იოანე მახარებელს მოთხრობილი აქვს თავის სახარებაში იესოს პირველ
სასწაულზე, რომელიც გალილეის კანაში ქორწილში მოახდინა.
ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას სახარების სწორედ ეს ნაწილი იკითხება.
სხვა არცერთი სასწაული არ შეიცავს იმდენ წინასწარმეტყველებას იესოს მომავალი
საქმეების შესახებ , რამდენსაც ამ საკითხში მოთხრობილი ამბავი.
ძველი აღთქმის სჯულმდებელ მოსეს თავისი სასწაულით, სადაც წყალი სისხლად
აქცია, სურდა უღმრთოთა და უსჯულოთა შეშინება . იესო კი ღვინოდ აქცევს წყალს,
რათა სიმშვიდე მოჰფინოს და გაახაროს მექორწილენი. ეს არის ნათელი დასტური
იმისა, რომ გამომხსნელის მთავარი მიზანი იყო კაცობრიობისთვის სიხარულის
მოფენა და არა მათი სამგლოვიარო სამოსით შემოსვა.
იოანეს სახარების მიხედვით იესო მიდის გალილეის კანაში. ეს ქალაქი გალილეის
კანად იწოდებოდა ,იმის გამო რომ სხვა ამავე სახელის ქალაქისაგან განერჩიათ.
გალილეის კანა ერთი საათის სავალზე მდებარეობდა ნაზარეთიდან. სადაც იესო და
მისი მოწაფეები მიიწვიეს ქორწილში. უფალი ქორწილში იმიტომ კი არ მიიწვიეს,
რომ მის მიერ მოხდენილი სასწაულები ნახეს, ანდა დიდ, გამოჩენილ, ადამიანად
მიაჩნდათ, არამედ როგორც ნაცნობი.
” და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეისა, და მუნ იყო დედაი იესოსი”.
იოანეს სახარებაში ნათქვამია:” და მესამესა დღესა”, ანუ მას შემდეგ რაც ფილიპე და
ნათანიელი გაჰყვნენ იესოს . მაცხოვარი და მისი მოწაფეები, რომელთაგანაც
ნათანიელი წარმოშობით კანადან იყო. ორ დღეში თავისუფლად გადავიდოდნენ
იორდანიის სანაპიროდან კანაში და ამრიგად ქორწილშიც მიიღებდნენ
მონაწილეობას. ”მუნ იყო დედაი იესოსი”. ეკლესიის მამათა აზრით
სახლი , სადაც ქორწილი იმართებოდა ღვთისმშობლის ნათესავებს ეკუთვნოდათ.
სასიძო კი სიმონ მოციქული გახლდათ, რომელსაც შემდგომში კანანელი ეწოდა.
სიმონი იყო იოსების ძმის კლეოპას ძე და შესაბამისად ღვთისმშობლის ნათესავი და
იესოს ბიძაშვილი.
ღვთისმშობელი ქორწილში თავიდანვე მივიდა და მონაწილეობას იღებდა ლხინის
მოწყობაში. რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ ლხინი და დროსტარება უყვარდა. იგი
ანგელოზებთან მოსაუბრე იყო, მას არ შეეძლო ადამიანთა შეკრებებზე სადაც
ჭამდნენ, სვამდნენ, ზეცასა და ღმერთს ივიწყებდნენ , სიამოვნება ეძება. არამედ ეს
იყო დედობრივი გამოხატულება ახალშექმნილი ოჯახისადმი, რათა რაიმე
უსიამოვნებას თავიდანვე არ დაენგრია ოჯახური კეთილდღეობა . სწორედ ეს
იყო წმინდა ქალწულის ქორწილში მისვლის მიზეზი.

”მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას”. როდესაც კანაში
ხმაგავრცელდა, რომ ნაზარეთში მარიამის ძე იესო დაბრუნდა, საქორწინო ლხინი
დაწყებული იყო და ახალდაქორწინებულთა მშობლებმა გადაწყვიტეს იესო და მისი
მოწაფეები მიეწვიათ ქორწილში.
და აი კანაში მოდის იესო ”შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა”. ქორწილში
მის გამოჩენას, ვინც ლხინს და გართობას არასოდეს მიელტვოდა, უნდა
აეფორიაქებინა მექორწილენი. მაგრამ, იესოს გამოხედვაში იმდენი მადლი ჩანდა,
რომ მისი გამოჩენისას უხერხულობა არავის უგრძვნია. იესოს თანდასწრებით ყველა
ბედნიერი იყო, ისე როგორც ამომავალი მზის სხივების ნახვით, რადგან მის მზერაში
მოჩანდა დიდი სიყვარული და ლოცვა-კურთხევა სტუმარ-მასპინძელთა მიმართ.
იესომ ქორწილში მისვლით ლოცვა-კურთხევა მოუტანა სახლს და ქორწილს,
დალოცა უწყინარი მხიარულება.
ქორწილში მაცხოვრის მისვლის შემდეგ შესაძლოა გარკვეული დრო გავიდა. ყველა
მხიარულობდა და ერთმანეთს სიამოვნებით ხვდებდნენ, მაგრამ მასპინძლებს ერთი
რამ უფორიაქებდათ სულს, რომ ღვინის მარაგი გამოილია. არადა ქორწილი კიდევ
უნდა გაგრძელებულიყო და სტუმრები კიდევ უნდა მოსულიყვნენ. მათ კი ღვინო
შემოაკლდათ და ამის გამო კარის დროზე ადრე დახურვა მოუწევდათ , სათანადოდ
ვერ გამასპინძლება დიდი სირცხვილი იყო მათი ადათის მიხედვით.
შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: რატომ არ შეწყვიტეს მარიამმა და იესომ
გახანგრძლივებული ლხინი და არ ბრძანეს კარის დახურვა? ეს იმიტომ არ გააკეთეს,
რომ ისინი ამაში დადებით მხარესაც ხედავდნენ, რადგანაც ქორწინება არის ახალი
ოჯახის ჩამოყალიბების დასაწყისი, იმისათვის, რომ ოჯახის ცხოვრება
კეთილდღეობით წარიმართოს საჭიროა არა მარტო მეუღლეთა შორის ურთიერთ-
თანხმობა და სიყვარული, არამედ აგრეთვე გარშემომყოფთა თანადგომა და
სიყვარული. არა მხოლოდ ოჯახში უნდა სუფევდეს, არამედ მის გარშემოც, ამიტომ
კარგი იქნებოდა ქორწილში ყველა ახლობლის მიწვევა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ღვინის გამოლევის გამო ქორწილში ყველა შეწუხდა,
მხოლოდ უფალი არ იღებს მონაწილეობას ამ მღელვარებაში. ”და ვითარ მოაკლდა
ღვინოი, ჰრქუა იესუ! დედამან მისმან: ღვინოი არა აქვს”
იუდეველებთან ქორწილი შვიდ დღეს გრძელდებოდა, მგრამ სახარებიდან არ ჩანს
ეს ქორწილიც შვიდ დღეს გრძელდებოდა თუ არა.
ღვთისმშობელმა გადაწყიტა როგორმე მექორწილეებს დახმარებოდა.
კონკრეტულად რთულია იმის თქმა რას მოელოდა იგი თავისი ღვთაებრივი
ძისგან.მაგრამ, ქრისტეს სული წმინდით ჩასახვისა ,ხორცილი შობის მოვლინებისა
და წინსწარმეტყველური მითითებების შემდგომ იგი მიხვდა შვილის უდიდესი
ძალის შესახებ. სწამდა, რომ მასში დაფარული იყო ღვთაებრივი ძალა, რომელიც
ადრე თუ გვიან გამომჟღავნდებოდა.
”რქუა მას იესუ:რაი არს ჩემდა და შენდა დედაკაცო არღა მოწევნილ არს ჟამი ჩემი”.
იესოს პასუხი ერთი შეხედვით მკაცრი ჩანს. ეს ერთი მხრივ სიტყვა-სიტყვით
თარგმნის შედეგია, ნაწილობრივ კი საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებების. იმ

დროს სიტყვა ”დედაკაცო” ყველაზე პატივსაცემ მიმართვად ითვლებოდა,
განსაკუთრებით პატივცემული ქალების მიმართ. ხოლო სიტყვები ”რაი არს ჩემდა და
შენდა ” გამოიყენებოდა თავაზიანი საუბრისას.
იესო ქრისტემ ეს დედას უთხრა რათა თავი განეცხადებინა არა მხოლოდ როგორც
ადამიანს, არამედ როგორც ღმერთს. აქედან ვიგებთ, რომ იესო არ უყურებდა
ხორციელ ნათესაობას, არამედ გი ასრულებდა ზეციური მამის ნებას. რაც მისი
სურვილის შესრულებისთვის მზადყოფნას მოასწავებდა .
”და რქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაიცა თქუას, ყავთ”.
ღვთისმშობლის ნათქვამი მიუთითებს იმაზე, რომ მან თავის ძის სიტყვებში
მექორწილეთა დახმარების უეჭვეილი განზრახვა დაინახა და იგი ეუბნება
მსახურებს უფლის ბრძნება უსიტყვოდ და მორჩილებით შეასრულონ.
”იყვნეს შუა სარწყულნი ქვისანი ექუსნი მდგომარენი მსგავსად განწმენდისა მას
ჰურიათაისა რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი.და რქუა მათ
იესუ! აღავსენით სარწყულნი ესი წყლითა! და მათ აღავსეს იგინი პირისპირ”.
აქ მოხსენიებული სარწყულები მთლიანი ქვისგან იყო გამოთლილი, ამიტომაც მათ
არ გადააადგილებდნენ ხოლმე. ეს სარწყულები იხმარებოდა ებრაელთა განბანვის
მიზნით, რადგან ყოველდღე ჭამის წინ ისინი იბანდნენ ამ სარწყულებში და შემდეგ
ჭამდნენ. ასევე ამ სარწყულებში იბანდნენ ებრაელები მაშინაც, როცა მიეკარებოდნენ
ვინმე კეთროვანს ან მიცვალებულს, რადგან მათთან მიკარებით თავს არაწმინდად
თვლიდნენ.
რადგანაც პალესტინა უწყლო იყო და ბევრ წყაროს ადამიანი ვერსად ვერ ნახავდა.
ებრაელები ამ ჭურჭლებს ყოველთვის წყლით ავსებდნენ , რადგან შებილწვის
შემთხვევაში ჰქონოდათ წყალი განსაწმენდად, დასაბანად, და მდინარეზე არ
ერბინათ.
აქ უმიზნოდ არ არის ნათქვამი ”მსგავსად განწმენდის მის ჰურიათასა, არამედ
იმიტომ, რომ ურწმუნოებს რამეში ეჭვი არ შეპარვოდათ და არ ეფიქრათ, რომ
სარწყულებში იყო დარჩენილი ღვინის რაიმე ნარჩენი და შემდგომ როცა წყალი
ჩაასხეს გამოვიდა სუსტი ღვინო, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ქვის სარწყულები
ღვინის შესანახ ჭურჭლად არ გამოიყენებოდა. მართალია უფალს შეეძლო წყლის
გარეშე სულ არაფრისგან გაეჩინა ღვინო, მაგრამ სასწაულების სიდიადე ხშირად
ამცირებს მათი ადვილად მიღების საშუალებას. ამ სასწაულით უფალს სურდა თავად
მოწაფეთა რწმენის განმტკიცება. სასწაულისმოქმედების იარაღი სრულიად გარეშე
ადამიანები გახდნენ, ამიტომაც ისინი სრულიად მიუკერძოებელი მოწმეები
იქნებოდნენ.
”და რქუა მათ: აღმოავსეთ აქ და მოართვით პურისა უფალსა! ხოლო მათ
მოართუეს”.
არქიტრიკლინი ქართლად ”პურისა უფალი ”- ლხინის გამგებელი, საკუთრივ
სარეცლის მეთაურს ნიშნავს. ლხინისა და სერობისას ძველად მოისვენებდნენ
ხოლმე, რისთვისაც დაბალი სარეცელი ეწყობოდა. რომაული წესის მიხედვით ეს

მოსასვენებელი სამი ან ხუთი ადამიანიასათვის მზადდებოდა და მათ მომწყობს
არქიტრიკლინი ეწოდებოდა. ქართჲლ ტექსტში მას ”პურის უფალი” ეწოდება.
ბერძენთა და რომაელთა ადათის მიხედვით ეს იყო მოწვეული სტუმართაგან ერთ-
ერთი, რომელიც დროებით ”პურის უფალის” მოვალეობას აღასრულებდა. ასევე
ევალებოდა ღვინის გემოს გასინჯვა. ამიტომაც, ქრისტე მსახურებს ეუბნება რათა
ახლა ამოიღონ ამ სარწყულიდან წყალი და მიუტანონ გასასინჯად სწორედ ამ
”პურის უფალს”, რომელიც ფხიზელია. მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ ვინმეს ეჭვი
არ შეპარვოდა და ეთქვა სიმთვრალის გამო მოეჩვენა წყალი ღვინოდო.
”და ვითარცა გემოი იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღვინო იქმნა, და
არა უწყოდა, ვინაი იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა,
მოუწოდა პურისა უფალმან მან სიძესა. და რქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილ
ღვინო პირველად წარმოდგის და ოდეს დაითვრიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ
დაჰმარხე ღვინოი კეთილი აქამომდე.”
სიტყვა ”დაითვრიან” აქ არ აღნიშნავს იმას, რომ ქორწილში განუწყვეტელი სმა
მიმდინარეობდა, რადგანაც იესო ქრისტე არ დაესწრებოდა გადაჭარბებულ
დროსტარებას. ”პურის უფალი” სიტყვაში ”დაითვრიან” მხოლოდ საერთოდ
არსებული ჩვეულების თანახმა ამბობს, რაც სრულებით არ მიუთითებს სტუმრების
უზნეო საქციელზე. არსებობს თვალსაზრისი , რომელიც, რათქმა უნდა არასწორია ,
რომ იესომ წყლის ღვინოდ გადაქცევით ადამიანური სისუსტეების გამოვლენას
შეუწყო ხელი. ასე შეიძება ღვთის ყოველგვარი ნიჭი ადამიანის მიერ ბოროტად
იქმნას გამოყენებული. კაცი ცდუნებაზე გამარჯვებით აღწევს სრულყოფილებას და
მხოლოდ ის ზომიერება ფასდება ღვთის თვალში, რომელსაც საფუძვლად
ცდუნებისგან თავშეკავება უდევს.
ქორწილის ზედამხედველი მიმართავს ნეფეს და არა მოსამსახურეებს, რა თქმა
უნდა ეს ღვთის განგებით ხდება, რადგან თუ იგი შეეკითხებოდა მსახურებს ღვინის
თაობაზე ისინი სასწაულს განაცხადებდნენ. მაგრამ მათ არ დაუჯერებდა არავინ ,
ვინაიდან ჯერ ქრისტეს არავიან იცნობდა. ეს სასწაული კი იყო დასაწყისი სხვა
სასწაულებისა. უფალმა წყალი ჩეულებრივ ღვინოდ კი არ გარდაქმნა არამედ ძალიან
კარგ ღვინოდ.
იმის თაობაზე, რომ წყალი გარდაიქმნა ღვინოს მოწმობენ ქორწილის მსახურები,
ვისაც ეს წყალი გარდაქმნამდე გაესინჯა. თვითონ ის, რომ ეს იყო შესანიშნავი ღვინო
ქორწილის ზედამხედველი მოწმობს. ”ესე ქმნა დასაბამად იესუ კანას გალილეაისასა
და გამოუცხადა დიდებაი თვისი და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა. ”
იოანე მახარებლის ეს სიტყვბი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომელიც სასწაულთა
დასაბამს ღმერთკაცის ბავშვობას მიაწერდა. ”ესი ქმნა დასაბამად სასწაულთა”
ამბობს იესოს საყვარელი მოციქული.
შემდეგი სიტყვები: ” და გამოუცხადა დიდება თვისი და ჰრწმენა მისი მოწაფეთა
მისთა”, ნიშნავს იმას , რომ ამ საწაულზე ადრე იესოს არ მოუხდენია საწაული ,
რომელთა საშუალებითაც ის თავის დიდებას ცხადყოფდა. სიტყვები : ”და ჰრწმენა
მისი მოწაფეთა მისთა ” ნიშნავს იმას , რომ რასაკვირველია მოწაფეებს ჰქონდათ

რწმენა, მაგრამ არა ისეთი მტკიცე , როგორც ამ სასწაულის შემდეგ მიეცათ, უფრო
მეტი და უფრო მტკიცე რწმენა ღმერთის მიმართ.

გამოყენებული ლიტერეტურა:
”ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ” იოანეს სახარების განმარტება.
”სადღესასწაულო სახარებათა განმარტება”.

ტეგები: Qwellyland, qwelly

ნახვა: 9

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება

Qwelly World

free counters