რეალიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა , XIX საუკუნის 30-იან წლებში ყალიბდება , მთელი ამ საუკუნის განმავლობაში ვითარდება და მომდევნო საუკუნეშიც გადადის. ტერმინი”რეალიზმი” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “რეალის ” , რაც საგნობრივს ნამდვილს ნიშნავს .რეალობის, სინამდვილის ასახვა ამ ლიტერატურული მიმდინარეობის საპროგრამო მოთხოვნაა…
რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არა მარტო სინამდვილის ასახვა , არამედ მისი განალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა.სწორედ ამ ანალიტიკური ბუნების გამო უწოდებენ XIX საუკუნეს ” კრიტიკულს”.
რეალისტები აღნიშნავდნენ , რომ ადამიანს , რომელიც გარემოს პროდუქტია , თავადაც შეუძლია აქტიური ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.ადამიანზე დაკვირვება , გარემო პირობების შესწავლა და გამოსავალის ძებნა XIX საუკუნის რეალისტური მწერლობის არსებითი ნიშან -თვისებაა. კრიტიკული რეალიზმი გვიჩვენებს , თუ როგორ იმსგავსებს ადამიანი გარემო, ბოროტების სათავედ კი საზოგადოების სოციალურ წყობად მიიჩნევს და გამოსავალს ადამიანის პირად თვისებაში-თავადის კეთილშობილებაში,გლეხის პატიოსნებაში, ინტელიგენტის უანგარებაში-ხედავს . საზოგადოებრივი ჰარმონიის დამყარება, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა აზრით, მის თითოეული წევრის ნება-სურვილსა და მისწრაფებაზეა დამოკიდებული. თუმცა სამყაროს მხოლოდ ერთი ან ორი განსაკუთრებული პიროვნება ვერ გარდაქმნის საჭიროა, საზოგადოების კავშირურთიერთობების მოჯადოებული წრე, სადაც გარემო პიროვნებაზე არის დამოკიდებული, ხოლო პიროვნება გარემოზე უნდა გაარღვიოს პიროვნება, რომელიც ამაღლდება გარემოზე და გარდაქმნის მას.
როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებიული პიროვნება? კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს. ზნეობრივ აღმზრდელად კი XIX საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. საქართველოში რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება. კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომსდგენლები არიან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.
ტეგები: Literature, Qwelly, აკაკი, განხილვა, ილია, ლიტერატურა, რეალიზმი, ქართული, ცნობილი_ავტორი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2026.
საათი: 7:28am
0 კომენტარი
0 მოწონება
In College Football 27 Dynasty, a quarterback's verbal commitment is a milestone, not a reason to stop watching the board. A rival can keep applying pressure, and your weekly choices still matter. Use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•