მაგრამ თუკი დავინახეთ, რომ ქუჩაში ან სამეზობლოში ადამიანები შემოუკრებია და ცდილობს მათ გადაბირებას, უნდა ჩავერთოთ და ვამხილოთ მისი სექტანტობა მოყვასთა წინაშე, რათა რელიგიურად მოწამლულმა არ დაწამლოს ისინი.

  

  • "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქვენ." (მათ. 7:6)

  • "რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი, რომელთაჲ ჯერ-არს პირსა დაყოფაჲ, რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ, ასწავებენ, რომელი-იგი არა ჯერ-არს, საძაგელისა შეძინებისათჳს." (ტიტ, 1:10-11)

თუკი დავინახეთ, რომ სექტანტს რომელთანაც პირისპირ საუბარს აზრი არააქვს, ქუჩაში ან სამეზობლოში ადამიანები შემოუკრებია და ცდილობს მათ გადაბირებას, უნდა ჩავერიოთ და ვამხილოთ მისი სიცრუე მოყვასთა წინაშე, რათა რელიგიურად მოწამლულმა არ დაწამლოს ისინი.

ტეგები: 1, post, qwelly, sectology, გაკვეთილი, ერესი, ისტორია, მეცნიერება, მსოფლიო_სექტები, მხილება, მეტი...რელიგია, სექტები, სექტოლოგია, სიცრუე, ქრისტიანობა, წარწყმენდა

ნახვა: 464

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters