ცხოველთა სამყარო სავსეა საოცრებებით, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით მათ შესახებ. წარმოგიდგენთ 20 დაუჯერებელ და გასაოცარ ფაქტს ცხოველთა შესახებ, რომლებიც აქამდე არ ვიცოდით.

1. სირაქლემას იმდენად ძლიერი ფეხის კუნთები აქვს, რომ მას შეუძლია მოკლას ადამიანი.

2. სპილო იწონის უფრო ნაკლებს, ვიდრე ლურჯი ვეშაპის ენა.

3. ფუტკრებს აქვთ ძალიან პატარა ბუსუსები თვალებზე, რომლებიც ეხმარება მათ ყვავილის მტვერის შეგროვებაში.

4. უდაბნოს კალიათა გუნდმა შეიძლება 460 კვადრატული მილი დაიკავოს და მათ შეუძლიათ გაანადგურონ 423 მილიონი ფუნტი მცენარე ერთ დღეში.

5. მოზრდილმა პანდამ დრეში შეიძლება 12 საათი დაუთმოს ჭამას და იმისათვის რომ მან შეასრულოს თავისი დღიური ულუფა, სჭირდება მინიმუმ 28 ფუნტი ბამბუკი.

6.  ყველა პოლარული დათვი არის ცაცია, მარცხენა თათის გამოყენება უფრო კომფორტულია მათთვის.

7.  ახალშობილ ჟირაფს დაბადებიდან ნახევარ საათში ფეხზე დადგომა შეუძლია.

8. ღამურები ყოველთვის მარცხნივ უხვევენ, გამოქვაბულიდან გამომავალნი.

9. ზღვის წავებს ძილის დროს უყვართ ერთმანეთთან თათების ჩაჭიდება, ასე რომ ისინი არ ცილდებიან ერთმანეთს და ერთი მიმართულებით მიყვებიან ნელ დინებას.

10. ვირთხებმაც იციან სიცილი მხიარულობის და თამაშის დროს.

11. ზებრას მსგავსად, არცერთ ვეფხვს არ აქვს ერთნაირი ზოლები.

12.  დელფინებს ძილის დროს ერთი თვალი უხუჭიათ მხოლოდ და მათი ნახევარი ტვინი მუშაობს.

13. პეპლები მცენარეებს სინჯავენ თავიანთი პატარა ფეხებით.

14.  უკვე 150 მილიონი წელია რაც ალიგატორები არსებობენ.

15.  სიტყვა ”იაგუარი” ამერიკული წარმოშობისაა და ნიშნავს ”ის ვინც ერთ ნახტომში კლავს”.

16. ძროხებს აქვთ მჭიდრო მეგობრობა, როდესაც ისინი ”მეგობრებისგან” შორს არიან, ისინი შფოთვაში არიან.

17. გალაპაგოსის კუს ძინავს 16 საათი დღეში და მას ერთი წელი შეუძლია გაძლოს წყლის და საკვების გარეშე.

18. ჭიანჭველაჭამია დღეში 35 000 ჭიანჭველას ჭამს.

19. კატის ცხვირის წინა ნაწილი განსაკუთრებულია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, მასაც ორ ერთნაირს ვერ იპოვით.

20. მას შემდეგ რაც გიგანტური მოლუსკი ამოარჩევს ადგილს საცხოვრებლად, იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში აღარ გადაადგილდება. 

ტეგები: Qwellyland, ფაუნა, ფაქტი, ქველი

ნახვა: 1494

გამოხმაურებები!

ზღვის წავები ყველაზე ერთგული მეგობრები არიან :D :))

მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:

ყველაზე მეტად ზღვის წავების თვისება მომეწონა :D ♥♥♥

ყველას მაინს ჯობს "ის ვინც ერთ ნახტომში კლავს" :P :D 

ლაშა გეთანხმები, რომ ეგ ყველაზე ლამაზია, მაგრამ სხვა რითი სჯობს დანარჩენებს, მაგას სირაქლემაც კი მოერევა :D:D

ლაშა_მ თქვა:

ყველას მაინს ჯობს "ის ვინც ერთ ნახტომში კლავს" :P :D 

mariam kubaneishvili აბა რას ამბობ, სირაქლემა როგორ აჯობებს ამ უსწრაფეს ცხოველს? :O :O სირაქლემამ თუ მოიქნია და მოარტყა, კი მოკლავს მაგრამ სწორედ ვიდრე მოიქნევს და მოარტყავს, მანამდე მოუღებს ბოლოს "ის ვინც ერთ ნახტომში კლავს" :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა გეთანხმები, რომ ეგ ყველაზე ლამაზია, მაგრამ სხვა რითი სჯობს დანარჩენებს, მაგას სირაქლემაც კი მოერევა :D:D

ცოტა სწრაფი რომ იყოს სირაქლემა, კიდე ექნებოდა გადარჩენის რაღაც შანსი :D ლაშა ისე ჯობია არ გადაეყარო შემთხვევით "ის ვინც ერთ ნახტომში კლავს", თორე მერე უკეთ გიჩვენებდა თავის სისწრაფეს :D:D

ლაშა_მ თქვა:

mariam kubaneishvili აბა რას ამბობ, სირაქლემა როგორ აჯობებს ამ უსწრაფეს ცხოველს? :O :O სირაქლემამ თუ მოიქნია და მოარტყა, კი მოკლავს მაგრამ სწორედ ვიდრე მოიქნევს და მოარტყავს, მანამდე მოუღებს ბოლოს "ის ვინც ერთ ნახტომში კლავს" :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა გეთანხმები, რომ ეგ ყველაზე ლამაზია, მაგრამ სხვა რითი სჯობს დანარჩენებს, მაგას სირაქლემაც კი მოერევა :D:D

RSS

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters