მცირერიცხოვან, ანუ, ეგრეთ წოდებულ, პატარა ერებს დიდი გული აქვთ. აქედან გამომდინარე, ტკივილებიც და სიხარულიც შესაბამისად დიდი გააჩნიათ, და ამიტომ ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა იციან.
როგორც ირკვევა, მცირერიცხოვანი ერების ადგილი და ფუნქცია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ადრევე განსაზღვრა ბუნებამ, რაკი არ აღჭურვა ისინი გლობალური, ზებუნებრივი ფიზიკური თუ ეკონომიკური შესაძლებლობებით. სამაგიეროდ, ზოგიერთი მათგანი გაუგონარი თავდაცვის უნარით, სხვადასხვა ჭირთა და სენთა მიმართ მძლავრი იმუნიტეტით დააჯილდოვა – მისცა მათ ანბანი, ენა ხატოვანი, გონიერება და ძირითადად სულ სხვა მისია დააკისრა: კერძოდ ის, რომ სულიერი საზრდო მიეცათ ადამიანებისთვის.
ვფიქრობ, სწორედ ასეთი ერების რიგს მიეკუთვნება საქართველო.
სხვანაირად ვერც მე და ვერც თქვენ ვერ დავასაბუთებდით ამ ერთ მტკაველ მიწაზე ფარნავაზ განმანათლებლის, იაკობ ცურტაველის, დავით აღმაშენებლის…
რუსთაველის, გურამიშვილის, საბა-სულხანის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას, გალაკტიონის და სხვათა დაბადებას.
ძნელი დასაჯერებელი და დასასაბუთებელი შეიქნებოდა ჩვენი დღევანდელი იუბილარის ქებათა ქებაც.
ჩვენ ხშირად გვეშინია სიტყვა გენიოსის ხმარებისა. საშიში არაფერია, იგი ასეა განმარტებული ლექსიკონში:
“უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი”.
საშიში მხოლოდ ის არის, რომ ეს განმარტება ვინმე უღირს ადამიანს არ მივუსადაგოთ, თორემ ნიკო ლორთქიფანიძის მიმართ ეს განმარტება იმდენად ბუნებრივია და სისხლხორცეული, რომ ხანდახან გიკვირს კიდევაც, ნუთუ ეს არ იცოდნენ მისმა თანამედროვეებმა, ნუთუ თავიდანვე ვერ გრძნობდნენ ამას! საქართველოს მიწაზე, სხეულით მის გატანჯულ სხეულს ეკვრის, თავი საქართველოს მკერდზე აქვს მისვენებული, ყური კი მის ჯიუტად მბორგავ გულზე აქვს მიყურებული. ის მძიმე, ღრმა, მაგრამ ძლიერი სუნთქვა ესმის და მისი პირით ლაპარაკობს.
ამიტომ არის იგი ნაწილი საქართველოს სხეულისა და ამიტომ არის იგი გენიოსი.
იქნებ სწორედ ამ გარემოების გამო შეძლო მან, ჩვენ შორის ყველაზე უკეთ დაეახლოვებინა საქართველოს წარსული დღევანდელობას.
…შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს. გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელის და ღირსების დასაცავად.
ნიკო ლორთქიფანიძისნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს; მერე სრულიად ჭაბუკმა მაცხოვარივით შეიხედა მამამისის ტაძარში და, რა იხილა იგი სავეს ჩარჩებითა და მოვაჭრეებით, ასე შეიცხადა იგი:
“…იყიდება საქართველო, მინდორ-ველით, ტყით, ვენახით, სათესით, წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით, მშვენიერი ენით… ვაჟკაცური ხასიათით, სტუმართმოყვარეობით, თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდით, გონებამახვილი ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით… იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვარით…”
მერე მან, თავის თანამოაზრეებთან ერთად, გამორეკა ყველა ურჯულო, უმწეო და მოვაჭრე ამ ტაძრიდან, ჩადგა მის კარში და დღემდე დგას, რათა მის კარიბჭეს მორწმუნის, გამრჯის, კეთილშობილის და სპეტაკი სულის კაცის გარდა, არავინ გადააბიჯოს და არ შევიდეს ამ სათნოების ტაძარში.
ტეგები: qwelly, ადამიანი, ანბანი, ბარათაშვილი, ბუნება, გენიოსი, გული, დუმბაძე, ერი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•