იანვარი

იანვარი

თვენი

იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი მიქა

18 იანვარს (ძვ. სტ. 5 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მიქა წინასწარმეტყველს.

წინასწარმეტყველი მიქა, miqa winaswarmetyveli, prophet, mika, mikea, miqia, miqa, merkele, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      მაცხოვრის შობამდე მეცხრე საუკუნეში, იუდეაში ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობის დროს ცხოვრება წმინდა მიქა (მიქეა, მიქია) წინასწარმეტყველი. მისი სახელი განიმარტება როგორც "ვინ არის ვითარცა". როგორც წმინდა წერილი მოგვითხრობს, წმინდა წინასწარმეტყველი მიქა მეფე აქაბს ამხილებდა და ასურელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დაღუპვას უწინასწარმეტყველებდა. მეფეთა წიგნში ნათქვამია, რომ ამ წინასწარმეტყველებისა და მხილების გამო მიქა საპყრობილეში ჩააგდეს, ხოლო აქაბის სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს. მათეს სახარებაში, შობის სცენის გადმოცემისას წმინდა მახარებელი წერს: "სადა უკუე შობად არ ქირსტე?" (ჰეროდე ეკითხება მღვდელთმოძღვრებსა და მწიგნობრებს), "ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არ წინასწარმეტყველისა მიერ: "და შენ, ბეთლემ, ქვეყანაი ეგე იუდაისი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა, რამეთუ შინგან აგმოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყოსს ერი ჩემი ისრაელი". ეს წინასწარმეტყველება სწორედ წმინდა მიქას ეკუთვნის. წმინდა წინასწარმეტყველი მიქა, მეცხრე საუკუნეში მოწამეობრივად აღესრულა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►