აქემენიანთა ეპოქის ხელოვნება

      აქემენიანთა ირანმა უდიდესი როლი ითამაშა ძველი აღმოსავლეთის ხელოვნებაში. თავისის ძლიერების ზენიტს იმპერიამ ძვ.წ. V ს-ში მიაღწია, როდესაც მის შემადგენლობაში მიდიის, სომხეთის, ასურეთის, ბაბილონისა და სირიის გარდა გაერთიანებულო იყო მთელი მცირე აზია, ეგვიპტე და შუა აზია და ამგვარად, მისი საზღვრები ინდოეთამდე ვრცელდებოდა.

      აქემენიანთა ხელოვნება, ისევე როგორც ასურეთში, მიმართული იყო მიწიერი მეუფის განდიდებისაკენ, ჰქონდა კარის ხელოვნების ხასიათი, რაც განსაკუთრებით მძაფრად ხუროთმოძღვრებაზე აისახა.

      სასახლეთა არქიტექტურა, გრანდიოზული და დიდებული, სკულპტურით მდიდრულად მორთული, განადიდებდა იმპერიის ძალასა და ბრწყივალებას. წინა აზიის სხვა ქვეყნების ხუროთმოძღვრებასთან შედარებით, ძველი სპარსული არქიტექტურის გამორჩეული კონსტრუქციული თავისებურება იყო მშენებლობაში ქვის ფართოდ ხმარება და ცალკე მდგომი კოლონის გამოყენება.

Achamenian, Achamenian Dynasty, Achamenian Era, Architecture, Art, Babylon, Civilization, Culture, Dynasty, Empire, Exterior, Interior, Iran, Kingdom, Mesopotamia, Paint, Painting, Qwelly, Terrain, Архитектура, Вавилон, Внешний, Династия, Живопись, Империя, Интерьер, Иран, Искусство, Как, Королевство, Культура, Ландшафт, Месопотамия, Цивилизация, рисовать, эпоха, არქიტექტურა, აქამენიანთა დინასტია, აქამენიანთა ეპოქა, ბაბილონი, დინასტია, ექსტერიერი, იმპერია, ინტერიერი, ირანი, კულტურა, მხატვრობა, რელიეფი, სამეფო, ფერწერა, შუამდინარეთი, ცივილიზაცია, ხატვა, ხელოვნება

      ყველაზე ძველი ძეგლები ფასარგადსა (კიროსის უძველესი დედაქალაქი) და ნაქშ-ი-რუსტამში გვევლინებიან სპარსეთისთვის ძალზე იშვიათ, საკულტო არქიტექტურის ნიმუშებად. კიროსის სამარხი (დაახლ. ძვ.წ. 530 წ.) ფასარგადში, იდგა ეზოს სიღრმეში და გარშემორტყმული იყო ხის კოლონადით. დიდი ქვის ბლოკებისაგან აგებული სწორკუთხა შენობა 6 საფეხურიან ბაქანზეა აღმართული. სამარხს ორფერდა გადახურვა აქვს და ფასადზე დაბალი კარია განთავსებული. შენობა განსაკუთრებით კომპაქტური და მონუმენტურია. ფასარგადის შენობებში გამოყენებულია ორი ფერის ქვა, რაც მათ ურარტუულ არქიტექტურას ამსგავსებს. ძვ.წ. V ს-ს განეკუთვნება ნაქშ-ი-რუსტამის კლდეში გამოკვეთილი სამარხები. გარედან ისინი ჯვრის ფორმაზე არიან შეწეულნი. ფასადის ზედა ნაწილი რელიეფებითაა მორთული, ცენტრი კი _ პორტიკით. სვეტების ორ წყვილს შორის განთავსებულ კარს თავად საძვალისაკენ მივყავართ. პორტიკის თავზე კარნიზია განლაგებული (ეგვიპტურის მსგავსი), რომელიც ლომებიანი ფრიზითაა მორთული. ფრიზის თავზე განლაგებულია რელიეფი, რომელიც გამოხატავს ბაქანზე, სამსხვერპლოს წინ ლოცვის პოზაში მდგარ მეფეს.

      ძველსპარსული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლებია სასახლეები პერსეპოლისსა და სუზაში (აქემენიანთა სახელმწიფოს დედაქალაქები მისი აყვავების პერიოდში). პერსეპოლისში, ქალაქის ციხე-სიმაგრეში, რომელიც გიგანტურ ბაქანზეა განლაგებული, განთავსებული იყო მისაღები დარბაზები, განძთსაცავები და სასახლის სხვა ნაგებობები, რომლებიც ძვ.წ. VI-IV სს-ებში აიგო. ორმაგი კიბე და პანდუსი მიდიოდა გრანდიოზული შესასვლელისკენ _ პროპილეუმისაკენ, რომელიც წარმოადგენდა კვედრატულ შენობას 70 მეტრიან 4 კოლონაზე მდგარი გადახურვით. კიბის მხრიდან, თითქოს პროპილეუმს იცავსო, ორი ვეება ფრთოსანი ხარი იდგა, ხოლო ეზოში შესასვლელის მხარეს _ ფრთოსანი ხარები ადამიანის თავით, რომელიც ასურულ "შედუს" მოგვაგონებენ. პროპილეუმს აპადანასაგან (მეფის მისაღები დარბაზი) გამოყოფდა ფართო ეზო. კიბე, პროპილეუმი და აპადანა აგებულია ქსერქსეს დროს ძვ.წ. V ს-ის პირველ ნახევარში.

      აპადანა სპარსული არქიტექტურის უბრწყინვალესი ქმნილებაა. პერსეპოლისში ამ გრანდიოზულ შენობას ეკავა 10 000 კვ.მ-ზე მეტი და აგებული იყო განსაკუთრებულ პლატფორმაზე. გეგმაში კვადრატული, უზარმაზარი დარბაზი სამი მხრიდან პორტიკებით იყო გარშემორტყმული. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან პორტიკებს ეკვროდა სადღესასწაულო კიბეები, რომლებიც მდიდრულად იყო მორთული რელიეფური გამოსახულებებით. ბრტყელ გადახურვას იჭერდა 36 კოლონა, რომლებიც საკმაოდ მსხვილი და მაღლები იყვნენ, თუმცა კარაგად იყვნენ განლაგებულნი, რაც ქმნიდა დარბაზის დიდ, თავისუფალ, და კარგად განათებულ შიდა სივრცეს. ცენტრალურ გასასვლელში თავსდებოდა მეფის ტახტი, რომელიც შორიდანაც კარაგდ აღიქმებოდა. სპარსული აპადანა მკვეთრად განსხვავდება ეგვიპტური ჰიპოსტილური დარბაზისაგან, სადაც მჭიდროდ განლაგებულ კოლონებს იდუმალი ბინდ-ბუნდი უნდა შეექმნათ. არქიტექტურული გადაწყვეტის ასეთი გასხვავებულობა დამოკიდებული იყო ამ ნაგებობების დიამეტრალურად საპირისპირო დანიშნულებაზე: საერო _ ძველირანულსა და საკულტო _ ძველეგვიპტურ ხუროთმოძღვრებაში. აქემენიანთა სასახლის შემქმნელი არქიტექტორის წინ იდგა სადღესასწაულო ცერემონიისთვის დიდი სივრცის შექმნის ამოცანა. კიდევ უფრო დიდებული იყო აპადანა სუზაში (ძვ.წ. IV ს.), რომლის ფართობიც დაახლ. 10400 კვ.მ. იყო და გადახურვა ეკავა 20 მ. სიმაღლის 36 კოლონას.

Achamenian, Achamenian Dynasty, Achamenian Era, Architecture, Art, Babylon, Civilization, Culture, Dynasty, Empire, Exterior, Interior, Iran, Kingdom, Mesopotamia, Paint, Painting, Qwelly, Terrain, Архитектура, Вавилон, Внешний, Династия, Живопись, Империя, Интерьер, Иран, Искусство, Как, Королевство, Культура, Ландшафт, Месопотамия, Цивилизация, рисовать, эпоха, არქიტექტურა, აქამენიანთა დინასტია, აქამენიანთა ეპოქა, ბაბილონი, დინასტია, ექსტერიერი, იმპერია, ინტერიერი, ირანი, კულტურა, მხატვრობა, რელიეფი, სამეფო, ფერწერა, შუამდინარეთი, ცივილიზაცია, ხატვა, ხელოვნება

      პერსეპოლისისა და სუზას აპადანათა მორთულობების ჩინებულობა ბევრად იყო დამოკიდებული კოლონებზე, რომელთა ფორმაც სპარსი არქიტექტორების ორიგინალური შემოქმედების მაგალითს წარმოადგენს. მაღალი და ჩამოსხმული კოლონა შედგება კუბის ფორმის ბაზისისგან, ძალიან მაღალი, კანელურებიანი სვეტისა და კაპიტელისაგან, რომელიც წარმოადგენს ქვის ხარის ორმაგ პროტომს მოოქროვილი რქებითა და ყურებით, და სვეტს უერთდება სწორკუთხა, დამაკავშირებელი ნაწილით, რომელიც ორმაგი ვოლუტით ბოლოვდება. პროტომებს შორის გადებულია მოზრდილი ძელები, რომლებსაც უჭირავთ გადახურვა. კაპიტელების დეკორატიული ხასიათისა და კონსტრუქციულად გაუმართლებელი მასიურობის მიუხედავად, ისინი არ არღვევენ კოლონადის საერთო სიმსუბუქისა და სინატიფის შთაბეჭდილებას. კოლონებს შორის მანძილი უკიდურესად დიდია (8,4 მ.). არც ძელეგვიპტელ, არც ურარტუელ და არც ბერძენ ოსტატებს არ გამოუვლენიათ ასეთი კონსტრუქციული სითამამე.

      ძველსპარსული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლია "ასკოლონიანი დარბაზი" პერსეპოლისში, რომელიც ძვ.წ. V ს-შია აშენებული. მისი ზომები და სიმაღლე ცოტათი ჩამოუვარდება აპადანისას. "ასკოლონიანი დარბაზის" ფასადის პორტიკი ფლანკირებული იყო ხარის ქანდაკებებით და კოლონების ორი რიგისგან შედგებოდა თითოში 8 სვეტით. უზარმაზარ კვადრატულ დარბაზში გადახურვა ეჭირა 100 სვეტს, რომლებიც 10 რიგად იყვნენ განლაგებულნი. დარბაზის თითოეულ კედელში გაჭრილი იყო ორი კარი ქვის მოჩარჩოებითა და თითოეულ მხარეს 11 ნიშით.

      ძველსპარსული არქიტექტურული ანსმბლების წარმოდგენა შეუძლებელია იმ როლის გათვალისწინების გარეში, რომელსაც მათში სკულპტურა ასრულებდა. სასახლეებისა და კიბეების კედლები უხვად იყო მორთული რელიეფებით. კომპოზიცია მრავალი იყო და ისინი უსასრულოდ მეორდებოდნენ, ხალიჩის ორნამენტების მსგავსად. მაგრამ, ასურეთისაგან განსხვავებით, სადაც მხატვრები პირველ რიგში საომარ ლაშქრობებსა და ბრძოლებს გამოხატავდნენ, სპარსეთში ჭარბობდა გამოსახულებები ურიცხვი რაოდენობის მოხარკეთა მსვლელობებისა, რომლებსაც დამორჩილებული ქვეყნებიდან სპარსეთის მეფისთვის მოჰქონდათ თავიანთი მორჩილებისა და ერთგულების ნიშნები.

      ასურულთან შედარებით, ეს გამოსახულებები შესრულებულია ბევრად უფრო მშრალად, თუმცა მათში ბევრი თავისებურებაა. ჩვეულებრივ ფიგურები განლაგებულნი არიან პლინტუსის პარალელურად, თითქოს დარბაზის იატაკს მიუყვებიანო. უფრო დიდი დოზით ასეთ შთაბეჭდილებას მოხარკეები ქმნიან, რომელთა ფიგურებიც კიბეების კედლებზეა გამოკვეთილი. გვეჩვენება, რომ ისინი თითქოს საფეხურებზე ადიან, იმდენად, რამდენადაც სკულპტორებმა კარგად დაიჭირეს და გადმოსცეს მოძრაობის თავისებურებები. რელიეფებზე მეტად დაწვრილებითაა გადმოცემული ეთნიკური ტიპი და კოსტუმები. თუმცა მხტვარს არ უზრუნია საკუთარი პერსონაჟების ინდივიდუალიაზაციაზე. სასახლის ანსამბლში რელიეფები აღიქმება ორნამენტივით, რომელიც ფარავს კედლის ზედაპირს და ცოტათი თვალსაც ღლის განმეორებადი რიტმით. მხატვრის მთავარი ყურადღება კონცენტრირებულია მეფის პიროვნებაზე, რომლის ქება-დიდებაც მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა. მეფის აუდიენციის სცენები, მეფის გვარდიის მშვილდოსნების გამოსახულებები, რელიგიური სცენები, სადაც მთავარ მოქმედ პირად მეფე გვევლინება მთავარ ადგილს იკავებენ აქემენიანთა სასახლეების რელიეფურ კომპოზიციებში. წინა აზიის ხელოვნებაში პოპულარული, გმირისა და გარეული მხეცის ბრძოლის თემა გარდაიქმნა მეფისა და ველური, ზოგჯერ ფანტასტიკური ცხოველის ბრძოლის სცენად. შესრულების ხასიათით ზოგიერთ რელიეფში შიძლება ამოვიცნოთ უცხოელი, მათ შორის ბერძენი ოსტატების ხელიც.

Achamenian, Achamenian Dynasty, Achamenian Era, Architecture, Art, Babylon, Civilization, Culture, Dynasty, Empire, Exterior, Interior, Iran, Kingdom, Mesopotamia, Paint, Painting, Qwelly, Terrain, Архитектура, Вавилон, Внешний, Династия, Живопись, Империя, Интерьер, Иран, Искусство, Как, Королевство, Культура, Ландшафт, Месопотамия, Цивилизация, рисовать, эпоха, არქიტექტურა, აქამენიანთა დინასტია, აქამენიანთა ეპოქა, ბაბილონი, დინასტია, ექსტერიერი, იმპერია, ინტერიერი, ირანი, კულტურა, მხატვრობა, რელიეფი, სამეფო, ფერწერა, შუამდინარეთი, ცივილიზაცია, ხატვა, ხელოვნება

      აქემენიანთა ეპოქის ხელოვნებამ სახელი გაითქვა თავისი ურიცხვი მოჭიქული პანოებით რელიეფური ფერადი გამოსახულებებით. ყველაზე ცნობილია სუზას სასახლის ფრიზი მეფის "უკვდავთა" გვარდიის მეომრების ფიგურებით, რომელთაც მდიდრულად მორთული ორნამენტებიანი ტანსაცმელი აცვიათ. ამ მეომრებს, რომლებიც სასახლის დარბაზების კედლებს ამკობდნენ, ძველი სპარსელების წარმოდგენით, მეფე უნდა დაეცვათ იმ შემთხვევაში, თუ მას ცოცხალი დაცვა უღალატებდა. სტილისტურად გამოსახულებები ისევეა შესრულებული, როგორც ქვის რელიეფები. მხატვრის მთავარი ყურადღება აქაც ტანსაცმელზეა გამახვილებული, რომლის მრავალფეროვანი გადაწყვეტაც შესანიშნავ დეკორატიულ ეფექტს ქმნის. აქემენიანთა კარის ხელოვნებისათვის მეტად დამახასიათებელი ადამიანის პიროვნულობისადმი ინტერესის არქონა აქ კარგად ჩანს.

      მოჭიქული რელიეფის კიდევ ერთი გავრცელებული სიუჟეტია ლომებისა და ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებები. მათ ფიგურებსაც საპატიო ადგილი უჭირავთ სასახლეთა კედლების მორთულობაში. ფრიზები ცხოველთა მსვლელობების გამოსახულებით მოთავსებულია როზეტებისა და პალმეტების ზოლებს შორის. მუსკულატურა, რომლის გადმოცემაც ასურულ სკულპტურაში მხატვრის ძიების საგანს წარმოადენდა, აქემენიანთა რელიეფებში სრულიად პირობითადაა გადმოცემული. ჭიქურის ძირითადი ფერები იყო თეთრი, შავი, ცისფერი, მწვანე, ყვითელი და მუქი ლილისფერი (ლურჯი). სუფთა წითელი ფერი, ისევე როგორც ასურულ და ბაბილონურ მოჭიქულ აგურში, არც აქ არ გამოიყენება.

      ძველსპარსული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებში, რომელთა შექმნის დროსაც მხატვარი ნაკლებად იყო შებოჭილი ოფიციალური მოთხოვნებით, იგრძნობა მეტი თავისუფლება და დაკვირვებულობა. თავისებური პლასტიკურობით გამოირჩევიან ვერცხლის რიტონებზე გამოკვეთილი ფრთოსანი ცხოველების ნახევარფიგურები, რომელთა ფორმებიც შედარებით მძიმე და განზოგადებულია. რეალისტური ოსტატობითა და ნამდვილი სინატიფითაა შესრულებული ფრთოსანი თხის მცირე ზომის ფიგურა, რომელიც ვერცხლის ლარნაკის სახელურს წარმოადგენდა. აქემენიანთა ეპოქის ხელოვნება მეტად საინტერესო ფენომენია და მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად სპარსეთისა და წინა აზიის სხვა ქვეყნების ხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის.

სტატიისთვის მადლობა კახას!

მსგავსი პოსტები:

ძველი ბაბილონის სამეფოს ხელოვნება

შუამდინარული ცივილიზაცია

ტეგები: Qwelly, art, არქიტექტურა, აღმოსავლეთი, ირანი, ქველი

ნახვა: 4018

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters