სურამისა  და  ხაშურის   ეპარქია , გილოცავთ  წმინდა  მოციქულთა თავთა პეტრეს  და  პავლეს ხსენების  დღეს!

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო კი უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. და  უთხრა   შენ  ხარ   კლდე  და  ამას    კლდესა  ზედა  აღვაშენო  ეკლესიაი    ჩემი  და  ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერერეოდიან მას

წმინდა პეტრე მოციქული მისი სურვილით ჯვარზე თავდაყირა დაკიდეს, რათა ისე არ აღსრულებულიყო, როგორც ქრისტე. წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით კი იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

მართლაც, მას ჰქონდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე. პავლე იყო ზღვა სიყვარულისა, რაზეც მეტყველებს მისი წერილები. სწორედ ამ ორ სათნოებაზეა დამყარებული ქრისტეს სჯული და ეკლესია. ჭეშმარიტ ქრისტიანს შეურყეველი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს. მათი ცხოვრება გაუთავებელი შრომა, ჭირი და განსაცდელი იყო. ისინი იყვნენ ვითარცა კრავნი მგელთა შორის, მაგრამ ჭირსა და განსაცდელს არად მიიჩნევდნენ. პეტრე სარწმუნოებით ყოველ წამს მოაქცევდა და აცოცხლებდა ცოდვისგან მკვდარ ადამიანებს, ხოლო პავლე თავისი სიყვარულით მათ განანათლებდა და ანუგეშებდა. ამქვეყნად დევნილნი და შევიწროებულნი ნუგეშს სარწმუნოებასა და სიყვარულში პოვებდნენ

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო? უბრალო, საწყალი, ღარიბი ებრაელები, რომელთაც განუქარვებელი სახსოვარი დატოვეს. იოანე ოქროპირი ამბობს, წარმოიდგინეთ ღარიბი კაცი, რომელიც ქალაქიდან გამოვიდა და გზას დაადგა. მას ცალ ხელში ჯოხი უჭირავს, მეორეში - პარკი 2-3 წიგნით; რომ მივიდეთ და ვკითხოთ, ვინ ხარ და სად მიდიხარო, გვიპასუხებს: მე მქვია პეტრე, რომის ასაღებად და დასამორჩილებლად მივდივარო. როდესაც ამ პასუხს მოისმენ, იფიქრებ, სიზმარშია ან ჭკუაზე არ არისო, რადგან როგორ შეუძლია ულაშქროსა და უიარაღო კაცს მსოფლიოს მბრძანებელი ქალაქის აღება. მაგრამ მისი ლაშქარი და იარაღი იესო ქრისტეს სახელი და სახარებაა.

მართლაც, გაივლის მცირე დრო და პეტრე და პავლე, უბრალო მეთევზენი, მრისხანე რომს სიტყვით დაიმორჩილებენ და ისიც მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს მათგან ქადაგებულ ჯვარცმულ იესოს. აი, რა ძალა აქვს ქრისტეს სახელსა და მის ზეცით მოვლინებულ ჭეშმარიტ სჯულს. პავლე მოციქულივით არც ერთ საღვთო მწერალს არ აღუწერია და განუმარტავს ქრისტიანული სიყვარული: ყოველი ხალხის ენა რომ ვიცოდეთ და თვით ანგელოზების ლაპარაკიც გვესმოდეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარას გვარგებს;

წინასწარმეტყველნი რომ ვიყოთ და ყოველი საიდუმლო და მეცნიერება ვიცოდეთ, სარწმუნოებაც ისეთი გვქონდეს, რომ მთას ვუბრძანოთ და იგი თავისი ადგილიდან გადადგეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარაი ვართ; დაბოლოს, ყოველი ჩვენი მონაგები რომ გლახაკებს დავურიგოთ და სხეული დასაწვავად მივცეთ, მაგრამ სიყვარული არ გვქონდეს, არარაი სარგებელ არსო. უეჭველია, თვით პავლეს ჰქონდა ამგვარი სიყვარული, თორემ ამ სახით მას ვერ აღწერდა.

ტეგები: Blog, Post, Qwelly, გილოცავთ, და, დღესასწაულს, დღიური, ეპარქია, პავლობის, პეტრე, მეტი...სურამისა, ჩანაწერი, ხაშუირის, ხაშური

ნახვა: 647

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters