დაბადების წამიდან ყოველი რთულად აგებული ცოცხალი არსება გამოხატავს ემოციას, ემოცია შინაგანი ბიოლოგიური პროცესის შემდეგ უკვე გარეგან რეაქციას წარმოადგენს,ადამიანი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, არსება რაც უფრო რთულია მით უფრო უამრავი პროცესი უძღვის წინ ემოციის გამოხატვას.
სიხარული, დარდი, სევდა, შიში, სიყვარული,რისხვა, ზიზღ ეს ყველაფერი ემოციებია და მათ გარეშეარ არსებობს ცხოვრება. ემოციებს გააჩნიათ ობიექტი. ისინი ამ ობიექტისადმი ჩვენს დამოკიდებულებას ასახავენ. ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ჩვენს დამოკიდებულებას ასახავს არის ემოცია. დ. უზნაძე ემოციას მიიჩნევდა განწყობის პირველ ასახვად ცნობიერებაში. განწყობა მთლიანპიროვნული მზაობაა ქცევისადმი და შედგენბა სუბიექტური ფაქტორისაგან მოთხოვნილებისაგან და ობიექტური ფაქტორისაგან კონკრეტული სიტუაციისაგან. რადგან განწყობა ქცევის მიზანშეწონილებას ემსახურება, ამიტომ ემოციაც მაინც რეალურობას ასახავს და ქცევის მიზანშეწონილებას ემსახურებას, ის რომ ემოციას რეალობის ასახვაც სეუძლია დასტურედება ე.წ. ინტუიციით (სხვა სიტყვით გრძნობითგრძნობის სახით რაიმე მოვლლენაზე, ან ადამიანზე რაიმე სახის ინფორმაციას გვაწვდის). მაგ. აინშტაინი ამბობდა,( სანამ თავის ცნობილ ფორმულას გამოიყვანდა, იგი წლების განმავლობაში ატარებდა გრძნობას,) რომ თანამედროვე ფიზიკას სინათლის მოვლენა არასწორად აქვს გაგებული ოღონდ ვერ არკვევდა საკუთრივ რა? მე-19-ე ს. ფსიქოლოგიის კლასიკოსი უილიამ ჯეიმსი მიუთითებდა, რომ შეუძლებელია აღწერო ემოცია, სხეულებრივი გამოვლენის გარეშე. თუ აღწერ შიშს, არ შეიძლება არ ახსენო: კანკალი, ცივი ოფლი, აჩქარებული გულისცემა, როცა რაიმე ემოციას გავივლით ადრენალური გლანდის შიდა ნაწილი მედულა აგზავნის ორ ჰორმონს ეპინეფრინს და ნორეპინეფრინს, რომლებიც ახდენენ ავტონომიური ნერვული სისტემის აქტივაციას, რაც ქმნის აღგზნების მდგომარეობას, აძლიერებს სიფხიზლის დონეს და ამზადებს ორგანიზმს სწრაფი პასუხისათვის. ამ დროს ფართოვდება თვალის გუგები, რათა რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვას, გული სცემს სწრაფად, სუნთვა ხშირდება, სისხლში იმატებს შაქრის შემცველობა, რაც სხეეულს მოქმედებისათვის საჭირო ენერგიით ამარაგებს. რაც შეეხება პროცესებს თავის ტვინში სენსორული სიგნალები თალამუსის გავლით დიდი ჰემისფეროების ქერქში მიემართება და იქედან გაიცემა „ბრძანება“ ამა, თუ იმ რეაქციაზე. არსებობს უფრო მოკლე გზაც იგი უშუალოდ აკავშირებს თალამუსს ნუშისებრ ბირთვთან,რაც იძლევა საშუალებას გრძნობათა ორგანოებითან მიღებული სიგნალის ნაწილი პირდაპირ მიიღოს.
გამომხატველობა
ჩვენ ვიღიმებით, თუ გვიხარია, თუ ვდარდობთ ვიღუშებით, სულაც ვტირით, თუ გვეშინია ვფითრდებით და ვცახცახებთ. თუ გვიკვირს წარბებს მაღლა ვწევთ, თვალებს ფართოდ ვაღებთ, ანუ გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს. სხვა ადამიანისათვის ეს გამოხატულება ყოველგვარი სიტყვა განმარტების გარეშე ჩვენს შინაგან მდგომარეობას გასაგებს ხდის. ემოციებს აუცილებლად ახლავს სხეულებრივი ცვლილებები, ეს ცვლილებები დამკვირვებლისთვის თვალსაჩინოა. განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს ზოგჯერ უჭირთ ერთმანეთის გამომხატველი მოძრაობების, მიმიკისა და ჟესტის სწორად ამოცნობა, მაგ. ჩინურ ლიტერატურაში ადამიანები შეწუხების ნიშნად ტაშს უკრავედნენ, გაბრაზებისას იცინოდნენ და ხმამაღლა ჰო-ჰოს წამოიძახებდნენ. მეცნიერებმა მოახერხეს 80_მდე კუნთის გამოყოფა, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ემოციასთან. ნამდვილი ღიმილი 2-წამი გრძელდება, ყალბი კი შეიძლება 10- წამი გაგრძელდეს. გამომხატველობას გააჩნია სამი ასპექტი: ინსტიქტური, კულტურული და ინდივიდუალური.
ემოციის თვისება
1.ემოციების ერთ-ერთ ძირითად განსაკუთრებით შემეცნებითი პროცესებისაგან განმასხვავებელ თავისებურებას მათი სუბიექტურობა შეადგენს იგი თვით სუბიქტის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.
2.ემოცია სუბიექტურია სხვა მნიშვნელობითაც მისი შინაარსი დამოკიდებულია სუბიექტის პიროვნების მდგომარეობაზე.
3.ემოციების სპეციფიკურ თვისებას მათი პოლარული ხასიათი შადგენს, ყოველი გრძნობა დადებითია ან უარყოფითი, სიამოვნების ან უსიამოვნების ელფერს ატარებს. ყველა ემოციას ინტენსივობის რაღაც ხარისხი გააჩნია. ემოციები დიდად განსხვავდებიან ხანიერებით, ზოგი ემოცია ძაალიან სწრაფმავალია, ხოლო ზოგი მათგანი წლების განმავლობაში გრძელდება. ემოციის ექსტენსივობა ეწოდება მის გავრცელებულობას სუბიექტში ზოგი ემოცია განსაკუთრებით დიდი ექსტენსივობით ხასიათდება იგი მოიცავს მთელ პიროვნებას. ემოცია და გრძნობა კლასიკურ ფსიქოლოგიაში ანსხვავებენ ამ ორ მცნებას. ემოციაში იგულისხმება სუბიექტის მთლიანობითი განცდა, შიში, მწუხარება, სიხარული და ა. შ. ანსხვავებენ მარტივ და რთულ გრძნობებს. მარტივს უწოდებენ გრძნობებს ,რომელსაც იწვევს საგნის სენსორული ტვისება, სილამაზე, საზიზღარი გემო, უსიამოვნო ხმა. რთული გრძნობებია, რომლებიც უფრო შინაარსეული მოვლენიტაა გამოწვეული,სურათის აღქმით, საინტერესო ინფორმაციით.
ანსხვავებენ 4 სახის გრძნობას : 1. ესთეთიკურს გრძნობები სილამაზის განცდას გულისხმობს ხელოვნებაში, ბუნებაში. 2. ინტელექტუალური ის გრძნობებია, რომლებიც შემეცნებით პროცესთანაა დაკავშირებული მაგ. გაკვირვება, ცნობისმოყვარეიბა, ეჭვი, ის უნიკალური განცდაა, რომელლიც ეუფლება მეცნიერს, ძნელი პრობლემის გადაჭრის მომენტში. 3. მორალური გრძნობები აღმოცენდება საზოგადოებრივი ურთიერთობის პროცესში, ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამორალური, ან პირიქით ზნეობრივი და განიცდება, როგორც სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა. 4. პრაქსილური გრძნობები(სიტყვა პრაქტიკიდან) წარმოადგენენ მოქმედებაში მიღწეული წარმატების ან წარუმატებლობის უშუალო განცდას.
აფექტი
ემოციათა სახეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნაბვია აფექტი, ვნება, გუნება, შფოთვა. აფექტი წარმადგენს ერთბაშად წამოჭრილ წსრაფად წარმავალ და უკიდურესად ინტესიურ ემოციას, რომელიც მისი განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას, წარმართავს მის ქცევას და ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებით ხასიათდება. აფექტის დროს უაღრესად ირღვევა წონასწორობა სუბიექტსა და გარემოს შორის.აფექტს ახასიათებს დიდი ინტენსიობა და მწვავე ხასიათი, მას ფეთქებად ემოციას უწოდებენ. აფექტებს ჰყოფენ ორ ჯგუფად სთნიკურ(სიძლიერის) და ასთენიკურ(სისუსტის). ასთენიკურ აფექტისათვის დამახასიათებელია შესუსუტება და შენელება, სისხლძარღვები ვიწროვდება, სუნთქვა ჩერდება, ადამიანი გაშეშდება, წარმოდგენებისა და აზროვნების მიმდინარეობა ფერხდება.არის შემთხვევები როდესაც ადამიანი დარდის აფექტსაც ძლიერი სთენიკური გამოვლინებებით განიცდის.
ვნება
ეს არის ინტენსიური და მეტად ხანიერი (მტკიცე) ემოცია, რომელსაც ახასიათებს სუბიექტის ინტენსიური სწრაფვა გრძნობის საგნის მიმართ. ვნება ინტენსიობის მხრივ აფექტს უახლოვდება, თავისი ხანიერებით იგი აფექტის საწინააღმდეგოა. ვნება ქრონიკული ემოციური მდგომარეობაა.
გუნება
გუნება,როგორც ემოციათა თავისებური სახე რიგი თავისებურებებით აფექტის საწინააღმდეგო განცდაა. გუნება მთელი სუბიექტის ზოგადი , გაუნაწევრებელი ემოციური მდგომარეობაა, გრძნობიდ ტონია, რომელიც ყველა მის განცდას თავისებურ ელფერს აძლევს. კარგ გუნებაზე მყოფი პირი სინამდვილეს ვარდისფერი სათვასლით უყურებს. ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანს ბევრი რამ ისეთიც ეჩვენება არასასიამოვნოდ,რაც სხვა დროს სიამოვნებას გვრიდა.
შფოთვა
შფოთვა ძირითადად ჩნდება მაშინ, როცა პიროვნება მოცემულ სიტუაციას განიხილავს, როგორც სახიფათოს. მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის შფოთვის მდგომარეობას იწვევს მოულოდნელი არსებითი ცვლილებები კარგად შეგუებულ სიტუაციაში. შფოთვის მდგომარეობა ჩნდება პოსტრავმულ ვითარებაში ომის, ძალადობის გადატანის, მიწისძვრის შემდეგ და ა. შ.
ემოციური სტრესი
სტრესი მე-20-ე ს. ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ ფენომენს წარმოადგენს. სტრესს მრავალი ფაქტორი იწვევს: ცხოვრების მაღალი ტემპი, ქალაქის ხმაური, კონკურენცია, საგამოცდო სიტუაციები, ბუნებრივი ფაქტორები. თანამედროვე ფსიქოლოგიაში არის გავრცელებული მეთოდი სტრესის დაძლევის . 1. პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულობა.2. ე.წ. ემოციურ ქოპინგს, როცა ადამიანი გამოხატავს, უზიარებს სხვას თავის გრძნობებს, გადაერთვება სხვა საქმიანობაზე. მნიშვნელოვანია სტრესის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, კუჭის წყლული, ჰიპერტონია, ბრონქიალური ასთმა. ადამიანმა უნდა ისწავლოს სტრესის დაძლევის , მისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 30, 2026.
საათი: 11:25am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 12 of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•