ჭორებს რა დალევს ამ ქვეყნად. ერთხელ აკაკისაც აუგორეს ამგვარი ამბავი ილია ჭავჭავაძესთან უთანხმოება და გაწევ-გამოწევა გაქვსო. ესეც აკაკის იმ დროს გაუხმაურებელი პუბლიცისტური წერილი ილიასთან დამოკიდებულების შესახებ 

 


 

       "ახალგაზრდა მგოსანი, დღევანდელი ჩვენი ცხოვრების სულიერ საზრდოთი გაკაჭკაჭებული და ვერ გაწინასწარმეტყველებული, იმასვე იმეორებს, სამწუხაროდ, რაც ბრბოს, თავისის შეუგნებლობით წარმოუდგენია და ნამდვილი კი ჰგონია!...სვანის თქმისა არ იყოს, "ვისაც წვერები ასხია, ყველა რომ მღვდელი იყოს, მაშინ ჩემი ვაციც ხომ დეკანოზი იქნებოდაო". ვის როგორ ესმის სიტყვა: "ინტელიგენცია", "ახალთაობის კაცი", "საზოგადო მოღვაწე", "მეთაურობა" და ან სხვანი. მაგრამ მე კი გარჩევით მყავს ყველა გათვალისწინებული და მათი შესახები სასწორ-საზომიც სხვაგვარი მიჭირავს ხელში: დღევანდელი ჩვენი საზოგადო მოღვაწეებს შორის უთანხმოება და ხალხისაგან ანაზდად გაბურთავებული "მეც წავხდი შენც წაგახდინეობა" თუმცა ასე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც სიკვდილი და სიცოცხლე, მაგრამ იმავე დროს განსხვავებაც ასეთია მათ შორის, როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის შუა.

       საჯაროდ თავისთავზე საუბარი არც სასურველია კაცისათვის და არც მოსაწონი, მაგრამ ხშირად მოხდება ხოლმე, რომ გარემოება ჩაითრევს და გამოიწვევს საპასუხოდ. სწორედ ამისთანა მდგომარეობაში ვართ ჩვენც ახლა და ბრბოს აზრს, მე და ილიას შესახებ, მგოსნისგან ბეჭედ დასმულს, უპასუხოდ ვერ გავუშვებთ, მით უფრო რომ მარტო ჩვენ არ გვეხება და შიგვე უეჭველად უნდა მოყვენ სხვებიც საზოგადოდ. 

       ორმოც წელიწადზე მეტია, რაც მე და ილია ერთმანეთს ვიცნობთ და არაოდეს ერთმანეთთან პირადი უსიამოვნება და უკმაყოფილება არ გვქონია. პირიქით, გარდა სიამ-ტკბილი შეყრა-შეხვედრისა და ზრდილობიან, დარბაისლურ სიტყვა-პასუხისა ერთი-მეორისაგან არა გვინახავს რა, და ან კი რა გვქონდა გასაყოფი, რომ ერთმანეთში უთანხმოება მოგვსვლოდა? რა მაქვს მისთანა, რომ იმას შეეხარბოს? ან და რას ვეძებ მისთანას, რომ ილიას აქვს და მეც მომენატროს? მართალია, ერთსა და იმავე განყენებულ მიზანს საზოგადოს და არა საპირადოს მივყავართ თავისკენ. მაგრამ გზა სხვა და სხვაა და არ მოხერხდება, რომ ერთმანეთშ გადავეღობოთ და მსვლელობა შეუფერხოთ ერთმა მეორეს! "რომში ყოველი გზით შეიძლება შესვლაო", - ნათქვამია და თუ ჩვენც, ერთი მიზნის მიმდევარი, ორი სხვა და სხვა გზით მივდივართ ცალ-ცალკე - ის აღმოსავლეთის და მე დასავლეთის გზით, ეს არ ნიშნავს უთანხმოებას და მტრობას. და ან კი რა საჭიროა, რომ როცა ილია თავისი საკუთარი გზით მიისწრაფის, მეც მაშინ თან ვახლდე, მისი საგზალი მიმქონდეს და აბჟანდს დავუწევდე ხოლმე? ან როცა მე ჩემი გზით მივდივარ, რათ უნდა უეჭველათ ჩემ გვერდში იდგეს ილია ჭავჭავაძე?

       ეს ვერ გაუგიათ, შემცდარ-აზრის შემდგენლებს! მაგრამ მათთვის, როგორც ჩანს, მეორე გარემოება უფრო გაურკვეველია: ილიას, როგორც გამოჩენილ მწერალს, გაურჩევლად "ვაშა-ვაშას" შეღაღადებენ. როგორც საზოგადო მოღვაწეს - ეთაყვანებიან გამოურკვევლად. მათი სწორ-მხედველობის ისარი გახიბლულია და "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების". რასაც ისინი გრძნობენ და როგორც ისინი მოქმედობენ, იმასვე მოითხოვენ ყველასაგან და თუ ვინმე გაუდგათ, სხვა გვარად ჰხსნიან.

       აკაკი ილიას ყოველგვარ ნაწერს ქების ტაშს არ უკრავს და ყოველგვარ მის საზოგადო მოღვაწეობას არ ეთანხმება! სჩანს, რომ ემტერება და სძულსო. იგივე ჩემ შესახებაც ილიაზედაც ამას ჰფიქრობენ. იმათ ჰგონიათ, რომ სიყვარულის და მეგობრობისათვის, ერთის მხრით ყიზილბაშური სათვალთმაქცო თეთრი კბილების ჩენა, "ბაშუსტაობა" და [...][1] მედიდურად ბრძანება საჯაროთ და მერე კი ვიზანტიური საცბიერო თავის მოკატუნება და "კი, ბატონო, შენი ჭირიმეს" წამდაუწუმ გამეორებაა. თუ მტერზედაც კარგი ითქმის და მოყვარეზეც ძვირი, ვერ წარმოუდგენიათ!

       იმას, ვინც ვერ მიმხვდარა, სად არის ტყული და სად მართალი, ავი და კარგი ვერ გაურჩევია და საზოგადო და კერძო ერთი და იგივე ჰქონია, ან რა მოეთხოვება და ან რა დაეჯერება? იმაზე ლაპარაკიც არ ღირს, მაგრამ ნათქვამია: "რაც შეენდობა ერსო, არ მიეტევოს ბერსო!". რაც სოფლის მიტქმა-მოთქმას ეპატივება, ის არ დაეთმობა მწერლობას და ჩვენი მწიგნობრებიც რომ ცოტაოდენ სიფრთხილეს დაიჭერდნენ, არ იქნებოდა ურიგო!...ვისაც წვერები გამოუშვია, ყველა მღვდელი არ არის?! ვისაც კალამი აუღია, ყველა მწერალი და ვინც რამეს ამბობს, ყველა მართალი!

       ეს არის მხოლოდ უეჭველი ჭეშმარიტება და როდესაც ჩვენი ქვეყანაც ამ ჭეშმარიტებას შეიგნებს, მაშინ თავის თავად გადავარდებიან გულსაკლავი ანდაზებიც და მანამდე კი, მეტი გზა აღარ არის, უნდა გავიგონოთ ხოლმე: "შენც წახდი, მეც წამახდინე, ქრისტე აღსდგა, გიხაროდესო".

აკაკი წერეთელი (1894)


[1] ხელნაწერში არ იკითხება

ტეგები: Literature, Qwelly, აკაკი_წერეთელი, ილია_ჭავჭავაძე, ლიტერატურა, პუბლიცისტიკა, ქველი, ჭორი

ნახვა: 623

გამოხმაურებები!

Kakha აკაკისთან რამე პრობლემა გაქვს? :P :D ვინ გვყავს აბა მისნაირი? :( 

Kakha_მ თქვა:

ასეთი თერგ დალეულები გვჭირდება (ჭავჭავაძეს ნაირი) აკაკის ნაირი იცოცხლე გვყავს:D ( არ მოაბათ კუდი რუსეთის აგენტიაო):D

Kakha რომ იპოვი არ გამომაპარო თუ კაცი ხარ :D 

Kakha_მ თქვა:

აკაკისთან რა პრობლემა უნდა მქონდეს :D ვერ ხედავ მთელი აპოლოგეა დაწერა :D მოვძებნით შენ მაგაზე არ იდარდო

RSS

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Burden of Haunted Souls

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…

გაგრძელება

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters