პირველი დღე:

-გამარჯობა გუჯა, 
-გაგიმარჯოს.
-რა გახარებული სახე გაქვს?
-გახარებული კი არა და ცაში ვფრენ სიხარულით...
-რა მოხდა ასეთი აღარ იტყვი?
-ოქროს მონეტაა მოვიგე.
-გილოცავ! რომელ ლატარიაში?
-ლატარიაში არაა...
-აბა სად?
-არჩევნებში.
-ეგ როგორ?
-ხმაში გავცვალე!
-კი არ მოგიგია თავი გაგიყიდია შე უბედურო!
-ასე ხმა წინა არჩევნებში ფქვილლზეც გადავცვალე...
-ვერ დადგომიხარ კაი გზას, მაგას პროსტიტუცია ჰქვია.
-რა ვქნა მეგობარო, დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს!


ერთი თვის შემდეგ

-გამარჯობა გუჯა!
-გაგიმარჯოს!
-რას ჩაფიქრებულხარ??
-ფული აღარ მაქვს.
- ხომ მოგცეს ოქრო, სად წაიღე?
-ოქრო არ ყოფილა, უბრალოდ ოქროს წყალში ყოფილა ამოვლებული. ყალბი გამოდგა.
-მერე რას აპირებ?
-არ ვიცი.., მოვთხოვ. ალბათ, მოცემის დროს მექანიკურად შეეშალათ.
-ცდა ბედის მონახევრეა ჩემო გუჯა, სხვა რაღა დაგრჩენია, მიდი...

-
ერთი წლის შემდეგ:

-გამარჯობა გუჯა!
-გაგიმარჯოს!
-რა წამხდარი სახე გაქვს?
-დედაჩემი წაიყვანეს სამშობიაროში.
-დედაშენს რომ ქმარი არ ყავს?!
-მაგიტომაც ვარ წამხდარი და შეგინებული.. შევრცხვი კაცი...
-ბავშვის მამა ვინაა?
-ვინ და ტომარა ფქვილში და ყალბ მონეტაში გადაცვლილი ჩემი ხმა..!
-კარგად აბა ჩემო გუჯა!
-ისე იყოს კარგად ჩვენი მტერი როგორც მე ვიქნები აწი კარგად. ეჰ, წავედი... ვაი სირცხვილო?!

ტეგები: Qwelly, literature, პ.ტ.პროზა

ნახვა: 540

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters