გასულ კვირას, მცხეთაში, ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს რეგიონში, ჩატარდა მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური.

დიმიტრი ხუნდაძე, ცეზარ ჩოჩელი, dimitri khundadze, cezar chocheli, archevnebi, shedegebi, statistika, არჩევნები, შედეგები სტატისტიკა, Qwelly, არჩევნები, გამოკითხვები, მაჟორიტარული, საპარლამენტო, ქველი

წარმოდგენილი პოსტი მიზნად ისახავს, მცხეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენას.

      მცხეთაში, დეპუტატობისთვის მებრძოლი კანდიდატები იყვნენ:

  1. დიმიტრი ხუნდაძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - საარჩევნო ნომრით 41
  2. ცეზარ ჩოჩელი - დამოუკიდებელი კანდიდატი - საარჩევნო ნომრით 42

დიმიტრი ხუნდაძე, ცეზარ ჩოჩელი, dimitri khundadze, cezar chocheli, archevnebi, shedegebi, statistika, არჩევნები, შედეგები სტატისტიკა, Qwelly, არჩევნები, გამოკითხვები, მაჟორიტარული, საპარლამენტო, ქველი

      მცხეთის საარჩევნო ოლქი (N37) მოიცავდა 45 საარჩევნო უბანს (46-ე უბნის მონაცემები წარმოდგენილი იყო მე-12 უბნის მონაცემებთან ერთად).

      ერთიან სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო: 44 523, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27 967 (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომელიც ითვლება ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამის მიხედვით).

      მცხეთაში, ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 63% შეადგინა. ეს მაჩვენებელი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მეორე ტურისთვის ყველაზე მაღალია და მინიმუმ 12%-ით აღემატება სხვა დაწინაურებულ ოლქებს.

      ყველაზე აქტიური იყო N21 საარჩევნო უბანი, სადაც ამომრჩეველთა 80% გამოცხადდა და ყველაზე პასიური იყო N19 საარჩევნო უბანი, სადაც ამომრჩეველთა 55% მივიდა ხმის მისაცემად.

      რაც შეეხება დღის აქტიურ მონაკვეთს, ტრადიციულად, ესაა 12:00_დან 17:00_მდე პერიოდი. ამ დროს საარჩევნო უბნებზე დაახლოებით 13 ათასი ამომრჩეველი მივიდა.

      სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 30 ოქტომბრის არჩევნებზე მცხეთის ოლქისთვის, იყო: 220. აქედან ყველაზე ბევრი (57 ამომრჩეველი) მე-12 საარჩევნო უბანზე.

      უბნების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. 45 საარჩევნო უბნიდან:

  • 28 უბანზე გაიმარჯვა მართველი პარტიის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ;
  • 17 უბანზე გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ცეზარ ჩოჩელმა.

      ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა: 555, აქედან, ყველაზე მეტი ბათილად ცნობილი ბიულეტენი (43) დაფიქსირდა N41 საარჩევნო უბანზე. არ იყო ისეთი უბანი, სადაც 1 ბილეთი მაინც არ გაბათილდა.

      ცესკოს ოფიციალურ საიტზე, პირველად აიტვირთა N36 საარჩევნო უბნის ოქმი, ხოლო სულ ბოლოს განთავსდა N12 საარჩევნო უბნის ოქმი (31 ოქტომბერი, 03:12).

      საბოლოო შედეგები:

  1. დიმიტრი ხუნდაძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 13736 ხმა (ხმების 50,11%)
  2. ცეზარ ჩოჩელი - დამოუკიდებელი კანდიდატი - 13676 ხმა (ხმების 49,89%).

მომზადებულია, ცესკოს ოფიციალური საიტზე განთავსებული ოქმების მიხედვით.

ტეგები: Qwelly, არჩევნები, გამოკითხვები, მაჟორიტარული, საპარლამენტო, ქველი

ნახვა: 630

გამოხმაურებები!

მეორე ტურის კვალობაზე აქტიურობა მართლაც მაღალი გქონიათ :)

პ.ს ჩოჩელი ვინ არის? ცნობადი სახეა? კარგად აუღია ხმები :D :D

ვერ დაგეთანხმები. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები იყვნენ ერთმანეთისთვის, ეს შედეგებმაც დაგვანახეს. მხოლოდ 60 ხმით მოიგო ოცნების კანდიდატმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს (არჩევნებზე მისული მოსახლეობის(!)) არ აქვს ნდობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი წარმომადგენლის მიმართ. სავალალო მდგომარეობაა

Kakha_მ თქვა:

ცეზარი რა სუსტი ყოფილა არ ველოდი მის ასე დიდი ანგარიშიც კრახს, მარცხს და დამარცხებას :D 

აღაიანელები იუმორით გამორჩეული ხალხია. თუ არ ვცდები, მაგ უბნებში მოიგო ზუსტად დიდი სხვაობით. მიუხდავად უბნებს შორის არათანაბარი რაოდენობისა (28 - 17-ის წინააღმდეგ), უბანზე სადაც ჩოჩელი იგებდა, მსხვილი სხვაობა ფიქსირდებოდა.

Kakha_მ თქვა:

ჩოჩელი რა მუდამ მომღიმარია, დამარცხდა მაგრამ ღიმილი არ უქრება სახიდან, ხანდახან ისე ჩაიღიმებს ხოლმე რომ აღაიანის მაცხოვრებლები ამბობენ ახლა მაინც დაგვაძინეო (ღიმილის ხმა გადადის იქეთ ხოლმე) ვერ ხედავ ღამის 3 საათიაო? :D

საინტერესო ისაა, რომ ოცნების მოწინააღმდეგეებს, არ მოსწონ(და)თ ბიზნესმენი ხელისუფალი (მილიარდელი, ყოფილი პრემიერი), სწორედ იმიტომ, რომ ფულთან ერთად, ახლა მმართველის ძალაუფლებაც მოიპოვა, რაც გულისხმობს იმას, და შეუძლია არა მხოლოდ იყიდოს ქვეყანა, არამედ გაყიდოს ქვეყანა თავის თავზე. დაიკანონოს. და მცირე მასშტაბით იგივე არ იქნებოდა მცხეთაშიც? )) პარადოქსებით სავსე ხალხი ვართ! 

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters